Iverioni
«    ოქტომბერი 2017    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ოქტომბერი 2017 (7)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
19-04-2017, 12:19
ნანახია: 3543

ალტერნატიული პირადობის მოწმობები - არჩევანის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის!

ქართულ ენაში სიტყვა, მცნება „თავისუფალი“ ადამიანი გულისხმობს ადამიანს, რომელიც საკუთარი თავის უფალია. თავისუფლება კი მას უფლისგან აქვს მინიჭებული და მისი დაცვა/შენარჩუნება ადამიანის უპირველესი საზრუნავია.

პავლე მოციქულის ბრძანებს: „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ“ (გალატელთა მიმართ 5:1).

სწორედ ქართველი ადამიანის ამ რწმენისეული პრინციპითაა ნასაზრდოები ქართული საზოგადოების მორალური კრიტერიუმები, რაც თანამედროვე ქართული სამართლის ბაზისს წარმოადგენს, იგი სრულ თანხვედრაშია ცივილიზებულ სამყაროში შეთანხმებულ და დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან.

ადამიანის თავისუფლება არის საწყისი, ამოსავალი წერტილი და საფუძველი ყველა იმ ფუნდამეტური მორალური, სამართლებრივი თუ რელიგიური პრინციპებისა, რომელთაც ცივილიზებული სამყაროს ცალკეული (განსხვავებული აღმსარებლობის მატარებელი) ჯგუფები თუ მთლიანად კაცობრიობა იზიარებს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სხვა საერთაშორისო (ასევე დემოკრატიულ სახელმწიფოთა სამართლებრივი აქტები) გულისხმობს და მოწოდებულია ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვისათვის.

ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მე-7 მუხლში ნათქვამია: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.

დემოკრატიულ სახელმწიფოში, სწორედ ხელისუფლების ფუნქციაა სამართლებრივი ნორმების მეშვეობით, ადამიანის ამ ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა.

თავისუფლება ცივილიზებულ საზოგადოებაში კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს არჩევანის უფლებას, დასაშვებობას, მისი განხორციელების საშუალებას იმ ფარგლებში, რომელიც არ არღვევს სხვა ადამიანის, პიროვნების უფლებას.

მხოლოდ საზოგადოებისთვის განსაკუთრებით (სასიცოცხლოდ) მნიშვნელოვანი ღირებულებების დასაცავად, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებითა და კანონის საფუძველზეა დასაშვები ზოგიერთი თავისუფლების შეზღუდვა.

სწორედ ასეთი აუცილებლობის ვერავითარ დასაბუთებულ მიზეზს ვერ გვთავაზობს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქეების არგუმენტირებულ მოთხოვნაზე, როდესაც ზღუდავს მათთვის მინიჭებულ არჩევანის უფლებას და უარს ეუბნება (არ უშვებს) ალტერნატიულ პირადობის მოწმობებს.

აქვე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სწორი და სამართლიანი იქნებოდა, ალტერნატიულად და არა ერთადერთად, პირიქით ე.წ. ჩიპიანი საბუთების განხილვა.

ელექტრონული პირადობის მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის მიღების არ მსურველი მოქალაქეების არგუმენტები მათი მოთხოვნის საფუძვლის მიხედვით სამ ჯგუფად შეიძლება გავყოთ (რაც პირობითია და ხშირად ერთიანობაშია წარმოდგენილი):

1. სარწმუნეობრივი: ჩიპიანი საბუთები წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს (წმიდა წერილი და წმიდა მამათა სწავლებანი).

2. სამეცნიერო: სათანადოდ აღჭურვილ კამერაში ბიომეტრიული სურათის (აუცილებელია ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად) გადაღების დროს, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება ადამიანის შუბლზე, კანის ქვეშ თვალისთვის უხილავი ელექტრონული (მსგავსად სხვადასხვა საქონელზე დატანილი შტრიხკოდისა) ჩიპის დატანა, რომელიც სხვაგან განლაგებული დანადგარის მეშვეობით მისი მატარებლისგან ინფორმაციის მიღების, გადაცემის, ზემოქმედებისა და მართვის საშუალებაა. ვინც იცნობს თანამედროვე მეცნიერების და განსაკუთრებით მედიცინის სფეროში (ლაზერის გამოყენება, სხეულთან ჩიპის დაკავშირება) მიღწევებს, ამას სრულიად შესაძლოდ მიიჩნევს.


3. სამართლებრივი: ე.წ. უჩიპო პირადობის დამადასტურებელ საბუთების გაცემაზე სახელმწიფოსგან უარი, საქართველოს მოქალაქეს ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას, გაჰყავს სამართლებრივი სივრციდან, ხოლო, მიღება აქცევს მას უკანონო კონტროლისა და ზემოქმედების ობიექტად.

რაც შეეხება სახელისუფლებო არგუმენტებს ის შემდეგი სახისაა:
 
1. ID ბარათი, მოწმობის ავთენტურობის დადგენის საშუალებას ამარტივებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტუდენტური, ასევე სამსახურებრივი ბარათის ნაცვლად და თურქეთში გამგზავრებისას;

2. ბიომეტრიული პასპორტების გამოყენებაზე გადადის მსოფლიო თანამეგობრობა, ის მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, მისი მფლობელი პირი გამარტივებული პროცედურული უპირატესობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის კვეთისას.

ეს შეფარული „არგუმენტები“ სრულიად ვერ პასუხობს მოქალაქეთა არგუმენტებს და ვერანაირად ვერ გამოდგება მათთვის ალტერნატივის, თავისუფალი არჩევანის წართმევის საფუძვლად.

მითუმეტეს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაშვებულია ალტერნატივა და გაიცემა, პირადობის დამადასტურებელი ე.წ. უჩიპო საბუთი. ზოგიერთმა ქვეყანამ კი საერთოდ უარი თქვა ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობების დაშვებაზე. საკუთარი ათეულ ათასობით მოქალაქისთვის არსებობის უფლების წართმევა უმძიმესი დანაშაულია!


ხელისუფლების უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, ჯიუტი პოზიცია საზოგადოებაში სამართლიან ეჭვს იწვევს, ხომ არ არის ეს იმ გეგმის ნაწილი, რომელიც მსოფლიოში მოქმედი ცალკეული ძალების მხრიდან უსაფრთხოების მოტივითა და კეთილდღეობის დაპირებით საზოგადოებაზე უკანონო, ყოვლისმომცველი კონტროლის დაწესებას და შეუზღუდავი, დანაშაულებრივი ძალაუფლების მოპოვებას ისახავს მიზნად.

შესაბამისად, ქვეყნის სრულ მოსახლეობას ხელისუფლების მიერ სრულიად უკანონოდ, არათუ ეზღუდება, არამედ ერთმევა, უუქმდება აღმსარებლობის, გადაადგილების (ქვეყნის შიგნით თუ გარეთ), განათლების, არჩევნებში მონაწილეობის, საკუთრების, საცხოვრებელი ადგილის, სამუშაოს მიღების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლება და საშუალება დაიცვას ის სამართლებრივი საშუალებებით.

ამასთან, როგორ შეიძლება დაეკისროს პიროვნებას (მოქალაქეს) რაიმე სახის მოვალეობა, თუ პასუხისმგებლობა (თავის ქმედებაზე), თუ მას ამ ,,უკანონობის დაკანონებით“ სახელმწიფო ართმევს ყოველგვარ უფლებას, გაჰყავს სამოქალაქო სივრციდან და ,,კანონგარეშე აცხადებს“!

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლება თავისსავე დადგენილ და საყოველთაოდ აღიარებულ კონსტიტუციურ ნორმას (,,მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია“ ,,საქართველოს კონსტიტუციის" მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი; ,,საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის" მე-3 მუხლი) არღვევს და საქართველოს მოქალაქეებს ფაქტიურად ართმევს მოქალაქეობის უფლებას!

ფაქტი ერთია, საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც (სამართლებრივი თუ რელიგიური მოსაზრებით) არ მიდიან გაუმართლებელ დათმობაზე ხელისუფლების დაუსაბუთებელ, ჯიუტ, უსამართლო, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი უალტერნატივო კონფროტანციული გადაწყვეტილებისადმი, არიან ამ საზოგადოების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირსეული წევრები.

ვინაიდან, სწორედ ასეთი პრინციპული ადამიანები ქმნიან ღირსეულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საფუძველია სამართლებრივი სახელმწიფოსი!

ხელისუფლება ცდილობს ამ ყოვლად უსამართლო, არაჰუმანური გადაწყვეტილებით საზოგადოების პასიური ნაწილი კიდევ უფრო ,,მორჩილი“ გახადოს, ხოლო, აქტიური ნაწილი საერთოდ ჩამოიცილოს, გაიყვანოს სამოქალაქო სივრციდან. საბოლოოდ კი ამის შედეგი იქნება ,,საზოგადოების უკონტროლო კონტროლი“!

მივმართავთ ყველა იმ ცალკეულ მოქალაქეს თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს, გაერთიანებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი: დავუკავშირდეთ ერთმანეთს, გავაერთიანოთ ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევა და მოვძებნოთ საზოგადოების გააქტიურებისა და ხელისუფლების მხრიდან ელექტრონული მატარებლის (ბიომეტრიული მონაცემების) არმქონე პირადობის დამადასტურებელი საბუთების დაშვების გზები.


დავით სვანიძე
კავშირი „ღირსება“
15.02.2017წ.