სენაკში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი გაიხსნა

სენაკში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი გაიხსნა

სენაკში "ლიბერთი" ბანკის სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი ფილიალი გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ წულაიამ გახსნა. 

 

ახალი სერვისცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. "ლიბერთი ბანკის" სენაკის ფილიალში შესაძლებელი იქნება თითქმის ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილებით სარგებლობა, დეპოზიტების გახსნა და კომუნალური გადასახადების დაფარვა.

 

"ლიბერთი ბანკს" საქართველოში ყველაზე ვრცელი ქსელი აქვს. 286 სერვისცენტრისა და მომსახურების წერტილის, ასევე 100-მდე ლიბერტი ექპრესის მობილური ცენტის მეშვეობით, ლიბერთი ბანკი ქვეყნის მოსახლეობის 1.4 მლნ ფიზიკურ და 55 000 იურიდიულ პირს ემსახურება. 

2012 წლის განმავლობაში ბანკმა 30-ზე მეტი ფილიალისა და სერვისცენტერის მოდერნიზება მოახდინა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: