ცხინვალის ციხიდან ძმები აბალაკები და გერონტი პაპიშვილი გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან ძმები აბალაკები და გერონტი პაპიშვილი გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხე სამმა ქართველმა დატოვა. ძმები აბალაკები და გერონტი პაპიშვილი ორი თვის წინათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი შეშას აგროვებდნენ.

 

ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებას შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დვალიშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი აწარმოებდნენ. გათავისუფლებულ პატიმრებს ისინი ერგნეთის ტერიტორიაზე დახვდნენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: