პაატა ზაქარეიშვილი ცხინვალის მხრიდან სამი ქართველის გათავისუფლებას ეხმაურება

პაატა ზაქარეიშვილი ცხინვალის მხრიდან სამი ქართველის გათავისუფლებას ეხმაურება

,,მიუღებელია, რომ ცხინვალის მხრიდან რეგულარულად ხდება ქართველი გლეხების დაკავება სხვადასხვა მიზეზების გამო", -  ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ზოგჯერ ქართველებს შეშის აღებისა და ჯონჯოლის კრეფის დროსაც აკავებენ.

 

,,ეს ადამიანები უკანონო პატიმრები არიან, რადგან მათი გასამართლება არ მომხდარა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ისინი საოკუპაციო ძალების მიერ არიან გასამართლებული. მათი დაპატიმრება სხა მიზეზის გამო მოხდა და არა ცხინვალის მიერ მიჩნეული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გამო", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

მან იქვე დასძინა, რომ საჭიროა, მუშაობა ამ მიმართულებით, რათა ამგვარი დაკავებების ფაქტები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. 

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი თვის წინათ ოსური მხარის მიერ დაკავებული ძმები, გია და აკაკი აბალაკები და გერონტი პაპიტაშვილი დღეს გაათავისუფლეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: