Iverioni
«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აპრილი 2018 (8)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
23-03-2018, 10:19
ნანახია: 678

მიხეილ ჯიბუტი: ვეთანხმები ირაკლი კოვზანაძეს, რომ ხელისუფლებას არ აქვს „გლობალური ხედვა“ და ქვეყანაში „საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები“!

ყოველი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემდეგ, როგორც წესი, ცნობილი ხდება ქვეყნის წინა წლის ფაქტობრივი ეკონომიკური შედეგები. 

 

2017 წლის შედეგების ანალიზი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ შეფასდეს საქართველოში სოლოკრატიული მმართველობის პირველი სრული ეკონომიკური წელიწადი.

 

ბუნებრივია, ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებაზე უფრო ინფორმირებულნი არიან (ამ ტიპის ასიმეტრიულობა ინფორმირებულობაში ჯერ არ გამხდარა მსჯელობის საგანი!) და ამბებსაც ისინი სხვაზე ადრე იგებენ.

 

ამიტომაც: პირველი სიტყვა (წაიკითხეთ: ციფრი) - სახელისუფლოა!

 

გამომდინარე აქედან, მათი ანალიზი ყოველთვის წინ უსწრებს დაინტერესებული პირების, მათ შორის, მეცნიერების ანალიზსაც. 

 

განსაკუთრებულია შემთხვევა, როდესაც სახელისუფლებო ანალიზი მეცნიერულია. ასეთი გამონაკლისია ირაკლი კოვზანაძის - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ანალიტიკური ინტერვიუ ჟურნალისტ კობა ბენდელიანთან

(„ინტერპრესნიუსი“ http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/483559-chven-gvtcirdeba-globaluri-khedva-araordinaruli-midgomebi-da-fundamentaluri-cvlilebebi.html).

საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს ვურჩევ აღნიშნული პუბლიკაციის წაკითხვას.

 

აღნიშნულ ინტერვიუში ირაკლი კოვზანაძემ (ცნობისთვის: ის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია) დაასაბუთა, რომ საქართველოში:

 

- არასაკმარისია და საჭიროა „უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა“;

 

- “სერიოზული პრობლემაა უმუშევრობის დონე, მოსახლეობის შემოსავლების სიმწირე და ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია“;

 

- არასწორია როდესაც ხდება „მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე კონცენტრირება“ მაშინ, როცა საჭიროა „არაორდინარული მიდგომები, ეკონომიკის ძირეული რესტრუქტურიზაცია და ინსტიტუციონალური ცვლილებები“; 

 

- ხელისუფლებას არ აქვს „გლობალური ხედვა“.

 

შედეგად, ირაკლი კოვზანაძე დაასკვნის, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია ითხოვს „რადიკალურ, ფუნდამენტალურ, ძირეული ცვლილებებს.“

 

ირაკლი კოვზანაძის კომპეტენცია ამ საკითხებში ეჭვს არ იწვევს, თუმცა უკმაყოფილების გრძნობას აჩენს, რომ ამ ცვლილებებზე დეტალურად არ საუბრობს, ხოლო ის, რაც ამ საკითხზე გაკვრით აქვს ნათქვამი - ძალიან საკამათოა.

 

ამის შესახებ ვისაუბროთ მას შემდეგ, როცა ერთი მხრივ, აღნიშნულ მასალას მკითხველი გაეცნობა და მეორე მხრივ, 2017 წლის ეკონომიკური შედეგების ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდება.