Iverioni
«    აგვისტო 2017    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
აგვისტო 2017 (3)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (18)
6-06-2017, 15:05
ნანახია: 1001

როგორ იპარავენ სახელმწიფოს სახელით ბავშვებს დასავლეთში!

ს შემაძრწუნებელი სტატია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში წავიკითხე და საკუთარ გვერდზეც გავაზიარე. მეგონა, საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა და იმაზეც დაფიქრდებოდნენ, რა ხდება ამ თვალსაზრისით საქართველოში - გვახვევენ თუ არა ჩვენც თავს „იუვენალურ იუსტიციას“ და როგორ აპირებს ქვეყანა „მოძალადეებისგან“ ბავშვების დახსნას.

მართალია, კანონი „იუვენალური იუსტიციის შესახებ“ პარლამენტის ვებ-გვერდზე არ მოიძებნა, მაგრამ იგივე ფუნქცია აქვს 2017 წლის 4 მაისს მიღებულ კანონს „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა აღკვეთისა და დახმარების შესახებ“.

კანონის მე-4 თავი - „ოჯახში ძალადობისგან არასრულწლოვანთა დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები“ „იუვენალური იუსტიციის“ ტყუპისცალია, ოღონდ, სხვა სიტყვებით შეფუთული და კონსოლიდირებული ვერსიით წარმოდგენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რუსული მოდაში არ არის (საშუალო თაობამ ისედაც არ იცის) და ზოგადად ყველაფერი რუსულის მიმართ საზოგადოებაში ზიზღის დამკვიდრების მცდელობაა, ვეცადე წინამდებარე სტატია გადმომექართულებინა, რომ უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო მკითხველისთვის.

იმდენად არგუმენტირებულადაა გადმოცემული ნორვეგიაში და ზოგადად, ევროპასა და ამერიკაში არსებული ბავშვის მშობლისთვის წართმევის ამაზრზენი პრაქტიკა, ავტორის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ძნელია. ყოველ შემთხვევაში, პრევენციისა და სიფხიზლისკენ მოწოდების საშუალებას ნამდვილად იძლევა!

რაც შეეხება საქართველოს კანონს, სადაც „ოჯახში ძალადობისგან არასრულწლოვანთა დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებაზეა“ საუბარი, სიღრმისეულად გავეცნობი და საკუთარ მოსაზრებებს ცალკე სტატიად გამოვაქვეყნებ.

თუმცა, ზერელე გადახედვაც კი საკმარისია, რომ დაასკვნა: წინამდებარე სტატიაში მოთხრობილი საშინელების აჩრდილი საქართველოშიც მალე გამოჩნდება, უფრო სწორად, უკვე ჩანს, ოღონდ, შეფუთული ფორმით!

                                                    ზაურ ნაჭყებია

საცხოვრებლად ნორვეგიაში გადასული რუსი ქალბატონი შემაძრწუნებელ ფაქტებზე საუბრობს



7 წლის ვაჟთან ერთად მოსკოვში ვცხოვრობდი. 2005 წელს ნორვეგიელი ახალგაზრდა მამაკაცი გავიცანი, რომელიც მომავალში ჩემი მეუღლე გახდა. მაშინვე მასთან გადავედით საცხოვრებლად - აურსკოგ-ჰოლანდის დასახლების სოფელ აურსკოგში.

ევროპაში ლამაზ ცხოვრებაზე ვოცნებობდი, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ სულ რაღაც 50 წლის წინათ ნორვეგიის განვითარება თითქმის ცენტრალური აფრიკის ქვეყნებისას უტოლდებოდა.

შორეულ 1905 წელს, ნორვეგიამ დანიისა და შვედეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. ეს ქვეყანა ყოველთვის „მონა“ იყო და დღემდე ასეთად რჩება. თანაც, მათ არც არასოდეს უნახავთ თავიანთი ბატონი, უბრალოდ ხარკს იხდიდნენ. კულტურა არ ვითარდებოდა, განათლება არ არსებობდა. მოქალაქეები ხან დანიურად ლაპარაკობდნენ, ხანაც შვედურად, შედეგად კი ნორვეგიელებს დღემდე არა აქვთ სახელმწიფო ენა - თითოეულ რაიონში თავიანთ დიალექტზე საუბრობენ, ორი ენის აღრევის შედეგად კი ეროვნული ენა - ბუკმოლი შეიქმნა.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს ქვეყანა ახლაღა ყალიბდება, რომ არა შემხვედრი პროცესი - ნორვეგიული საზოგადოება ამერიკულ კანონებსა და წესებს ზედმიწევნით ზუსტად იღებს და ზნეობრივად ელვის სისწრაფით კნინდება.

50 წლის წინათ ზღვაში ნავთობი აღმოაჩინეს. ბუნებრივია, მეცნიერებისა და კულტურის არმქონე ქვეყანა ზღვიდან ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიას არ ფლობდა - ნორვეგიამ უცხო ქვეყნების სამეცნიერო-ტექნოლოგიური დახმარებით ისარგებლა.

ეს ყველაფერი მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე. როდესაც რუსეთს ვტოვებდი, მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი - ნორვეგიაში მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე მაღალი ცხოვრების დონე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი  ვარ, ნორვეგიამ ჩემი განათლება არ აღიარა.

ჩვენი ფეტ-კომუნის მეზობლად, ახალი ტიპის სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობა შემომთავაზეს. პროგრესული დანიური ნიმუშის შესაბამისად, სკოლას „რიდერსანდი“ ერქვა, რაც „რაინდების სკოლას“ ნიშნავს. ჩვენს რუსულ სკოლებთან შედარებით, ნორვეგიის სკოლების სახელმწიფო პროგრამები, ფაქტობრივად, გონებრივად ჩამორჩენილთათვისაა შექმნილი. პირველიდან მეშვიდე კლასამდე დაწყებითი სკოლაა. სახელმწიფო პროგრამის მიზანია 13 წლის ასაკამდე  ბავშვმა ანბანი და თვლა შეისწავლოს, რათა მაღაზიებში ფასმაჩვენებლები წაიკითხოს.

კლასში ხმამაღლა კითხვა მიუღებელია, რადგან ეს „სირცხვილად“ მიიჩნევა. სპეციალურ მასწავლებელს დერეფანში გაჰყავს ბავშვი და მხოლოდ იქ აკითხებს, რათა „პატარას“ „თავი არ მოეჭრას“. მასწავლებელს უფლება აქვს, ბავშვებთან ერთად დღეში მათემატიკის ორი მაგალითი გაარჩიოს. თუ მოსწავლეებმა ვერ აითვისეს მასალა, სამი დღის შემდეგ იგი კვლავ შეეცდება განვლილი მასალის ახსნას. მთელი კვირის საშინაო დავალებაა ხუთი ან რვა ინგლისური სიტყვა - ბავშვის სურვილის შესაბამისად.

ნორვეგიული სკოლა განათლების სრული დეგრადაციის მაგალითია. არც ლიტერატურა ისწავლება, არც ისტორია, არც ფიზიკა, არც ქიმია, არც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. სწავლობენ ბუნებას, რომელსაც „მიმოხილვა“ ჰქვია. გარემომცველ სამყაროს ბავშვები ზოგადი სახით ეცნობიან. მათ იციან, რომ მეორე მსოფლიო ომი მოხდა. დანარჩენი დეტალები - ბავშვზე და მის ფსიქიკაზე ძალადობის ტოლფასია.

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა ბავშვებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ კვებავს. უფრო ზუსტად, კვირაში ერთხელ კვებავს პაკეტში მოთავსებული გაურკვეველი წყალწყალა ნარეცხით, რომელსაც „ტომატის სუპი“ ჰქვია. დიახ, სწორედ ასეა - როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საბავშვო ბაღებში საკვები კვირაში მხოლოდ ერთხელ არის გათვალისწინებული!
ჩემი უფროსი ვაჟი რუსეთში ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა, ამიტომ ნორვეგიაში ვუნდერკინდად იქცა. მე-7 კლასამდე არაფერს არ სწავლობდა - იქ არაფრის სწავლა არ არის საჭირო. სკოლებში გამოკრულია განცხადებები: „თუკი მშობლები გაკვეთილების მომზადებას გთხოვენ - დაგვირეკე. ჩვენ შეგვიძლია გაგათავისუფლოთ ასეთი მშობლებისგან“.

ჩემი ვაჟის მეხსიერების წვრთნის ერთადერთ მეთოდად პიანინო იქცა. შვილს ვეუბნებოდი: „აბა, წამოგცდეს სადმე, რომ ასეთი მომთხოვნი დედა გყავს...“

უბედურება ნორვეგიაში ჩემი ცხოვრების მეექვსე წელს დატრიალდა. „ბარნევარნის“ სისტემის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი.

ჩემი საზრუნავით ვცხოვრობდი: სამსახური, სახლი, ოჯახი...  არ ჩავძიებივარ იმ ქვეყნის სახელმწიფოებრივ სისტემას, რომელშიც გადმოვსახლდი. კი მსმენოდა, რომ ვიღაცას ბავშვები ჩამოართვეს, მაგრამ მე ხომ ნორმალური დედა ვიყავი...

სამი წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, მეორე ვაჟის დაბადებისთანავე, მეუღლეს დავშორდი. ეს კულტურებს შორის კონფლიქტი იყო. ახლა მეუბნებიან: „სამაგიეროდ, იქ ყველა სოფლის სახლში უნიტაზი და საშხაპე კაბინაა“. კი ბატონო, - ვპასუხობ, - თუმცა ნორვეგიელები, ჩვეულებისამებრ, მოსაშარდად მაინც სახლის უკან დადიან“.

სამი წელი ბავშვებთან ერთად მარტო ვცხოვრობდი. ბანკში სესხი ავიღე, ბინა შევიძინე, ნორმალური ცხოვრება ავიწყე. არასოდეს ვყოფილვარ სოციალური კლიენტის როლში: ვმუშაობდი, შვილებს საკმარის დროს ვუთმობდი. ბავშვები მუდმივად ჩემთან ცხოვრობდნენ. ვინაიდან,  ყოფილი მეუღლე ჩემი პირველი ქორწინებიდან მოყოლილ ვაჟს სულ აბრაზებდა-ხოლმე, საკითხი დავსვი, რომ არანაირ შეხვედრებზე საუბარიც კი არ ყოფილიყო.

უმცროს ვაჟთან შეხვედრას მას კანონი ავალდებულებდა. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბავშვს მამასთან ღამე არ გაეთენებინა - ცემის საფრთხე არსებობდა. მაგრამ საბავშვო ბაღი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები მაიძულებდნენ, ბიჭი მასთან დამეტოვებინა. ასე რომ, უმცროსი ვაჟი მამასთან თავიდან შაბათს ან კვირას ორი საათით რჩებოდა, ბოლოს კი მასთან თითქმის მთელი კვირა გაატარა - მამამ სიცხიანი ბავშვი ოცდაათგრადუსიან ყინვაში ტრონჰეიმში ნათესავებთან წაიყვანა.

2011 წლის შვიდ მარტს ბიორკელანგენის დასახლების პოლიციას მივმართე, რადგან ბიჭუნამ მიამბო, მამამისის ნათესავი დეიდები და ბიძიები როგორ ტკენდნენ პირსა და საჯდომში. ისეთ ამბების მომიყვა, თავიდან ვერც კი დავიჯერე.

ნორვეგიაში ერთგვარი ხალხური ტრადიცია არსებობს, რომელიც ბავშვებთან - ბიჭებთან და გოგონებთან ინტიმურ ურთიერთობას უკავშირდება: ამას სისხლით ნათესავები სჩადიან, შემდეგ კი ბავშვებს მეზობლებს გადასცემენ. ამ ბოდვისა თუ ჯოჯოხეთის დაჯერება თავიდან ვერ შევძელი. პოლიციას განცხადებით მივმართე. რვა მარტს ბარნევარნის ბავშვთა მეურვეობის სამსახურში მიგვიწვიეს. დაკითხვამ ექვს საათს გასტანა. პოლიციაში მხოლოდ მე და ბავშვები ვიყავით.

მათ ბავშვთა დაცვის სანიმუშო-საჩვენებელი სისტემა აქვთ, რომელიც ვითომ-და ინცესტს ებრძვის. მოგვიანებით მივხვდი: ყველა სოფელში არსებული ბარნევარნის ცენტრები მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ გამოვლინდეს ამბის მიმტანი ბავშვი, უკმაყოფილო დედა ან მამა, რომლებსაც შემდეგ იზოლირება და სასჯელი ელით.

გაზეთებიდან შევიტყე შემთხვევაზე, როცა შვიდი-რვა წლის გოგონას სასამართლომ დააკისრა სასამართლოს დანახარჯების ანაზღაურება და მოძალადისთვის კომპენსაციის გადახდა მისი ციხეში შენახვისთვის. ნორვეგიაში ყველაფერი თავდაყირა დგას - პედოფილია, ფაქტობრივად, დანაშაულად არ მიიჩნევა.

პირველად ორივე ბავშვი 2011 წლის რვა მარტს ჩამომართვეს. წართმევა ასე ხდება: ბავშვი საბავშვო ბაღიდან ან სკოლიდან სახლში არ ბრუნდება, ანუ პრაქტიკულად მას გპარავენ - თქვენთვის ის ქრება. სწორედ ასეა, რადგან მას საიდუმლო მისამართზე მალავენ.

იმ დღეს მითხრეს: „გესმით, ასეთი სიტუაციაა: თქვენ ბავშვზე ძალადობის შესახებ საუბრობთ. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ექიმმა გაგსინჯოთ და თქვას, რომ ჯანმრთელად ხართ“. უარი არ მითქვამს. პოლიკლინიკა მანქანით ათი წუთის სავალში იყო. მანქანაში ბარნევარნის თანამშრომელმა ჩამსვა და მითხრა: „ჩვენ დაგეხმარებით, თქვენს ბავშვებთან ვითამაშებთ“. ბავშვები სადღაც კი არა, ბავშვთა დაცვის სამსახურში დარჩნენ. ახლა ვხვდები, რომ ეს უკანონობა იყო. როდესაც პოლიკლინიკას მივუახლოვდით, უფროსმა ვაჟმა საშამ, რომელიც მაშინ 13 წლის იყო, დამირეკა და მითხრა: „დედა, ჩვენ მიმღებ ოჯახში მივყავართ“.

ათი კილომეტრი მაშორებდა შვილებს, რომლებიც საიდუმლო მისამართზე მიჰყავდათ. ადგილობრივი კანონის თანახმად, ბავშვების ჩამორთმევა ყველანაირი საბუთის წარდგენის გარეშე ხდება. ერთადერთი, რაც შემეძლო - თავი ხელში ავიყვანე. ნორვეგიაში ტირილი აკრძალულია, მას დაავადებად აფასებენ, ბარნევარნი კი თქვენს მიმართ იძულებით ფსიქიატრიასაც გამოიყენებს.

როგორც აღმოჩნდა, ნორვეგიას აქვს სახელმწიფო გეგმა: მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევის კვოტა. მეურვეობის ორგანოები ერთმანეთს მის შესრულებაში ეჯიბრებიან - ეს ერთგვარი სახელმწიფო შეჯიბრებაა. ყოველკვარტალურად ქვეყნდება გრაფიკები, დიაგრამები - რომელ რაიონში რამდენი ბავშვი ჩამოართვეს!

ახლახან ხელში ჩამივარდა დოკუმენტი - შვედების ანგარიში. ეს არის მოხსენება ოჯახებში ბავშვების ჩამორთმევის შესახებ შვედეთსა და მეზობელ სკანდინავიურ ქვეყნებში. უცნაურ ფენომენზეა საუბარი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ შვედეთში მშობლებს 300 000 ბავშვი ჩამოართვეს. ანუ საუბარია ბიოლოგიური მშობლებისთვის წართმეულ მთელ თაობაზე. მეცნიერები, კრიმინოლოგები, იურისტები, ადვოკატები - ტრადიციული ღირებულებების მქონე ხალხი, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ შვედეთში ოჯახი არსებობდა, - საგონებელში არიან ჩავარდნილი. ამბობენ, რომ უცნაური რამ ხდება - ოჯახების სახელმწიფოებრივი განადგურება მიმდინარეობს.

სპეციალისტთა თქმით, ახალი ოჯახი თითოეულ შვილობილზე (ნებისმიერზე), დღეში 10 000 კრონს (ეს დაახლოებით 1000 ევროა) იღებს, ბარნევარნის ორგანიზაციის კონკრეტული აგენტი კი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ პრემიას - ოჯახური ბუდის დაქცევისთვის, შთამომავლობის მოპარვისთვის. ასე ხდება ყველა სკანდინავიურ ქვეყანაში.

მშვილებელს კი შეუძლია, ბავშვი ისე აირჩიოს, როგორც ბაზარში. მაგალითად, აგერ ის რუსი, ცისფერთვალა გოგონა მოგეწონათ და მაინცდამაინც ის გინდათ იშვილოთ. საკმარისია დარეკოთ ბარნევარნში და უთხრათ: „მე მზად ვარ, შვილობილისთვის ერთი მომცრო ოთახი  მომეპოვება...“ და უსახელებთ ბავშვის ვინაობას. სულ მალე სწორედ მას მოგგვრიან. ანუ ჯერ „მშვილებელი“ ოჯახი გამოჩნდება, შემდეგ კი ბიოლოგიურ მშობლებს „შეკვეთილ“ ბავშვს ჩამოართმევენ!

ნორვეგიელი ადამიანის უფლებათა დამცველები ბარნევარნის ყოვლისშემძლე სადამსჯელო სისტემასთან ბრძოლას ცდილობენ. ისინი სერიოზულად მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვებით ვაჭრობის კორუფციული სისტემაა. 3 მაისს ბარნევარნისგან დაზარალებულებმა ნორვეგიაში სახელწიფოს მიერ მშობლებისა და ბავშვების ძალადობრივი დაშორების წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგი გამართეს. მშობლებისთვის ბავშვების მოპარვის კუთხით ნორვეგია ჩვენს პლანეტაზე ყველას უსწრებს - აქ ბავშვების მშობლებთან დაშორება სახელმწიფო პროექტია.

ნორვეგიული გაზეთის სათაური: „ნორვეგიელი ბავშვების ერთი მეხუთედი უკვე გადარჩენილია მშობლებისგან“. ამ სახელმწიფოში მცხოვრები მილიონი ბავშვის ერთი მეხუთედი - ორასი ათასამდე „გადარჩენილი“ ბავშვია, რომელიც ამჟამად დედასთან კი არა, თავშესაფარში ცხოვრობს.

ნორვეგიაში თავშესაფარს თითო ბავშვზე წელიწადში დაახლოებით თორმეტ მილიონ რუბლს უხდიან. თუ ბავშვს დააინვალიდებთ, კიდევ უფრო მეტ დახმარებასა და სუბსიდიას მიიღებთ. რაც უფრო მეტია ტრავმა, მით უფრო ხელსაყრელია თავშესაფრისთვის, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ოჯახური ტიპის ციხე!

ნორვეგიულ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ყოველი ათი ახალშობილიდან მხოლოდ ორს აჩენენ ნორვეგიელები, რვა ბავშვი კი მიგრანტებისაა. სწორედ მიგრანტები აჯანმრთელებენ ნორვეგიის მოსახლეობას, ვინაიდან მათთან ახლო ნათესავებთან ქორწინება მიუღებელია.

ბარნევარნში ყველაზე ხშირად ნორვეგიის ტერიტორიაზე რუსებისგან გაჩენილი ბავშვები ხვდებიან, ანუ რუსების შვილებს პირველ რიგში ირჩევენ. პრაქტიკულად ყველა ბავშვი, რომელსაც ერთი ან ორივე მშობელი რუსი ჰყავს, ბარნევარნში აღრიცხვაზეა აყვანილი და რისკის ჯგუფშია მოხვედრილი. ისინი შერჩევისას პირველი პრეტენდენტები არიან.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, თუკი მათ ბავშვს წაართმევენ?

ნორვეგიაში თითქმის ყოველთვე თითო რუსი ქალი მაინც ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. როცა მოდიან და ბავშვებს გართმევენ, თქვენ უიარაღოდ უპირისპირდებით სისტემას.  გეუბნებიან: „შენ ომლეტს ნორვეგიული რეცეპტით არ ამზადებ. შენ ბავშვს ხელების დაბანას აძალებ. შენ კოჭლობ, ბავშვს ქვიშაში ვერ ეთამაშები. ესე იგი, ცუდი დედა ხარ, ბავშვს ჩვენ ჩამოგართმევთ!“

ნორვეგიაში ბავშვთა დაცვის სისტემა მშობლების ბრალეულობის პრეზუმფციაზეა აგებული. მშობელი უპირობოდ დამნაშავეა. მშობლებს ტყუილების ზღვა ატყდება თავს. ყველაფერი მარტივი განაცხადით იწყება: „თქვენ რუსეთში წასვლა გსურთ“. თქვენ კი ამის გაქარწყლება არ შეგიძლიათ, რუსეთში ხომ  ნათესავები გყავთ. ან: „თქვენ შვილების მოკვლა გსურთ“. ესეც იმიტომ, რომ რუსები გულში ამბობენ: „მოგკლავ!“

თქვენ ყოველთვის ისეთ სიტუაციაში გახვედრებენ, რომ სულ თავის მართლება გიწევთ. ამ დროს ხვდებით, რომ თავის მართლება შეუძლებელია. მარტოდმარტო ვერ შეაჩერებთ ნორვეგიის სახელმწიფო მანქანას, რომელიც ადვოკატების, მეურვეობის სამსახურის თანამშრომლების, მოსამართლეების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, მშვილებლების, ექსპერტებისა და სხვათა და სხვათა საარაკო პრემიებზეა აგებული... თითოეულ ჩამორთმეულ ცისფერთვალა პატარაზე პრემია გაიცემა. ვაი, რომ თქვენი ვაჟისა თუ ქალიშვილის ნორვეგიული თავშესაფრისგან ხსნის შანსი არ გაქვთ. ნორვეგიის სასამართლოების ყველა ინსტანცია გავიარე. ყველაფერი კონტროლდება, ყველგან კორუფციაა. ბავშვები - საქონელია. მათ აღარ აბრუნებენ.

რუსულ პრესაში ჩემი შვილების შესახებ გამოქვეყნებულ ყველა მასალას ბარნევარნის ადვოკატი თარგმნიდა და სასამართლოზე ბრალდების სახით იყენებდა. „ეს ქალი გიჟია, თავის შვილს პრესაში იცავს!“ დასავლეთში ბავშვთა მიმართ პრესის თავისუფლება არ არსებობს. საზოგადოებისთვის მიმართვა შეუძლებელია. იქ მოქმედებს კანონი კონფიდენციალურობის შესახებ, რომელსაც ამჟამად რუსეთშიც აქტიურად უჭერენ მხარს!

როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?

ბავშვთა საქმეების სამინისტროს ნორვეგიაში, ფაქტობრივად, ბავშვთა საკითხებისა და სექსუალური მრავალფეროვნების ყველა ფორმის თანასწორობის სამინისტრო ჰქვია. სექსუალური უმცირესობები ნორვეგიაში უმცირესობაში სულაც არ არიან. აი, ნატურალები კი - ნამდვილად უმცირესობაა... სოციოლოგების მიერ დადებული თავისუფლად ხელმისაწვდომი მასალები ამტკიცებს: 2050 წლისთვის ნორვეგია ოთხმოცდაათი პროცენტით ჰომო-ქვეყანად იქცევა. რა იგულისხმება სიტყვაში „ჰომო“, ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია. ამბობენ, რომ ჩვენი, რუსული წარმოდგენა „გეებსა“ და „ლესბოსელებზე“ - გასული საუკუნის გადმონაშთია!

დასავლეთში დაკანონებულია მინიმუმ ოცდაათი სახის არატრადიციული ქორწინება. ყველაზე „მოწინავე“ ქვეყანა ამ კუთხით ნორვეგიაა - იქ „მამაკაცი“ და „ქალი“ დრომოჭმული ცნებებია. შემთხვევითი არაა, რომ ნორვეგიაში ნატურალურ ოჯახში დაბადებული ბავშვის დაცვის საშუალება არ არსებობს!

თითქოს-და ეს თქვენ არ გეხებათ. საკუთარ თავს ეუბნებით: „რაც უნდა, ის უქნიათ! მე და ჩემი შვილები რა შუაში ვართ?!“

ოდესღაც მეც ასე ვმსჯელობდი, რადგან წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ მთელ ევროპაში შემოღებულია სექსუალური სტანდარტები, რომლებიც ბავშვების აღზრდას გარკვეული მიმართულებით არეგულირებს. აღნიშნული რეგლამენტი სავალდებულოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც შესაბამის კონვენციას მოაწერა ხელი და რომლის მიღებასაც დღეს ასე ლობირებენ რუსეთში. მასში ღია ტექსტითაა ნათქვამი, რომ მშობლები მედიკოსებთან და საბავშვო ბაღის მუშაკებთან ერთად ვალდებულნი არიან, ციცქნა ბავშვებს „სიყვარულის სხვადასხვა სახეობები“ შეასწავლონ!!!

ამ საერთო ევროპული სექსსტანდარტის სპეციალური თავი გვიხსნის, რატომაა აუცილებელი მშობლებმა და საბავშვო ბაღების მუშაკებმა ევროპელ ბავშვებს შეასწავლონ მასტურბაცია მკაცრად ოთხ წლამდე და არავითარ შემთხვევაში მოგვიანებით. ჩვენთვის, გამოქვაბულში მცხოვრები რუსებისთვის, ეს ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა. აღნიშნული დოკუმენტის 46-ე გვერდზე მითითებულია, რომ ახალშობილმა  საკუთარი „გენდერული იდენტობა“ უნდა გააცნობიეროს. თავსმოხვეული სექსგანათლების  შესაბამისად, თქვენი შვილი დაბადების პირველსავე საათში უნდა ჩამოყალიბდეს, ვინ არის ის: გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსვესტიტი თუ ტრანსსექსუალი.

ვინაიდან, გენდერული თანასწორობიდან ამოღებულია ცნებები „მამაკაცი“ და „ქალი“, დასკვნა თავადვე გამოიტანეთ. თუკი თქვენი შვილი მაინც არ ამოირჩევს „გენდერს“, ამაში ყოვლისშემძლე ნორვეგიული ბარნევარნი ან ფინური ლასტენსუოელუ, გერმანული იუგენდამტი და სხვანი დაეხმარებიან.

ნორვეგიამ მსოფლიოში თითქმის პირველმა შექმნა ოსლოს უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 0-დან 7 წლამდე ბავშვების სუიციდებს შეისწავლის. ობივატელის გადასახედიდან, ახალშობილი თავს როგორ მოიკლავს? ადგილობრივი ბარნევარნის აზრით კი ეს  ბუნებრივი რამაა. თუკი სადისტური ორგიების შემდეგ ბავშვები ნამდვილად კვდებიან, მაშინ ეს ოფიციალურად შეიძლება „სუიციდს“ მივაწეროთ!

