Iverioni
«    ოქტომბერი 2017    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ოქტომბერი 2017 (7)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
24-02-2017, 11:39
ნანახია: 1551

დავით ქობალია: ვის აწყობს დაძაბულობის ახალი კერა საქართველოში?!

(საქართველოს მთავრობა, ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების წლისთავს, ანაკლიის მოსახლეობის სახლკარის  ექსპროპრიაციის მუქარით აღნიშნავს!)

გამაოგნებელი განცხადება (სანდო წყაროზე დაყრდნობით) გამოაქვეყნა გუშინ დილას IMEDI NEWS-მა (http://imedinews.ge/ge/ekonomika/5643/anaklis-portis-teritoria-kopilma-mesakutreebma-15-aprilamde-unda-datovon).

სამწუხაროდ, მე იგი გვიან ვნახე და ნაჩქარევად მიწევს მასზე პასუხის გაცემა. რადგან რამდენიმე საათში თბილისი უნდა. შევეცდები მოკლედ ვუპასუხო მთავრობას და განცხადების ავტორ(ებ)საც.

_თუ ეს განცხადება მთავრობის გაკეთებულია, ნამდვილად ცუდად არის ქვეყნის საქმე!

_თუ იგი ავანტიურაა, მაშინ ძალზედ ცუდად არის ქვეყნის საქმე, რადგან, ქვეყანაში, უამისოდაც უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა და მას ახალი კერების გაჩენა არ სჭირდება, მითუმეტეს საზღვრისპირა რეგიონში!

დავიწყოთ განცხადების კატეგორიული და პროვოკაციული სათაურით:

„ანაკლიის პორტის ტერიტორია ყოფილმა მესაკუთრეებმა 15 აპრილამდე უნდა დატოვონ“

საქმეში ჩაუხედავმა მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ _ ანაკლიაში ყველაფერი მოგვარებულია, მთავრობამ კარგა ხანია შეისყიდა ე.წ. პორტის ასაშენებლად საჭირო მიწები,  აბორიგენი ანაკლიელების სახლ-კარი, მოსახლეობა დროებით დატოვა ადგილზე და ახლა, რადგანაც, პორტის მშენებლობას იწყებს შემოდგომაზე, ბუნებრივია, ყოფილმა მესაკუთრეებმა უნდა დატოვონ „ანაკლიის პორტის ტერიტორია“!

ალბათ ამის შედეგია დღეს 23 თებერვალს 2017, 09:59 საათზე IMEDI NEWS-ს მიერ  გამოქვეყნებულ განცხადებას მოყოლილი 164 „ლაიქი“!

მე კარგად მესმის მკითხველის (ის „ლაიქებიც“ პროვოკატორების დასმული თუ არაა!), რადგან ჩათვალა ყველაფერი მოგვარებულია და პორტის მშენებლობაც იწყება, არ დააყოვნა და სიხარული „ლაიქით“ გამოხატა!

კეთილი და პატიოსანი, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც საქმეში ჩაუხედავი მკითხველი ფიქრობს, მაგრამ განცხადება ხომ აქ არ მთავრდება?


„ანაკლიის პორტის არეალში მყოფმა მესაკუთრეებმა პროექტის ფარგლებში გამოსყიდული მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება 15 აპრილამდე უნდა დატოვონ. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს იტყვის შეთავაზებულ კომპენსაციაზე, სახელმწიფოს ექსპროპრიაციის უფლება ეძლევა. განსახლების ბიუჯეტი 96 ლარია. განსახლების პოლიტიკის ჩარჩო მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

პორტის მშენებლობის არეალში 505 მიწის ნაკვეთი და 50 საცხოვრებელი სახლი, 1 კომერციული ობიექტი და 255 სათავსო ექცევა. საკომპენსაციო მიწის ნაკვეთები 8 კატეგორიად დაიყო და შესაბამისად, განსხვავებული კომპენსაციები გაიცემა. კომპენსაცია გათვალისწინებულია მოსავლის, ხეხილისა და ადგილმონაცვლეობისთვისაც. მიწის ნაკვეთებისთვის კომპენსაციის ჯამური მოცულობა 78,5 მლნ ლარია, შენობების 6.99 მლნ, ხეხილისთვის 1,06 მლნ, მესერებისთვის 0,6 მლნ, ერთწლიანი კულტურებისთვის 0,3 მლნ, ხოლო ადგილმონაცვლეობის დახმარებისთვის 0,58 მლნ.“

გადაირევი კაცი _ თურმე, არავის არაფერი შეუსყიდია, არც არაფერი შეუთავაზებიათ მოსახლეობისთვის, არაფერიც არ არის მოგვარებული, ყველაფერი „იქნება, მოექცევა და გაიცემას“ დონეზეა და თავხედი მთავრობა, _ ურჩ მოსახლეს, რომელიც უარს იტყვის შემოთავაზებულ კომპენსაციაზე, ქონების ექსპროპრიაციით ემუქრება!!!

