Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
24-11-2012, 16:43
ნანახია: 982

გიორგი ვაშაძე შსს-ს განცხადებას

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას კომიკური უწოდა და აღნიშნა, რომ მასალები, რომლებიც სამინისტრომ მოიპოვა, სასაცილოა.

 

"ესაა პოლიტიკური თამაშის საგანი და მეტი არაფერი. ეს არასერიოზულ თემად მიმაჩნია. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას ვუთხარით, რომ აღარც დენი გაიაფდება, აღარც პენსია იქნება 220 ლარი, აღარც გადასახადები შემცირდება და სოციალურად დაუცველთათვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, იმაზე საუბარი, თუ რა სამხილები მოიპოვა შს სამინისტრომ მერაბიშვილის წინააღმდეგ, არასერიოზულად მიმაჩნია. ეს კომიკური ბრალდებაა, სხვა პასუხი არ მაქვს. ყოველივე ეს ძალიან სასაცილოა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.

 

შს სამინისტრომ მთავარ პროკურატურას ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კანონდარღვევის ფაქტზე მასალები გადასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა უკანონობა ჩაიდინა, როდესაც 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე გაათავისუფლა, რათა სანდრო გირგვილიანის საქმის გამოძიებაში ხელი არ შეშლოდათ.