Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
19-12-2016, 10:44
ნანახია: 1086

ვიდრე სხვა „ოცნებებსაც

სტატიაში „პირველი სოლოკრატიული ბიუჯეტი ანტიქართულია!" („ივერიონი") პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა ბოლომდე გააშიშვლა დღევანდელი ხელისუფლების ცინიკური, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივი დამოკიდებულება ქართული (სახელმწიფო) ენის მიმართ.

სტატიის ავტორი პირუთვნელად აფასებს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მის მიერვე მიღებული კანონის (იგულისხმება კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“) მიმართ და აცხადებს, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში „სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის" ასიგნების გრაფაში 2017 წლისთვის განსაზღვრული თანხა შეადგენს 0 ლარს!

შეუძლებელია არ დაეთანხმო ბატონ მიხეილს , რომ „0 ლარი სახელმწიფო ენის განვითარებისთვის ეს არის ქართული სახელმწიფოსადმი ხელისუფლების ნულოვანი დამოკიდებულების გამოხატულება"!

დღევანდელი დუხჭირი ცხოვრების ფონზე ქართული ენისადმი დღევანდელი ხელისუფლების ასეთი ცინიკური დამოკიდებულება შეიძლება ბევრს ნაკლებად მწვავე პრობლემად მოეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში ასე არ არის. საქმე ეხება სახელმწიფოს იდენტობის საერთიანი („მამული, ენა, სარწმუნოება") ამოცანის ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტს ენას, რომელსაც, თუ ასე გაგრძელდა, აშკარა საფრთხე ემუქრება!

მე პირადად სამი კრიტიკული სტატია მივუძღვენი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას, მათ შორის ორი ღია წერილის სახით გავუგზავნე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, სადაც თეთრით შავზე ვახსენებდი იმ ვალდებულებას, რასაც „ქართული ოცნების"უმრავლესობით მიღებული კანონი ავალდებულებდა მთავრობას. კერძოდ, 2016 წლის 1 თებერვლამდე უნდა დაემტკიცებინა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და დაენიშნა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო, 14 აპრილამდე უნდა დამტკიცებულიყო სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა.

ცხადია, მთავრობას თითი თითზე არ გაუტოკებია მასზე დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად და შესაბამისად, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის გამოყოფილი მიზერული თანხაც (600 ათასი ლარი)მიზნობრივად არ გახარჯულა!

მომავალი წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გასწვრივ მითითებული ციფრი-0 კი გვარწმუნებს, რომ, დღევანდელ ხელისუფლებას, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდია ქართული ენაც და ქართული სახელმწიფოც!

ვეთანხმები ბატონ მიხეილ ჯიბუტს, რომ სოლოკრატია (ეს მის მიერ შემოტანილი ტერმინია და ასპროცენტიანი სიზუსტით ასახავს დღევანდელი ხელისუფლების სახელმწიფოს მართვისადმი დამოკიდებულებას) ქართული სახელმწიფოს განვითარების საწინააღმდეგო სისტემაა-სისტემა, რომელიც უკვე გამოკვეთილი მავნე „ბაცილებით" საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობასაც!

საჩქაროდ უნდა დავფიქრდეთ და მოქმედების გეგმაც უნდა შევიმუშავოთ ვიდრე სხვა „ოცნებებსაც" აგვისრულებენ!!!

 

ზაურ ნაჭყებია