ბუნებრივია, ჩვენ, მოსახლეობას გვიჩნდება კითხვები:

_რას სთავაზობთ პატივცემულო მთავრობა მოსახლეობას?

_რას ნიშნავს განსახლების ბიუჯეტი 96 ლარია?

_საიდან იცით, რომ მოსახლეობა დაეთანხმება თქვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს?

_რას აშენებს თქვენს მიერ ლობირებული ე.წ. „ტენდერში გამარჯვებული“ კონსორციუმი, რომელმაც ტენდერის ყველა პირობა დაარღვია და უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ გაასაჯაროვა რის აშენებას აპირებს ანაკლიაში?!

_პატივცემულო მთავრობავ _ თქვენ ხომ კარგად იცით ის, რის აშენებასაც  თქვენს მიერ ლობირებული ე.წ. „ტენდერში გამარჯვებული“ აპირებს, ერთადერთი და უალტერნატივო არ არის?!

_ რა უფლებით აცხადებთ _ „იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს იტყვის შეთავაზებულ კომპენსაციაზე, სახელმწიფოს ექსპროპრიაციის უფლება ეძლევა“???

_რატომ არ გაეცანით „საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „ივერიონში“ გამოქვეყნებულ სტატიას ამ თემაზე (დავით ქობალია: მორიგი საახალწლო ზღაპრები ხაზარაძე და კონტი ჯგუფისგან, ანუ, ვა-ვა ანაკლია!!! 26-12-2016, 11:38) სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის გასაგებ ენაზეა განმარტებული რომ:

_ „სახელმწიფოსთვის  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის გამო“  მოსახლეობის უპირობო გასახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მას ალტერნატივა არ გააჩნია!
 
კონკრეტულ შემთხვევაში, „ხაზარაძე და კონტი ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომელიც  ანაკლიის უძველეს დასახლებაზეა დამიზნებული, პირდაპირ იმეორებს სააკაშვილისეულ „ლაზიკა პორტს“ და თეიმურაზ ქარჩავას დაკვეთით, სპარტაკ ერაგიას მიერ შესრულებული პროექტის, რბილად რომ ვთქვათ, მახინჯი ალტერნატივაა!

მკითხველმა ისიც მინდა იცოდეს, რომ _ სწორედ სპარტაკ ერაგიას შექმნილი პროექტით გაეცნო საქართველოს მთავრობა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას!“

არ ვიცი, ვინ არის IMEDI NEWS-ისთვის „სანდო წყარო“, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ თუ ზემოთხსენებული განცხადება მთავრობის შეკვეთითაა გამოქვეყნებული, ცუდადაა ჩვენი ქვეყნის საქმე!

_ თუ იგი ავანტიურაა, მაშინ ძალზედ ცუდად არის ქვეყნის საქმე, რადგან ქვეყანაში უამისოდაც უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა და მას ახალი კერების გაჩენა არ სჭირდება, მითუმეტეს საზღვრისპირა რეგიონში!

ანაკლიის გასასახლებელი მოსახლეობის სახელით


P.S. „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით ვაცხადებ, რომ საქართველოს მთავრობის ლობირებულ და ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ არც ინვესტორი ჰყავს და არც პორტის ასაშენებელი ფული გააჩნია!

ამიტომაც დაირღვა დასაწყისიდანვე ტენდერის ყველა მოთხოვნა _ ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებიდან (05.02.2016) არაუგვიანეს სამ თვეში (05.05.2016) სახელმწიფოსთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დაწყებული, პორტის მშენებლობის (01.06.2016) დაწყებით დამთავრებული!

იმასაც ამბობენ, ანაკლიის მოსახლეობას იმიტომ მიადგნენ, დიდი დღე არც დღევანდელ მთავრობას უწერია და მოსწრებაზე არიანო!

მართლა, ე.წ. „სანდო წყაროებს“ და „მოარულ ხმებს“ ხომ არ ავყვებით, მაგრამ, ვიდრე ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის სახლკარის „ექსპროპრიაციას“ მოახდენდეთ, ვისაც გეკუთვნით, დაფიქრდით, რას აპირებთ და რამდენად მისაღებია იგი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!