იზა ვეფხვაძე: თქვენ ამქვეყნიურ სამოთხეში მოხვდებით!

იზა ვეფხვაძე: თქვენ ამქვეყნიურ სამოთხეში მოხვდებით!

 

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი აგრძელებს ეროვნულ პროექტს - "ჩემი საქართველო აქ არის"...

 

პირველი საღამო გაიმართება მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, კერძოდ, სოფელ სამებაში (დასავლეთისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზიდან, სოფელ შროშასთან გადასახვევი. გადასახვევიდან 1 კმ.).

 

საღამო გაიმართება გარემოში, რომელსაც ედემი, ადამიანის ხელით შექმნილი სამოთხე შეიძლება ეწოდოს - ბახვა და კლარა სამხარაძეების ეზო-კარმიდამოში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სიკეთეს და სიყვარულს თესავენ ირგვლივ, მშვენიერებას ემსახურებიან. არ ვაჭარბებ: მსგავსი ეზო-გარემო, მთელს საქართველოში ერთი-ორი თუ მოიძებნება... ბატონი ბახვა, პატრიარქის მხედრობის ჩოხოსანია, ქალბატონი კლარა, საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოების წევრი. თუმცა, საკუთარი ეზო კი არა, მთელი საქართველოა, მთელი სოფელი და ეპარქიაა ამ ადამიანების ზრუნვის საგანი. 

 

 სურვილი გვაქვს ეს საღამო იქცეს ქართული სოფლის, ქართველი კაცის კარ-მიდამოს, შრომისა და ადამიანური შესაძლებლობის უსაზღვროების დასტური. 

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენს შეჭირვებულ-გაუბრალოებულ ყოფაში, უდიდეს მუხტს მიიღებთ: მუხტს იმედისას, სიხარულისას, მშვენიერებისას.

 

ნაჩვენები იქნება გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია"...

 

დასწრება კვლავაც შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის, სრულიად საქართველოდან. რასაკვირველია, ჩვენმა მუდმივმა მაყურებელმა, რომლებიც მთელ საქართველოში დაგვყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და დედაქალაქიდან, უკვე იციან, როგორ მოაწყონ ორგანიზება საღამოებზე დასასწრებად. 

 

მაშ ასე, 2 ივნისი, შაბათს, 13 საათზე, უბისისა და მარგვეთის ეპარქია, სოფელი სამება - გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი, ბახვა და კლარა სამხარაძეების ზღაპრულ კარმიდამოში.

 

(თბილისიდან წამოსვლის მსურველები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ქალბატონ ნინო სალუქვაძეს).

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: