ვალერი გელაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

ვალერი გელაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ მის ცემაში მიხეილ სააკაშვილია გარეული.

 

"საქმე ეხება ჩემი ცემის ფაქტს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის შესახებ ატეხილ დავას უკავშირდება. პასუხისმგებელი პირები, რომ დაეკავებინათ, მაშინ მიხეილ სააკაშვილიც ციხეში იქნებოდა", - განაცხადა გელაშვილმა.

 

ვალერი გელაშვილი ცემის ფაქტთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილსაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მის ცემას 200 მეტრის მოშორებით მდგომი მანქანიდან აკვირდებოდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: