Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
28-02-2017, 14:15
ნანახია: 2234

მიხეილ ჯიბუტი: ლარსის ალტერნატივა როკის გვირაბია! ანუ რას გვიმალავს ხელისუფლება?

„ციანიდის ბურუსში“ ჩაიკარგა, ახალი სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ვიზიტი საქართველოში 2017 წლის 22-25 თებერვალს.

ეს ფაქტი შეუნჩნეველი დარჩებოდა, რომ არა სომხეთის მასმედია და თვით კარაპეტიანის კომენტარები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შედეგებზე.

მან განაცხადა: “თუ გაინტერესებთ, გაჩნდება თუ არა ლარსის ალტერნატივა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დიახ გაჩნდება! დანარჩენზე ჯერჯერობით ფრჩხილებს არ გავხსნი.“
http://medianews.ge/ge/giorgi-kvirikashvili-da-karen-karapetiani-zemo-larsis-alternativaze-shetankhmdnen/22518

ამას მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში  დიდი ვნებათაღელვა, სადაც ლარსის ალტერნატივად აღქმულია საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=52851

ამ აზრს ხელი შეუწყო იმან, რომ ჯერ ერთი, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა  სომხეთში  პრემიერ-მინისტრის რანგში ვიზიტის დროს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მზადყოფნა დაადასტურა და მეორე, სომხეთის მასმედია ლარსის ალტერნატივად ასახელებს აფხაზეთის რკინიგზას.

ლარსის ალტერნატივა სინამდვილეში არის როკის უღელტეხილი და მამისონის უღელტეხილი. მამისონის უღელტეხილის მოწესრიგება რთული პრობლემაა, ხოლო როკის უღელტეხილი და კერძოდ, იქ გამავალი როკის გვირაბი ფუნქციონირებს.

კარაპეტიანის მიერ „ფრჩხილების გახსნამდე“ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკება შეეხებოდა როკის გვირაბს. როკის გვირაბით სამხედრო კომუნიკაცია სომხეთში არსებულ ბაზებთან - რუსეთის გაცხადებული გეგმაა.

როკის გვირაბი 1984 წელს სწორედ ლარსისა და მამისონის ალტერნატივად აშენდა და მასზე თავიდანვე მიბმული იყო პოლიტიკური მიზნები.

როკის გვირაბის ლარსის ალტერნატივად ამუშავება იქნება დიდი ეკონომიკური ინექცია  საქართველოსგან განმდგარი ცხინვალის რეგიონისთვის, მაგრამ მომაკვდინებელი - სტეფანწმინდისა და ხევის ეკონომიკისათვის!!!

პოლიტიკური შედეგები დიდხანს იქნება დასათვლელი, თუ აღნიშნული ვერსია გამართლდა...

ისე, რატომ უნდა ჰქონდეს სამარჩიელოდ საქმე ქართველ ხალხს, თუ რის შესახებ ახდენს მოლაპარაკებას მისი მთავრობა?!

ნიშანდობლივია, რომ სოლოკრატიული მმართველობის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ „საიდუმლო გრიფიანი“ ქმედებებით ყველა (მტერიც და მოყვარეც) კმაყოფილია, ქართველების გარდა (ხელშეკრულება „გაზპრომთან“).

საინტერესოა, ქართველების ზურგს უკან ახლა რა სიურპრიზს უმზადებს მთავრობა ქვეყანას?!