Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
7-10-2016, 17:35
ნანახია: 1617

გაყალბდება თუ არა ხვალინდელი არჩევნები?!

არჩევნების გაყალბების დიდი მცდელობები იქნება - ამაზე მიანიშნებს ის, რომ 3,7 მილიონ მოსახლეობაში 3,5 მილიონი ამომრჩეველია. ნებისმიერი დათვლით ამომრჩეველთა რაოდენობა 600-700 ათასი კაცით იმაზე ნაკლებია, ვიდრე ნაჩვენები 3,5 მლნ კაცი.

 

ვინ გააყალბებს არჩევნებს?

 

ერთი შეხედვით პასუხი მარტივია: ხელისუფლება. თუმცა, ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებს, რადგან ეს  თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, უამრავი დამკვირვებელია ჩამოსული და ხელისუფლების წინასაარჩევნო ქმედებებიც არ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს.

 

თუ ხელისუფლება არა, მაშ ვინ გააყალბებს არჩევნებს?!

 

ის, ვისაც ეს ხელეწიფება - ამის ყველაზე დიდი გამოცდილება დღეს არსებულ პოლიტიკურ პარტიებში „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. ისინი, ვინც არჩევნების გაყალბების დიდოსტატები და საარჩევნო ტექნოლოგიების „პროფესორები“ არიან, სწორედ ამ პარტიაში.

 

ამაზე მეტყველებს „რუსთავი 2“-ის გაყალბებული წინა საარჩევნო გამოკითხვები - არადა,  ყველა გამოკითხვით „ნაცმოძრაობას“ გამარჯვების შანსი არა აქვს. მიუხედავად ამისა, ისინი უტიფრად და დამაჯერებლად აცხადებენ, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალები“ იმარჯვებენ. „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წევრმა პარტია იმის გამო დატოვა, რომ არჩევნების გაყალბებას და არეულობას აპირებენ...  

 

თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ ილუზიებს ქმნის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მაგათ უჭერს მხარს -  რაღაც აბსურდს იძახიან „ჩვენ დავდივართ კარდაკარ და ვხედავთ ხალხში რა განწყობაა“, „ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მთავრობას არავინ უჭერს მხარსო“. მიაჩნიათ, რომ ის, ვინც მთავრობაზე განაწყენებულია „პირველ ოპოზიციურ პარტიას“ და „მეორე პოლიტიკურ ძალას“ მისცემს ხმას.

 

„ნაცმოძრაობის“ ლიდერები მარტო გულში არ მღერიან, მათ სერიოზული ჩანაფიქრები აქვთ და სერიოზულად აპირებენ არჩევნების „მოგებას“ - ყველა მათი მოქმედება ამაზე მიუთითებს.

 

გახსოვთ ალბათ, არა ერთი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა. რაღაც ნაწყვეტებს უკრაინული საიტი „ნაცების“ წინააღმდეგ ავრცელებს. ის, ვინც ამას ავრცელებს   რატომ არ აძლევენ საქათველოს შესაბამის სამსახურებს მთლიან ჩანაწერებს?!  ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერზე გვარამიამ განაცხადა: მე ჩავიწერე და კომპიუტერიდან მომპარესო!

 

სრული აბსურდია და დაუჯერებელია, რომ მაგათ კოპიუტერებიდან ვინმე რამეს იპარავს, თანაც ასეთ საუბრებს... ასე რომ იყოს, ბევრ მაგათ ქმედებებს ფარდა აეხდებოდა.      

 

ჩემი აზრით, ფარული ჩანაწერების „პარადი“ თვალის ასახვევადაა საჭირო - ხალხის და სათანადო სამსახურების ყურადღება რომ მეასე ხარისხოვან საკითხებზე გადაეტანათ და ძირითადი საქმე „წყნარად“ ეკეთებინათ.

 

შეიძლება მე ვცდები, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ფარული ჩანაწერებისთვის ნაცები ძალიან კარგად, მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებულნი. ამაზე ისიც მეტყველებს რომ მათი ლიდერები,ზუსტად ერთიდაიგივე ტექსტით ლაპარაკობდნენ და ამავე დროს „ირონიულ“ ღიმილს არ მალავდნენ (ალბათ იმიტომ, რომ მათი ჩანაფიქრი და გეგმა კარგად ხორციელდებოდა)!

 

რასთან გვაქვს საქმე?

 

ჯერ „მოქალაქეთა კავშირი“, მერე „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ არჩევნებზე ახალ-ახალ „ტექნოლოგიებს“ იყენებს, რომელიც არჩევნების შემდეგ ხდება ცნობილი. ეტყობა, დღესაც რაღაც ახალს ამზადებენ, ამიტომ არიან ასე თავდაჯერებულები - მათი აზრით ახალი ტექნოლოგია გაამართლებს!

 

კარგად გავხსოვს ე.წ. „კარუსელები“, ზედმეტი ბიულეტინების ჩაყრა, საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვა, ყუთების გატაცება, გზაში საოლქო კომისიების ოქმების შეცვლა და ბოლოს ცსკ-ოს მიერ საოლქო კომისიის ოქმების სასწრაფოდ განადგურება. კარგად გვახსოვს, როცა დაბეჭდილი ბიულეტენები ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ამომრჩეველთა სიითი რაოდენობა. ისიც გვახსოვს, როცა დასჭირდათ საარჩევნო უბნებზე იმაზე მეტი ამომრჩეველი მიიყვანეს ვიდრე ამ უბანზე იყო რეგისტრირებული. გვახსოვს ყალბი პირადობის მოწმობების გაცემა და ა.შ.

 

ისიც გვახსოვს შევარდნაძისდროინდელი  ცსკ-ს თავჯდომარე ნანა დევდარიანი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა: გამოკითხვის შედეგები სხვას აჩვენებს, ცსკ-ში კი სულ სხვა შედეგები მოდისო!

 

რა რეალური მდგომარეობაა ახლა?

 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგმა აჩვენა მათ ძალიან ცოტა მხარდამჭერი დარჩათ („პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგზე ბათუმში ორჯერ მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ მიტინგზე). „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი თავისი რესურსი გამოიყენა და  საქართველოს რეგიონებიდან მიტინგზე ხალხის მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინა.

 

თუ მიტინგზე გამოყვანილი ხალხის მიხედვით ვიმსჯელებთ, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობით კი არ მოვა, შეიძლება საარჩევნო ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს. ესაა რეალობა, თუმცა, ნაც მოძრაობის ლიდერებს რეალობა ნაკლებად აინტერესებს.

 

რა სიურპრიზი შეიძლება იყოს ამ არჩევნებზე?

 

სავარაუდოა, რომ რისი საშუალებაც ექნებათ ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებენ. პირველი ესაა: ადრე გაკეტებული ყალბი პირადობის მოწმობებით კარუსელების გაკეთება. კომისის წევრების მოსყიდვები. შეიძლება ყალბი ბიულეტინებიც გამოიყენონ და არჩვნებზე მისულმა მათმა მხარდამჭერებმა ორი ან მეტი ბიულეტინი ჩააგდოს ყუთში. თუმცა, ეს ძველი ტექნოლოგიები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღონ.

 

რა ახალი ტექნოლოგია შეიძლება შემოგვთავაზონ „ნაცებმა“?

 

ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე, არჩევნების შედეგების გასაყალბებლად გამოყენებული იქნება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. ვინც ციფრულ ტექნოლოგიებში მაღალ დონეზე ერკვევა, იცის, რომ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით და თანამედროვე პროგრამებით ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, არჩევნების შედეგების გაყალბებაც.

 

როგორც ცსკ-ს სარეკლამო „კლიპი“ იტყობინება 8 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნების დაკვირვება ყველას შეეძლება „ონლაინ“ რეჟიმში. ლაპარაკია შედეგების რეალურ დროში გამოქვეყნებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ოლქიდან ცსკ-ში მონაცემების გადაცემა ციფრულ ფორმატში მოხდება. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით და ძვირად ღირებული აპარატურის გამოყენებით შეიძლება სწორედ შედეგების გაყალბება. მაღალპროფესიონალ ჰაკერს ძვირად ღირებული თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო უბნებიდან წამოსული შედეგების „გამოჭერა“ და შეცვლა შეუძლია. ანუ, სრულიად შესაძლებელია არჩევნების შედეგების რეალურ დროში გაყალბება და გამყალბებლის სურვილის შესაბამისი შედეგების ცსკ-ში გადაგზავნა!

 

სქემა სავარაუდოდ ასეთი შეიძლება იყოს. მთელი დროის განმავლობაში ცსკ-ოში შევა ის შედეგები, რაც გამყალბებელს სჭირდება. პარალელურად ამ შედეგების გამყარება მოხდება მათი ეგზიტპოლის მეშვეობით. არჩევნების დასრულების შემდეგ ცსკ-ში შევა საოლქო კომისიების ოქმები. ცალსახაა, რომ საოლქო კომისიის ოქმების დაჯამებული შედეგები და ონლაინ რეჟიმში მიღებული გაყალბებული შედეგები ორი სრულიად განსხვავებული რამ იქნება. აი აქ მოხდება, რაც მოხდება, ატყდება განგაში, რომ ცსკ-მ შედეგები გააყალბა, ყველა თანმდევი პროცესებით და მოქმედებებით.

 

ეს ყველაფერი იმდენად დამაჯერებლად და ცხადად იქნება წარმოდგენილი, რომ ყველა თუ არა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიჯერებს რომ არჩევნები ცსკ-ომ (მთავრობამ) გააყალბა და „მთავარი ოპოზიციური ძალის მომხრეები“ და კიდევ ამ მთავრობის მოოწინააღმდეგები ქუჩაში გამოვლენ.

 

მეტი დამაჯერებლობისთვის ანალოგიური გაყალბებები მოხდება სატელიტი პარტიებისთვის და ზოგიერთი სხვა პარტიისთვისაც რომ ისინიც ქუჩაში გავიდნენ და „გაყალბებას“ მეტი დამაჯერებლობა მისცენ!

 

აი ასე, მიზანი მიღწეულია, ქაოსი გამოწვეულია, დანარჩენი უკვე როგორც იტყვიან „ტექნიკის საქმეა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ტექნოლოგიებით წინასაარჩევნო გამოკითხვებიც შეიძლება გაყალბდეს თუ ეს გამოკითხვები ელექტრონული საშუალებებით განხორციელდა და არ იყო გამოყენებული კარდაკარ გამოკითხვის პრინციპი.

 

კარგი იქნება, თუ ჩემი წინასწარი ვარაუდები არ გამართლდა, მაგრამ სათანადო სამსახურებმა დროული ზომები უნდა მიიღოს. უპირველესად, მიღებული მონაცემები სხვადასხვა არხებით უნდა გადამოწმდეს, ამავე დროს, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე რომ მავანმა, ვისაც ავი ძრახვები აქვს,  ხალხის აქტივობა და ხალხის ნება დაინახოს.

 

ყველანი არჩევნებზე!