ცრუ ამბოხი, რამაც ხელი შეუწყო თურქეთში დიქტატურის დამყარებას და ამერიკის გავლენის შესუსტებას!

ცრუ ამბოხი, რამაც ხელი შეუწყო თურქეთში დიქტატურის დამყარებას და ამერიკის გავლენის შესუსტებას!

მომხდარი ფაქტი ნამდვილად ჰგავდა შეიარაღებულ სამხედრო ამბოხებას, თუმცა ჩატარებული ანალიზით ეს სულ არ არის ნამდვილი ამბოხი.

როგორც მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, მეამბოხეების ხელში იყო გადასული საჰაერო სივრცე, საიდანაც მათ განახორციელეს დარტყმები სტრატეგიულ ობიექტებზე(!), პარლამენტი სრულად გაანადგურეს. სასტუმროზე გაკეთებული შეტევისას კი პრეზიდენტი აღმოჩნდა შენობის გარეთ - ეს ძალიან საინტერესოა, დარტყმის შემდეგ როგორ გამოაღწია შენობიდან, ხოლო თუ დარტყმამდე გამოვიდა, ასე შემთხვევით როგორ გამოვიდა სასტუმროდან, ანუ მან იცოდა თუ რა იგეგმებოდა?

რაც შეეხება მეორე მიზეზს, რაზეც ზემოთ დავიწყე საუბარი - საჰაერო სივრცის ხელში ჩაგდება. როდესაც ჰაერში მძიმე ტექნიკაა განლაგებული, მეამბოხე, ის თუ ნამდვილად ამბოხისთვის არის მზად, სრულად გაანადგურებს იმ წერტილებს, სადაც ინახება იარაღი, მძიმე ტექნიკა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რითიც შეიძლება მეამბოხეებზე იერიშის მიტანა.

ეს არის სამხედრო მანქანის დაწერილი და დაუწერელი კანონიც.

ვფიქრობ, ამბოხებული სამხედროები ისეთი არაპროფესიონალები არ უნდა ყოფილიყვნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დეტალებისთვის ყურადღება არ მიექციათ.

გადავიდეთ მესამე ნაწილზე - შეიარაღებული ამბოხების დაწყება ღამის 1 საათზე მოხდა, რაც ასევე ოდნავ საეჭვო დეტალია.  ნამდვილი ამბოხის მოსაწყობად პროფესიონალი მეამბოხეები არ მოაწყობდნენ სამხედრო იერიშს ღამის საათებში. ამბოხის მიზანი არის ყველა ადმინისტრაციული შენობის მწყობრიდან გამოყვანა, პანიკის დათესვა და მიზნის მიღწევა. ეს ყველაფერი უნდა დაიგეგმოს და მოეწყოს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არის გახურებული სამუშაო საათები, რათა პრეზიდენტის მომხრეებს არ ჰქონდეს (კიდევ ერთხელ აღვნიშნავ) მობილიზაციის დრო და უნარი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ხალხში მეყსეულად წარმოიშობა პანიკა.

ამ დროს პრეზიდენტსაც ეკარგება მართვის სადავეები და იგი დაუყოვნებლივ მიმართავს მეგობარ ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის წინადადებით, რათა უსაფრთხოდ იქნას გასული ქვეყნიდან.

ამის ორგანიზებას კი აკეთებს გენერალური შტაბის თანამშრომლები, ანუ ეს შეიარაღებული გადატრიალების დროს ესეც აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია.

სინამდვილეში რა მოხდა? ყველაფერი პირიქით, ყველას ყველაფრის დრო ჰქონდა, ყველაფრის საშუალება და მოქმედების შესაძლებლობა!

აქედან გამომდინარე ეს რეალური ამბოხი არ იყო...

ახლა გადავიდეთ თემაზე, თუ  ვის ინტერესებში შედიოდა ეს ამბოხება, ანუ, ვისგან იმართებოდა?!

ამბოხების უკან დგას თავად თურქეთი და რუსეთი, ანუ ეს იყო პუტინ-ერდოღანის შეთანხმება, რომ დარტყმა მიეყენებინათ ნატოს ჯარების რეპუტაციაზე, უფრო ზუსტად კი, ეს იყო მიმართული ამერიკის წინააღმდეგ.

პრაქტიკულად ამერიკის დაზვერვამ ხელიდან გაუშვა ეს მნიშვნელოვანი შეთქმულება-შეთანხმება და ერდოღანმა ქვეყანაში დაიკანონა დიქტატურა! სხვა შემთხვევაში, ერდოღანი რომ არ წასულიყო ამ შეთანხმებაზე, ის ნადვილად დაკარგავდა ყველაფერს, ალბათ სიცოხლესაც კი და ამ ამბოხს ნამდვილი სახე მიეცემოდა.

ამერიკის გავლენა თურქეთში შესუსტდა. ნიშანდობლივია, რომ ამერიკა ძალზედ რთული გადაწყვეტილების მიღების წინაშე დადგება  ნატოს ჯარებთან დაკავშირებით.

ამერიკას ახლა სჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა, რადგან ერდოღანი უკვე პრაქტიკულად არ გაითვალისწინებს ამერიკის რეკომენდაციებს. მან ამერიკის გასაგონად მსოფლიოს უთხრა, რომ სიკვდილით დასჯის დაკანონებსასაც არ გამორიცხავს, ანუ ამყარებს დიქტატურას - სად? ამერიკის მიერ განთავსებული ბაზის ქვეყანაში.

გიორგი რურუა,
მაჟორიტარობის დამოუკიდებელი  კანდიდატი დიდუბის რაიონში

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: