მათთვის, ვისაც სიყვარული შეუძლია...

მათთვის, ვისაც სიყვარული შეუძლია...

 

29 ივლისს, დიდი მსვლელობა წყალტუბოსკენ...

 

 

ჩემო ძვირფასებო, იცით, რომ ლიტერატურული თეატრი მესამე წელია ახორციელებს პროექტს "ჩემი საქართველო აქ არის", რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთა და ბარში მოგზაურობს და ატარებს სპექტაკლებს, მომდევნო სპექტაკლი, 29 ივლისს, კვირას, 2 საათზე, გაიმართება წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩა # 1, ოტია იოსელიანის ეზოში, მის საფლავთან და მიეძღვნება ოტია იოსელიანს. სპექტაკლის სახელწოდებაა " ჩვენი ოტია"...

 

გარდა ამისა, ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ 2 წლის განმავლობაში მქონდა პირადი ინიციატივა და საქართველოს რეგიონებში ვაშენებდი ბევრ კარგ ქართველთან ერთად "სიყვარულის ხეივნებს", ასეთი 50-ზე მეტი ხეივანი გაშენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ქუთაისში და წყალტუბოში, ამ ინიციატივის ფარგლებში, ხეები დაირგო ოტია იოსელიანის ეზოშიც.

 

29 ივნისს, ყველანი, ვისაც სიყვარული შეუძლია (ქვეყნის, ერის, ოჯახის, მოყვასის), 12 საათიდან პირველის ნახევრამდე ვიკრიბებით ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სადაც გასულ წელს გავაშენეთ "სიყვარულის ხეივანი", იქ, ჩავკიდევთ ხელებს ერთმანეთს და შევკრავთ "სიყვარულის ჯაჭვს", იქვე, პარკში, გვერდით, არის პარკის დირექტორის - გიზო თავაძის ინიციტივით გაშენებული "ოტია იოსელიანის ხეივანი" ოტიას ბიუსტით, გავივლით ამ ხეივანსაც და ყველა ერთად დავიძვრებით წყალტუბოსკენ, სადაც პატივს მივაგებთ ამ დიდ ქართველს და ლიტერატურული თეატრი გამართავს ლიტერატურულ წარმოდგენას - " ჩვენი ოტია"...

 

ეს იქნება ორი პროექტის გაერთიანება; "მე თქვენ მიყვარხართ" და "ჩემი საქართველო აქ არის"...

 

29 ივნისამდე დიდი დროა, მაგრამ ორგანიზებისთვის, მსვლელობისთვის, დიდი დროა საჭირო, ამიტომ ამ პოსტს ვდებ დიდი ხნით ადრე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და ეს დღე იყოს ძალიან ლამაზი, ფორმით და შინაარსით...

 

დედაქალაქიდან წამომსვლელბი დაუკავშირდით ქალბატონ ნინო სალუქვაძეს...

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე 557192332;

 

უფალი ჩვენთან...

 

ღმერთი სიყვარული არს...

 

შეხვედრამდე... 29 ივლისამდე...

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: