Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (10)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
26-09-2016, 17:07
ნანახია: 1539

„ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს!“

 

გამოვიდა,  ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლის, რეჟისორისა და მსახიობის ქ-ნ იზა ვეფხვაძის, ახალი წიგნი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“.

 

წიგნი ორენოვანია. როგორც წინასიტყვაობაშია აღნიშნული, წიგნის ივრითულ ენაზე თარგმნა და მისი გამოცემა უზრუნველყო, ცნობილმა მეცენატმა, ლიტერატურული თეატრის დიდმა მეგობარმა, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ებრაელმა, ბ-ნმა პაატა იოსებაშვილმა. სწორედ ის გახლავთ ისრაელში წიგნის პრეზენტაციისა და იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლის „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“ გამართვის ორგანიზატორი და ინიციატორიც.

ნიშანდობლივია, რომ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ისრაელში ა.წ. 19 ოქტომბერს, თბილისში 25 ოქტომბერს, ხოლო, ქუთაისში 29 ოქტომბერს.

„ივერიონი“ გულწრფელად ულოცავს ქ-ნ იზა ვეფხვაძეს მორიგ წარმატებას.