Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
27-07-2017, 16:30
ნანახია: 2202

ვინც პედაგოგებს ასე ექცევა, ის საკუთარი სამშობლოს დაუძინებელი მტერია!

 

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის

განცხადება

 

 

ხელისუფლების ზღვარგადასული არაჰუმანური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება პედაგოგიური საზოგადოების მიმართ არ იცვლება -  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მისი ოდეერეული ბრიგადები კვლავ აგრძელებენ ათობით უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგისა და დირექტორის - განათლების პროფესიონალთა დევნას!

 

ერთმხრივ საქმე ეხება  ექსმინისტრ სანიკიძის ან მისი წინამორბედების მითითებით გათავისუფლებულ საგანმანათლებლო სისტემის მუშაკებს, რომლებიც სასამართლომ აღადგინა, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ურჩობს და არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს; ხოლო მეორე მხრივ, ათობით პროფესიონალი მუშაკის სასამართლო დავას, რომელთა განხილვაც ყოველგვარ გონივრულ და კანონიერ ვადას გადაცდა.

 

აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, კერძოდ - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან და მისი „ოდეერებისგან“ კონტროლირებადი სასამართლოები თავადვე ღიად არღვევენ კანონს და იციან რა, რომ საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკურად (და არა პარტიულად) დევნილი პირების სამუშაოზე აღდგენას ხელს ვერაფერი შეუშლის, შეგნებულად, წინასწარ განზრახვით „წელავენ“ დროს და არ იწყებენ დავების განხილვას.

 

ეს არის დანაშაული! ეს არის დევნის გაგრძელება! ეს არის უპრეცედენტო უკანონობა, რომელშიც ასე ურცხვად არიან ჩართული მოსამართლის მანტიას ამოფარებული უზნეო ადამიანებიც.

 

 ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო ქმედებებზე გადასვლაა. რაშიც ერთობლივი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება. თუ უახლოეს ხანში არ გაიმართება სასამართლო სხდომები, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან დაიწყებს საპროტესტო აქციას. მოთხოვნით:

 

დროულად გაიმართოს სასამართლო სხდომები და უმოკლეს ვადაში აღდგნენ სამუშაოზე საგანმანათლებლო სისტემიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები;

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები უკანონოდ დევნილთა რეაბილიტაციის თაობაზე;

 

მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ხელი შეუწყოს სამართლიანობის განხორციელებას;

 

მოვუწოდებთ ყველა დაზარალებულ პირებს, ასევე სასამართლოს გზით გამართლებულ კოლეგებს შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენი აქცია  თითოეულ მათგანს ეხება;

 

მოვუწოდებთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უფლებადამცველებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს სოლიდარობისკენ.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არანაკლებ დევნილობაში იმყოფებიან ე.წ. მოქმედი მასწავლებლებიც, რომელთა სამომავლო ბედი სათუო  გახადა ე.წ. პროფესიული განვითარების უკუღმართმა და ნეპოტისტურმა სქემამ. ჩვენ ვიცით, რომ ამ სქემით დღეს ყველა მასწავლებელს ემუქრება საფრთხე. ამიტომ, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი ამ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველადაც აგრძელებს მუშაობას და ამის შესახებ უახლოეს ხანში გაავრცელებს განცხადებას.

 

დავით ფერაძე,

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი