Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
20-08-2016, 15:42
ნანახია: 3897

სამეგრელოს უგვირგვინო

თუ ლეგენდარულმა ცოტნე დადიანმა თავისი სიმტკიცითა და მოხერხებით მტერი გააოცა და თავისი თანამოძმეები იხსნა განსაცდელისგან, მისი დღევანდელი შთამომავლები გულუბრყვილობითა თუ გულნამცეცობით საკუთარ ხალხს აოცებენ და მრავალგზის დატორილ სამეგრელოს სამარცხვინო ლაქას უმზადებენ-ლაქას, რომელსაც ძნელად თუ ჩამოვირეცხავთ!

 

მე არ მაინტერესებს, გაიმარჯვებს თუ არა ექსპირველ ლედად წოდებული,უცხოელი სპეცსამსახურების მიერ გაწვრთნილ-გამობრძმედილი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებში.- გუშინ კორცხელში მისი პომპეზურად წარდგენა და ადგილობრივი მოსახლეობის მხურვალე აპლოდისმენტები მაფიქრებინებს, რომ ჩემს ულამაზეს კოლხეთში საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე, აქამდე მეგონა...

არადა, ეს ის სამეგრელოა, ეს ის ზუგდიდია, რომელმაც ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი გამოიარა სააკაშვილის ზეობის პერიოდში და ჭკუა მაინც ვერ ისწავლა!

ეს ის ზუგდიდია, რომელმაც მაშინდელი სამეგრელოს სწორუპოვარ "ფეოდალს"- როლანდ ახალაიას დეპუტატის მანდატი უბოძა და მაქსიმალური ჯავშანი მისცა ჩადენილი დანაშაულობების გამო პასუხისმგებლობისგან თავი აერიდებინა...

ეს ის ზუგდიდია, რომელიც (სავსებით სამართლიანად)თანამედროვე კოლხეთის ცენტრად ითვლება და ყველანაირი რესურსი აქვს "ძველი დიდება" შეინარჩუნოს!

შემთხვევითი არ არის, რომ სანდრა რულოვსმა სწორედ ზუგდიდიდან მოინდომა გაპოლიტიკოსება, რათა საჭიროების შემთხვევაში დაბრმავებული ადგილობრივი მოსახლეობა ნამუსზე ააგდოოს და მათი მაქსიმალური მხარდაჭერით ისარგებლოს!

 

ეტყობა, სააკაშვილმაც კარგად იცოდა ე.წ. მეგრული "სისუსტეები"-მან რევოლუციური აღტკინება სწორედ სამეგრელოდან(წალენჯიხიდან ) დაიწყო და მათი(მეგრელების) უკიდეგანო ემოციები ( რევოლუციის ავანგარდში ყოფნით გამოწვეული"ხბოს აღტაცება") "ვარდების რევოლუციით" თბილისში დააგვირგვინა!

ბევრს ეგონა , რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიშა სამეგრელოს ამ ამაგს დაუფასებდა, მაგრამ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო-"ნაციონალების"9 წლიანი მმართველობის ჯოჯოხეთური ტვირთი ყველაზე მეტად სწორედ სამეგრელოს დააწვა!!!

ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშს უხდიდნენ დანარჩენ საქართველოს მიშას გადიდკაცებაში შეტანილი "მოკრძალებული"წვლილის გამო, დღესაც მისი ხელისუფლებაში დაბრუნების ნოსტალგიით არიან შეპყრობილნი(მე, რა თქმა უნდა, მეგრელების იმ ტვინგადაბრუნებულ და ღირსებააყრილ ნაწილზე ვსაუბრობ, რომელსაც დღესაც მიშა და მისი "ამქარი "ელანდება).ამის დასტურია სანდრა რულოვსის ზუგდიდიდან გადეპუტატების მცდელობაც...

მინდა ამიხსნან იმ ადამიანებმა -ვინც გუშინ ტაშს უკრავდა სანდრა რულოვსს და არჩევნებში მხარდაჭერას პირდებოდა:რატომ, რა ნიშნით შეაჩერეს მასზე არჩევანი და ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, მისი გამარჯვების შემთხვევაში რას ვეტყვით დანარჩენ საქართველოს?!იქნება თუ არა ეს არა მარტო ზუგდიდის და ზუგდიდელების, არამედ, ზოგადად კუთხის დაცემა?!

 

ვის ჯინაზე ვაკეთებთ ამას და რას იგებს ამით სამეგრელო და მთლიანად , საქართველო?!

ეს ხომ იქნება ცენტრსა და სამეგრელოს შორის "ტრადიციულად"არსებული "ჩუმი", ფარული შეუთანხმებლობის(არ ვიტყოდი,:დაპირისპირების და გაუტანლობის)სააშკარაოზე გამოტანა (არ არის გამორიცხული, , ადგილზე "ნაციონალების"მხარდაჭერა შეფასდეს, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესების ღალატი)და არსებული განწყობის კიდევ უფრო გამწვავება სათანადო იარლიყის მიწებებით?!

 

ვთქვათ, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილი დაზომბირებულია, ხომ დარჩა საღად მოაზროვნე მეორე ნაწილიც, რომელიც ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ტვინგადაბრუნებულ თანამოქალაქეს ტვინი წაღმა გადმოუბრუნოს?!

ყოველ შემთხვევაში, განგაშის ზარი მანამდე უნდა დავარისხოთ, ვიდრე, ურემი გადაბრუნებულა!(გავიხსენოთ, ჩვენი ბრძენი წინაპრები: ბავშვს წყაროზე წყლის მოსატანად რომ აგზავნიდნენ, თურმე წინასწარ ტუქსავდნენ, კოკა რომ არ გაეტეხა).

 

ყურადღებით წავიკითხე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები, რომელიც გუშინ კორცხელში სანდრა რულოვსის დეპუტატობის კანდიდატად წარდგინებას ეხება.თუ რამდენიმე ზუგდიდელის მწვავე გამოხმაურებას არ ჩავთვლით(განსაკუთრებით მომეწონა ზურაბ კვარაცხელიას პირდაპირი შეფასება-"ბრბო, ნახირი, უსულგულო და საძოვარს დახარბებული ორფეხა ცხოველები...ამათ საერთოდ უნდა აუკრძალო არჩევნებზე მისვლა...ენმ უნდა იაკრძალოს), კომენტარები საკმაოდ ზერელე და არაადექვატურია...

 

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას-აქედანვე უნდა იცოდნენ სანდრას და "ნაციონალური მოძრაობის"აქტიურმა მხარდამჭერებმა, რომ ისინი საკუთარი ბრმა თუ აკვიატებული არჩევანით სატანასთან წილნაყარი ხდებიან და ერის მოღალატის "გვირგვინიც"არ აცდებათ!

შეიძლება მოქმედი ხელისუფლებით იყო უკმაყოფილო, მაგრამ, ეს არ გვაძლევს უფლებას, ხელი ჯოჯოხეთური წარსულის რეამინირებას შევუწყოთ-მითუმეტეს, საქმე ეხება ექსპირველლედს, რომლის ქმრადწოდებულმა სააკაშვილმა წირვა გამოუყვანა საქართველოს!

 

P.S.სანდრამ მეგრული ენა და მეგრული მელოდია იმიტომ კი არ ისწავლა, რომ მზე და მთვარე მეგრელებზე ამოსდის, არამედ, იმიტომ, რომ მათი სუსტი წერტილი დაეჭირა და გული აეჩუყებინა! მან ეს ზედმიწევნით მოახერხა.

თუმცა, მისი გუშინდელი რიტორიკა თვითლუსტრაციის უბადლო ნიმუში იყო.მე ეს დავინახე, სხვებმაც კარგად დაინახეს, მაგრამ, იმ დაბრმავებულ და ნამუსზე ხელაღებულ ხალხსაც უნდა დავანახოთ!!!

 

ზაურ ნაჭყებია.