ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეწყდეს

ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეწყდეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მოითხოვს შეწყდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის რამდენიმე დაწესებულებაში: ბათუმის ფოსტაში, სასტუმრო ლონდონში, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ხელოვნების ინსტიტუტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ  შენობაში.

 

სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სამუშაოები საფრთხეს უქმნის ქალაქის იერ-სახეს, ურბანულ განვითარებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. მათ აჭარის შესაბამისი უწყებებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. პროცესში შესაძლოა  სასამართლოც ჩაერთოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: