Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
5-02-2018, 13:34
ნანახია: 1402

ჩვენ ბედნიერი ერი ვართ!

დიახ, ვართ ჩვენ ბედნიერი ერი, მხოლოდ გვახსოვდეს: 

 

„ქართველი ხალხის“ მითიური, ცოცხალი არსიდან მომდინარეობს ის ფაქტი, რომ ქართულ ენაში სიტყვა „ხალხი“ ადამიანთა სახეობაა, რომელიც ძველთაძველი ცნებისგან - „მარადი ადამიანისგან“ წარმოიშვა. 

 

„ეს იქნებოდა „კოლექტიური კაცი,“ - წერდა იუნგი, - „ეს კოლექტიური კაცი სხვა არა არის რა, თუ არა ის, რაც ქართულ ენას ერთ სიტყვაში - „ადამიანში” ჩამოუსხამს, რომელსაც თავის თავში აქვს „ადამი“ (გრ. რობაქიძე). ამიტომ ხალხისა და ინდივიდის ჰარმონიული თუ ტრაგიკული ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრადა ჩვენი ერის განვითარებასა თუ ძნელბედობას.

 

ჰეგელის თქმით კი, „ადამიანის ტვინის გონებრივი შესაძლებლობები თავის აბსოლუტივს აღწევს კავკასიურ გენში. ამიტომაც ქართული გენი რწმენითა და ინტუიციური უნარებით მუდამ გამოირჩეოდა“.

 

რაც შეეხება დიდ იოანე ზოსიმეს, იგი წერდა: „ყოველი საიდუმლო ქართულ ენაში არს დამარხულ და ყოველივე ქართულ ენაზე განიკითხებისო“. 

 

- ამიტომ, მართალია, ჩვენი ქვეყანა ხშირად იყო დაპყრობილ-დაყოფილი, მაგრამ მართლმადიდებლობისა და ქართული ენის დასცავად ორგანიზებული, ინტეგრირებული და ერთიანი კავშირების მქონეც.

 

ისიც, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ქვეყანას თავის ეკონომიკურ წესწყობაშიც, ინტუიციურად, არჩეული ჰქონდა მოწესრიგებული ორგვარი მიმდინარეობა - „ერთი სამსოფლო, ანუ საერთო-სახალხო (სახაზინო მმართველობა) და მეორე - საკომლო, ანუ კერძო მფლობელობის მეურნეობა და წარმოება“. ხოლო, როცა ფეხი აიდგა „განკერძოებამ“ და ამ მოწესრიგებულ ურთიერთობებს შორის წონასწორობა დაირღვა, ჩვენი მერმინდელი დასუსტების ძირითად მიზეზად სწორედ ეს გარემოება მიმაჩნიაო, წერდა დიდ ილია ჭავჭავაძე. (ნურვინ იტყვის ეშლებოდაო ეს დიდ ილიას! რადგან, მთელი საუკუნის გასვლის შემდეგ დაადასტურა პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა ინტეგრირებული სოციალისტურ-კაპიტალისტური პოლიტიკური წყობის სიკეთე და აუცილებლობა). ამიტომაცაა, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ინდექსი კარგა ხანია მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-ის ეკონომიკური განვითარების ინდექსს.

 

ჩვენს ქვეყანას, დიახაც, გააჩნდა სახელმწიფოსთვის აუცილებელი ყველა მახასიათებელი, რაც მას საშუალებას აძლევდა, გაეძლო, შებრძოლებოდა, გაემარჯვა და, ზოგჯერ, შეგუებოდა რომაელებს, თურქებს, ბერძნებს, არაბებს, მრავალ სხვას და რუსებს, დღეს კი - ამერიკელებს.და დასავლეთს. თანაც ისე, რომ თავისი ინდივიდუალობა, ჯერჯერობით (მხოლოდ ჯერ-ჯერობით) არ დაუკარგავს!

 

რაც შეეხება ამერიკლებსა და დასავლეთს, ისინი დღეს გაცილებით მეტი „წინდახედულობით“ მოქმედებებენ. დიდი ინვესტიციების ჩადებით, იმაზე მეტ მოგებას ნახულობენ, ვიდრე, ქვეყნის პირდაპირი დაპყრობით იყო შესაძლებელი, (ჰო,ომს გაცილებით დიდი ხარჯი სჭირდება). 

 

ისიცაა, ჩვენ ასეთი აღფრთოვანებული არასდროს ვყოფილვართ ჩვენი დონორი ქვეყნის მიმართ. დღითიდღე, სასიცოცხლო ინტერესების დაცვისას ასეთი აღფრთოვანებით არასდროს დაგვითმია ჩვენი საკუთარი მორალური თუ რელიგიური პრინციპები.

 

ამავე დროს, მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ზესახელმწიფო ქვეყნების ინტერესის საგანს მუდამ წარმოადგენდა, ხშირად იძულებული იყო ამ ზესახელმწიფოთა პოლიტიკურ ინტერესსა და მათ შორის ურთიერთობისას მორჩენილ ხურდას დასჯერებოდა მხოლოდ. ამითაც თავს ინარჩუნებდა, რადგან, ამ „ხურდის“ სწორი არჩევის დიდი უნარიც ჰქონდა. 

 

სამწუხარად, მიუხედავად იმ ცნობილი წინასწარმეტყველებისა, რომელიც ქართული გონის დიდ შესაძლებლობაზე გვაუწყებს, მსოფლიოს დიდ მეცნიერთა კოჰორტაში ქართული გვარები ნაკლებად ფიგურირებს - არა გვყავს არც ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, ხოლო, წარმატებული ქართველი მეცნიერები, საქართველოში, დღეს განსაკუთრებით, იშვიათად მოღვაწეობენ.

 

ეს ფაქტი ცხადია,უარყოფითად აისახება ერის მომავალზე. აღნიშნულით, კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ფორმასა და ნებას საზოგადოების უკეთ რეალიზებისა და განვითარების თვალსაზრისით.

 

დიახ, სუსტ ქვეყანას ძლიერი ადამიანის პატრონობა უჭირს, რადგან, რომ უპატრონოს, მუდამ სხვა ქვეყნის ინტერესების დაცვა არ უნდა უხდებოდეს!

 

- სწორედ, აქ იკვეთება ერთმანეთთან ადამიანისა და ქვეყნის შესაძლებლობები და მოთხოვნილებები. ასევე, მემარცხენე და მემარჯვენე პლატფორმების ინტერესები!

 

- ჰოდა, ასეთი შემთხვევები ცხადყოფს მემარცხენე პლატფორმის უპირატესობას, რომელიც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესებს განიხილავს და შემდეგ კერძო ინდივიდისას. თუ ქვეყანა ძლიერი არ იქნა, ვერც ადამიანები იქნებიან სათანადოდ ქმედითუნარიანნი. 

 

90-იანი წლებიდან მემარჯვენე ორიენტაციით მოვდივართ და, რა მივიღეთ? - სუსტი სახელმწიფო, უზარზამაზარი ვალით, უმუშევართა არმიით და მცირერიცხოვანი მდიდარი ადამიანებით, რომლებსაც უჭირთ ქვეყნის სიძლიერისთვის საჭირო გარემოს შექმნა, რადგან მათი ინტერესები უკვე ქვეყნის ინტერესებს მიღმა განიხილება.

 

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანმა უკვე შექმნა ისეთი ტექნოლოგიები, რის საშუალებითაც შეუძლია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დედამიწას გლობალური საშიშროება შეუქმნას! ამიტომ, დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტონად ინტეგრირებული პოლიტიკური სისტემების შექმნა ითვლება. დიახ, დადგა დრო, როცა შესაძლებელია (და თან აუცილებელიც), პოლიტიკურ პლატფორმათა ძირითადი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს. სხვაგვარად,ვერც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიძლევა!

 

დიახ, სამყაროს არასდროს დამუქრებია ადამიანის ხელით ისეთი საშიშროება, როგორც დღეს, ასეთ თავბრუდამხვევ დინამიკაში. ამიტომ, მემარჯვენეების ინტერესი, კერძოდ ბიზნესის კონკურენტუნარიანი ტემპით განვითარება პირდაპირ პროპორციულადაა დამოკიდებულია გასაღების ბაზარზე, ანუ სხვა სოციალური ფენების ძლიერ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ე.ი. მემარცხენეების პლატფორმის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. 

 

თუმცა, მემარცხენეებს ებრძვიან, აქრობენ ბრეივიკისნარი „მონადირეებით“. ბრეივიკებს კი დასავლური, მოწონებული კანონებით გულმოდგინედ პატრონობენ. არადა, თუ ადამიანის ინდივიდიალური ინტერესები ეწინააღმდეგება ზოგადად, სოციალური ფენების თანაარსებობას საფრთხე, პირველ რიგში, თავადაც დაემუქრება. რადგან, „გახდა რა ადამიანი არაბუნებრივი, სიცოცხლისთვის საშიში რისკის ფაქტორის შემქმნელი, თავადაც აღმოჩნდა ამ მოქმედების ეპიცენტრში“

 

ხოლო, იმისათვის, რომ ის იყოს ბუნებრივი, საჭიროა მისი ცნობიერების გამთლიანება. დიახ, ადამიანის „მე“, რომელიც ფიქსირებულია ,,ეგოზე'', მისი ბუნების მხოლოდ მცირედი ნაწილია. ხოლო, ძირითადი ნაწილი სამყაროსა და სოციუმის მთლიანობის შემადგენლობაში აისახება.

 

ამ მოსაზრების ბუნებრიობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ავტოპერსონალური ფაქტები ყველაზე ზედნაშენი მოვლენაა ჩვენს ცნობიერებაში. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს; რაც უფრო დიდია ადამიანის თვალსაწიერით შემოსაზღვრული წრე, მით უფრო მეტია, ამ წრის შეხების ზედაპირი ჯერ კიდევ შეუცნობელ სამყაროსთან და მეტია წინააღმდეგობაც მისგან.

 

ხოლო, რადგან ყოველივე ეს ჩვენ ქართველებმა უკვე დიდი ხანია ვიცით, ამიტომ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერი ერი. მხოლოდ ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და უნდა ვითვალისწინებდეთ!

 

ია საკანდელიძე,

ექიმი, პუბლიცისტი,

ნოოსფეროს აკადემიის წევრი