...ბავშვები მეორეჯერ 2011 წლის 30 მაისს წამართვეს. კარზე ორმა პოლიციელმა და ბარნევარნის ორმა თანამშრომელმა დარეკა. კარი ჯაჭვით დავამაგრე და ისე გავაღე, გამოვხედე. ყველა პოლიციელი რევოლვერითაა შეიარაღებული, თავად ბიორკლაგენის პოლიციის უფროსიც კი მოსულა და ამბობს:

„თქვენი ბავშვების წასაყვანად მოვედით“. ადვოკატს ვურეკავ, ის კი მეუბნება: „დიახ, ნორვეგიის კანონების თანახმად, ვალდებული ხართ გაატანოთ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბავშვებს მაინც წაიყვანენ, თქვენ კი მათ ვეღარასოდეს ვეღარ ნახავთ. ბავშვები უნდა გააყოლოთ, ხვალ კი აგიხსნიან, რაშია საქმე...“

ბავშვები მაშინათვე წაიყვანეს, ტანსაცმლის გამოცვლის საშუალებაც კი არ მისცეს, თანაც, ჩემთვის არანაირი საბუთი, არანაირი დადგენილება არ უჩვენებიათ. ჩამორთმევის პროცედურის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: ახლა უნდა დამემტკიცებინა, რომ მე კარგი დედა ვარ.

ნორვეგიულ გაზეთებში წერდნენ ბიჭზე, რომელიც დედას პატარაობიდანვე ჩამოართვეს, ყველა თავშესაფარში აუპატიურებდნენ. 18 წლის შესრულდა თუ არა, მაშინათვე იარაღი შეიძინა, მივიდა „სახლში“ და მშვილებლები ამოხოცა.

მეორე ნორვეგიელი ბიჭი, რომელიც დედას წაართვეს, სულ ტიროდა. ექიმებმა ეს პარანოიად მონათლეს. ბავშვი წამლებით გაჭყიპეს და ბოსტნეულად აქციეს. პრესაში ამტყდარი ხმაურის შემდეგ ბიჭი კვლავ დედას დაუბრუნეს, ინვალიდის ეტლით. მას უკვე ლაპარაკიც კი აღარ შეეძლო, 13-15 კილოგრამი მოიკლო. ეს უკვე დისტროფია იყო, შეუქცევადი პროცესები განვითარდა.

ჩემთან ერთადერთი შეხვედრის დროს უფროსმა ვაჟმა მითხრა, რომ მას რუსეთის საკონსულოსთვის წერილი მიუწერია: „რომც მოვკვდე, მაინც გავიქცევი ნორვეგიიდან. საკონცენტრაციო ბანაკში არ ვიცხოვრებ“. მან საკუთარი გაქცევის მოწყობა თავადვე მოახერხა. ინტერნეტით პოლონელ კშიშტოფ რუტკოვსკის დაუკავშირდა, რომელსაც ერთი პოლონელი გოგონა ნორვეგიული თავშესაფრიდან უკვე დაეხსნა.

პოლონელმა ჩემთან სულ ბოლო მომენტში დარეკა, როცა ყველაფერი უკვე მომზადებული იყო და მითხრა: „თქვენი შვილი რომ თქვენს გარეშე გავიყვანო, ეს ქიდნეპინგი - სხვისი შვილის გატაცება იქნება, თქვენთან ერთად კი, უბრალოდ, ოჯახის დახმარებად ჩამეთვლება“. გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, საშინელი არჩევანის წინაშე დავდექი: ან სამივენი ნორვეგიაში დავიხოცებოდით ან საკუთარ თავსა და უფროს ვაჟს მაინც ვუშველიდი...ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი რამის გამოცდისგან!

პოლონეთში სამი თვე დავყავით. ბიოლოგიური დედა მხოლოდ რუსეთში მიეკუთვნება თავის შვილებს, საოჯახო სამართლის სუბიექტს წარმოადგენს, ევროპაში კი - არსად. ჩემმა შვილმა ჯერ ნორვეგიელი დედობილი მიიღო. შემდეგ თითქოს-და „სხვა“ ოფიციალური ნორვეგიელი დედის მოთხოვნის საფუძველზე შეგვაჩერეს. მოთხოვნაში აღნიშნული იყო: „ვიღაც დეიდამ - ანუ მე - ბავშვი ნორვეგიის ტერიტორიიდან გაიტაცა“. პოლონეთმაც, ევროპის კანონების შესაბამისად, ჩემი შვილი პოლონელი დედობილით უზრუნველჰყო.

იმისათვის, რომ ბავშვი პოლონეთიდან რუსეთში გადაგვეყვანა, დედაჩემი, ანუ ჩემი ვაჟის ბებია, მისი რუსი დედობილი გახდა. ამგვარად, პოლონელ და რუს დედობილებს შორის გაცვლა-გამოცვლა მოხდა. ესეც თქვენ ერთი ნორვეგიელი მშობელი, მეორე პოლონელი მშობელი და მესამე რუსი მშობელი. ბიოლოგიურ დედას ევროპაში სათვალავშიც კი არ აგდებენ!

კიდევ ერთი სიტუაცია: ირინა ს.-მ ინგლისში თვრამეტი წელი იცხოვრა. იქ მას მეგობარი ჰყავდა. გოგონაც გაუჩნდათ. ერთხელაც ირინამ შემთხვევით შეიტყო, რომ მისი „მეგობარი“ სადომაზოხისტური კლუბის წევრი ყოფილა. მისი გოგონა ტელევიზორს უყურებს - ადგილობრივ მრბოლელს აჩვენებენ. ბავშვი ამბობს: „დედა, ეს ბიძია ჩემთან ექიმობანას სათამაშოდ მოდიოდა. ოჰ, ეს დეიდა კი აბაზანაში მეთამაშებოდა...“

წარმოგიდგენიათ, როგორია, საკუთარი შვილი რომ ასეთ რამეს გეტყვის?..

ირინამ ინგლისელ ბავშვთა ფსიქოლოგს მიაკითხა, რომელმაც უთხრა:

„ძვირფასო, თქვენ ჩამორჩენილი ხართ, თქვენ - გუშინდელი დღე ხართ. ეს გარყვნილება კი არა, კრეატიული სექსია ელიტისთვის“.

ირინამ ხმა არ გასცა და ნელნელა ნივთების ჩალაგება დაიწყო რუსეთში დასაბრუნებლად. ბრძენი ქალი ყოფილა...

ნორვეგიაში ჯერ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. შემდეგ ერთსქესიანი მშობლების მიერ ბავშვის აყვანა გახდა ლეგალური. იქ მღვდლები - ქალებიცა და მამაკაცებიც ღიად აცხადებენ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. ახლა კი უკვე გამოჩნდნენ ერთნაირსქესიანთა შორის ყველაზე თამამები და ბავშვებთან ჯვრისწერის, ბავშვებზე დაქორწინების უფლების საკითხი წამოჭრეს.

თუკი ჩვენ, ტრადიციული მშობლები ასე ბოსტნეულივით ვისხდებით და დაველოდებით, ჩვენივე საკუთარი შვილებისთვის გაჩაღებულ ერთნაირსქესიანთა თუ სხვა გენდერებთან გამართულ ამ ბრძოლას წავაგებთ. დღეს ექსპერიმენტის ზონა ჩრდილოეთ ევროპა, გერმანია, აშშ და ყოფილი ბრიტანული კოლონიებია: კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია - ეს ის „ცხელი წერტილებია“, საიდანაც რუსი დედებისგან «SOS» სიგნალებს ვიღებ.

ღია წინააღმდეგობის აუცილებლობაზე ფიქრი არ მაძლევდა ნორვეგიაში ყოფნისას იმის ძალას, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა, არ გავგიჟებულიყავი.

ყველა რუს მშობელს უნდა ესმოდეს ერთი რამ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბავშვებით ვაჭრობით დაინტერესებულმა სტრუქტურებმა, რომლებიც დემოგრაფიული მასის გადანაწილებით არიან დაკავებული, დააკანონეს ისეთი მდგომარეობა, რომ მშობელი და შვილი განუყოფელი სულაც არ არის. ახლა ბავშვები გარკვეულ აბსტრაქტულ საზოგადოებასა თუ სახელმწიფოს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, ბავშვების გატაცების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენციის მიხედვით, რომელსაც რუსეთმა 2011 წელს მოაწერა ხელი, ბავშვები მიეკუთვნებიან ტერიტორიას, რომელზეც ბოლო სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ამ არაკაცთა ფილოსოფიას ავითარებს ნორვეგიის მმართველი მუშათა პარტიის პროექტი, რომელზეც ნორვეგიულ პრესაში სულ ახლახან წავიკითხე. ბავშვთა საქმეების მინისტრი ლისბაკენი უსირცხვილოდ აცხადებს:

„მე ჰომოსექსუალისტი ვარ. მსურს, რომ ქვეყნის ყველა ბავშვი ჩემნაირი იყოს“.

მისი ინიციატივით სახელმწიფო პროგრამაში ექსპერიმენტი განხორციელდა: საბავშვო ბაღებში „კონკიას“ ტიპის ყველანაირი ლიტერატურა, ძმები გრიმების ყველა ზღაპარი ამოიღეს.


მათ ნაცვლად სხვა, სქესობრივი ლიტერატურა დაიწერა - „შიონ ლიტერატიურ“„მეფე და მეფე“ ან თუნდაც „გეი-ბავშვები“. მათში, მაგალითად, პრინცს მეფე ან სხვა პრინცი შეუყვარდება, პრინცესა კი დედოფალზე დაქორწინებაზე ოცნებობს. კანონის თანახმად, აღმზრდელებმა საბავშვო ბაღში ღამის ქოთნებზე მსხდარ ბავშვებს ასეთი ზღაპრები უნდა წაუკითხონ და სურათები დაათვალიერებინონ.

ასეთი შემთხვევაც მოხდა: რუსი ტურისტები - დედ-მამა შვილთან ერთად ახალ ზელანდიაში მოკლევადიანი, დაახლოებით 7-დღიანი ვიზით გაემგზავრნენ. მშობლებმა დაუყვირეს ბავშვს თუ ბავშვი ხმამაღლა ატირდა - მოკლედ, კაფედან თუ სასტუმროდან ვიღაცამ ბავშვთა დაცვის სამსახურში დარეკა. „მაშველთა“ რაზმი მაშინათვე გამოცხადდა, ბავშვი „სადისტი მშობლებისგან“ „იხსნეს“ და ჩამოართვეს. რუს დიპლომატებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ, რომ პატარასთვის თავის ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვედრების უფლება მოეპოვებინათ.

თავად უკვე ორი წელია ვიბრძვი უმცროს ვაჟთან შეხვედრის უფლებისთვის. ბრეივიკი, რომელმაც 80 ადამიანი ჩაცხრილა, თავის ნათესავებთან ყოველდღე დარეკვის უფლებით სარგებლობს. სიკვდილმისჯილებს მთელ მსოფლიოში აქვთ მიმოწერისა და სატელეფონო ზარის უფლება, დედას კი საკუთარ შვილთან დალაპარაკების საშუალებაც კი არ აქვს!

სხვათა შორის, ბრეივიკს ნორვეგიის ამ მმართველი პარტიის - „არბაიტ პარტისგან“ „ხსნა“ სურდა, თუმცა, გამოაცხადეს, რომ მას მუსლიმანები სძულდა. ბრეივიკი ოთხი წლის ასაკში გააუპატიურა ნორვეგიელმა დედამ. იგი „ბარნევარნმა“ აიყვანა და „ეტაპების შესაბამისად“ ჩამოატარა. ბიჭი ყველა ოჯახმა „დააგემოვნა“. ახალგაზრდა ყმაწვილი თავის აქციას ცხრა წლის მანძილზე ამზადებდა. ვფიქრობ, ახლა ის იზოლაციაში მოაქციეს და უთხრეს:

„ჩვენ სასახლეს მოგიწყობთ, რასაც გsურთ, მოგცემთ, ოღონდაც ამ თემაზე ხმა არ ამოიღო!“

ეს ასპექტი თანდათანობით იკვეთება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. შვედმა ჟურნალისტებმა ეს ისტორია უკვე გამოჩიჩქნეს.

ყოველ ხუთ წელიწადში ბარნევარნი მიგრანტების შესახებ ანგარიშს ამზადებს და ადგენს, ვისი შვილები სჭარბობს ბარნევარნში. ტოპ-ლისტის ლიდერი ავღანეთია, რომელსაც ერიტრეა და ერაყი მოსდევს. თეთრი ბავშვებიდან რუსეთი პირველ ადგილზეა, ქვეყანათა საერთო ჩამონათვალში - მეოთხეზე.

ბიოლოგიურ მშობლებს სახელმწიფო წართმეულ შვილებთან შეხვედრის უფლებას ექვს თვეში ერთხელ, ორი საათით აძლევს. ეს მაქსიმუმია. ჩემი უფროსი ვაჟი, რომელიც რუსეთში გაიქცა, ვალდებულია 23 წლამდე ვირტუალურად მის ბავშვთა სახლში იმყოფებოდეს, როგორც ნორვეგიის ბიფოლკნინგის (მოსახლეობის) საკუთრება.

საუბარი აქ როდია პედოფილიაზე, როგორც ასეთზე. ეს სულ სხვა ფენომენია. ჯერ მხოლოდ ნორვეგიაში 19 000 არასახელმწიფო საზოგადოება მოქმედებს ბავშვების „ძველიდან“ (მამაკაცი, ქალი) სხვა, არატრადიციულ გენდერებად გარდასაქმნელად.

ბავშვი იძულებით ვითარდება გარკვეული არატრადიციული გენდერული კატეგორიის მიხედვით. რასაც ჩემი ციცქნა ვაჟი მიამბობდა, ეს უკვე პრიმიტიული პედოფილია კი არა, ერთგვარი „ორგანიზებული“ ტრენინგია, რომელიც განსხვავებულ ორიენტაციაზეა მიმართული.

და ვიდრე ყველა ჯერ კიდევ იმაზე მსჯელობს, დაიჯეროს თუ არა ეს ყველაფერი, გაჩნდა მთელი თაობა მშობლებისა, რომლებსაც ამ საშინელებით ცხოვრება უწევთ.

მ ყველაფერს თანამედროვე ევროპაში წარადგენენ, როგორც ტოლერანტობის სახეობას. ამბობენ, ბავშვს სექსუალური პრიორიტეტების არჩევისა და სექსუალური მრავალფეროვნების უფლება დაბადებიდანვე აქვსო. ჩვენს წინააღმდეგ - მშობლებისა და მათი შვილების წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი მსოფლიო ქსელი მოქმედებს. როგორც ჩანს, დადგა დრო, ეს გულწრფელად და ღიად ვაღიაროთ და რუსეთის პოლიციის თითოეულ რაიონულ განყოფილებაში და პოლიციის მთელ ვერტიკალზე შემოვიღოთ სპეცდანიშნულების რაზმები დემოგრაფიული ბანდიტიზმის ამ საერთაშორისო დაჯგუფებებთან საბრძოლველად.

„ბავშვთა დაცვის“ მარშზე მოვუწოდებდი ხალხს, დასავლური „იუვენალური იუსტიციის“ ლამაზი ნიღბის მიღმა, რომელსაც თითქოს-და „ალკოჰოლიკი მშობლებისგან ბავშვების ხსნის“ სახით წარმოგვიდგენენ, ჩვენი შვილების გენდერის შეცვლისკენ მიმართული გლობალური ექსპერიმენტი იმალება. საშინელი ექსპერიმენტი, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია მთელ ევროპას უვლის.

მხოლოდ ევროპაში კი არა - კანადაშიც, აშშ-შიც, ავსტრალიაშიც და ახალ ზელანდიაშიც - ყველგან, რუსეთის ფარგლებს მიღმა მშობლობა განადგურებული და დანაწევრებულია. მშობლობა, როგორც მშობლის კავშირი შვილთან, გეგმაზომიერად ისპობა. 200 ათასი - ნორვეგიაში, 300 ათასი - შვედეთში, 250 ათასი - ფინეთში, გერმანიაში - ეს ჩამორთმეული ბავშვების რაოდენობის მაჩვენებელი ციფრებია - მთელი მოპარული თაობა.

დღეს ასზე მეტი რუსული ოჯახი დაჩოქილი დგას რუსეთის გარშემო და ღაღადებს:

„ჩვენ სტუმრები ვართ თქვენი მომავლიდან. ჩვენ დასავლეთში საკუთარი შვილები მოგვპარეს. შეხედეთ ჩვენს სიმწარეს და ისწავლეთ. გამოიღვიძეთ, შეაჩერეთ ათასწლეულის ჭირი. ტოლერანტობის რკინის ფარდა დაახვედრეთ გარყვნილებას. განაგდეთ ეს უწმინდურება რუსეთის ფარგლებიდან!“

http://worldi.ru/russkaya-zhenshhina-pereehala-zhit-v-norvegiyu-i-rasskazala-zhutkie-podrobnosti/