Iverioni
«    ივნისი 2017    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (18)
თებერვალი 2017 (27)
იანვარი 2017 (13)
8-03-2017, 10:21
ნანახია: 266

ამერიკაშიც და საქართველოშიც მასმედია „საფრთხეშია“?!

ინებეთ - დონალდ ტრამპი: „მასმედია ამერიკელი ხალხის მტერია“!

ოდიოზურ ჟურნალისტთა „ცხელი“ თავების გასაგრილებლად ნათქვამი ეს ემოციური ფრაზა, შეიძლება აჟიტირებული მასმედიის რეალობისკენ „მოსაქცევად“ რელევანტურიც იყო, მაგრამ არ გაჭრა - ამერიკულ ცხელ თავებში ცხელი აზრები ისევ დუღს:

„დიახ ასეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ფრაზები ავტოკრატების ლექსიკიდანაა“ - ირონიულად აცხადებს პასუხად „ვაშინგტონ პოსტი“-ს მიმომხილველი მარგარეტ სალივანი და ტრამპის პუტინთან მსგავსებაზე დიდი მონდომებით საუბრობს.

 

„პუტინმა გაანადგურა რუსეთში დამოუკიდებელი მასმედია, ტრამპსაც იგივე სურს“ - ასკვნის მარგარეტი. თუმცა ამერიკაში არავინ ელის, რომ ჟურნალისტთა მოწამვლას, ტელევიზიების დარბევას ან რაიმე რეპრესიებს ექნება ადგილი. მერე რა?! დემოკრატიულად დამარცხებულ „დემოკრატთა“ მასმედია დემოკრატიულად ყაყანებს და ტრამპის ნებისმიერ გამონათქვამზე პანიკაში ვარდება.

ამერიკის ლიბერალური პრესა თავს იჭამს და თვითგაუფასურებას ახდენს. ყველანაირად ცდილობენ ტრამპი და მისი გუნდი წარმოაჩინონ რუსეთის გავლენის ქვეშ, მათთან სახიფათო ალიანსში მყოფ ძალად, ხოლო დამარცხებული „დემოკრატები“ და ობამას ყოფილი ადმინისტრაცია - პატრიოტებად. თითქოს ტრამპი რუსეთთან ურთიერთობაში რბილი პოლიტიკის მომხრეა, აი ობამა კი ვაჟკაცურად ებრძოდა თავისი სანქციებით რუსეთს.

არადა, ყველაფერი პირიქითაა. ობამას მთელი „სანქციური“ ომი, გადაწონა ტრამპის ერთმა ტექნიკურმა სვლამ: ამ „საშიში“ მსოფლიოს გამოწვევების პასუხად, ახალი ადმინისტრაცია აპირებს აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის 54 მლრდ დოლარით გაზრდას, რაც არსებულის 9 %-ით მატებაა. ამასთან, ამერიკის სამხედრო ხარჯები ისედაც ყველაზე დიდია მსოფლიოში და სამჯერ მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთის სმხედრო ბიუჯეტი. რუსეთისთვის კი ასეთი გამოწვევა საერთოდ დაუძლეველია. ამის მიუხედავად, რესპუბლიკელი სენატორები უფრო მეტი ინტერვენციონისტული საგარეო პოლიტიკის მომხრე არიან.

როგორც ჩანს, ტრამპის გლობალური სტრატეგია მოსკოვის ილუზიებს დაამსხვრევს. მაგრამ, ლიბერალური ამერიკა ამას არ იმჩნევს, პრესა კი აიგნორებს ამ მოცემულობას და ცდილობს ააგოროს „ტრამპგეიტი“ - დიდი ხმაური არაფრისგან.
მოკლედ, ანგაჟირებული მასმედია თეთრს შავად წარმოაჩენს და პირიქით...

დაახლოებით მსგავსი რამ ხდება საქართველოში. ეკონომიკურ ან „ცხელ“ ომს არ ვაპირებთ არავისთან, მაგრამ...

საქართველოში თავისუფალ სიტყვას ახშობენ“! „ქართული მასმედია საფრთხეშია“! - დემოკრატიული სამყაროს გასაგონად აცხადებენ ქართული არასამთავროები და ფეხის ხმას აყოლილი „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტები. მეტიც, „ქართველი ოლიგარქი საქართველოს რუსეთისკენ მიათრევს“! აი მიშა კი, თურმე „9 წელიწადი ქედმოუხრელად ებრძოდა პუტინს და აჯობა - ვერ დააჩოქეს“...

მაინც რა უნამუსოა ეს პოლიტიზირებული მასმედია, აქაც და ამერიკაშიც?! ოდიოზურმა ჟურნალისტებმა (აქაც და იქაც) თუ მოინდომეს, თუ აწყობთ, კაცს გადააქცევენ არაკაცად, არაკაცს - მაგარ კაცად, პატრიოტ პოლიტიკოსს - ვიღაცის მარიონეტად, რეალობას კი არაფრად - არარსებულად, ან აბსურდის თეატრად.

ეხლა, მეც უნდა შევეცადო საქართველოს გადარჩენას და „ჩავახშო“ ერთი ანგაჟირებული მედია, თავის ჟურნალისტიანად...

ინტერნეტ-პრესას გადავხედე და შემთხვევით მივადექი „და\მა ნიუს“-ს, რომელიც სომხურ, აზერბაიჯანულ, ქართულ და რუსულ ენებზე წერს სრულ დემაგოგიას. შემომანათა „ცხელმა“ სათაურმა - „საქართველოს ცეცხლის ხაზისკენ უბიძგებენ“ და ავტორის დიდებულმა გვარ-სახელმა - ირაკლი ჩ&&&ძე.

ვერცერთი რუსი დემაგოგი ვერ შეთხზავდა ისეთ „პუბლიცისტიკას“, როგორსაც „აცხობს“ დიდი გემოვნებით ეს ჩვენი ირაკლი. ისეთი მონდომებით წერს რუსულ პროპაგანდისტულ შაბლონურ სტატიებს, გეგონებათ მამით, პაპით და პაპის პაპით რუსი, ვინმე მუჟიკი გესაუბრებათო (მისი პუბლიცისტიკით აქ არ გადაგღლით)...

აი, ასეთ ჟურნალისტებს ჰქვია დეზინფორმატორი, და ცოტათი ჭკუასუსტი (აქაც და იქაც)...