Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
21-08-2018, 13:09
ნანახია: 1052

თეიმურაზ შაშიაშვილი: ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

დიდი მადლობა ყველას, ვინც მირჩევდა, მომიწოდებდა მეყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე.

მადლობა, ვინც ოფიციალურად წარმადგინა საარჩევნო კომისიაში.

 

ვინც მზადაა ჩემთან ერთად ბოლომდე იბრძოლოს გამარჯვების მისაღწევად.

 

მადლობა, ვინც ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერის სახალხოდ განცხადებას აპირებს 24 აგვისტოს.

 

ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, ყოველი ქართველისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოს ნამდვილი მეგობრისთვის, მათთვის, ვინც რეალურად აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები არის:

 

- ბრძოლა ღირსების დაბრუნებისთვის!

 

- ბრძოლა საქართველოს ჯანსაღი მომავლისთვის!

 

დღეს ქვეყანას სჭირდება არამარტო ზნეობრივი და მტკიცე, გადაწყვეტილების მიმღები, ცხოვრებისეული გამოცდილების, ასევე რწმენითა და სიყვარულით სავსე პრეზიდენტი, ამის გარეშე წარმოუდგენლია ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი სახელმწიფოს მეთაურობა.

 

ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველესად, უნდა იყოს კაცი, დიახ, კაცი, ამ სიტყვის ილიასეული გაგებით.

 

კაცი - რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ დღეს პრეზიდენტობა არის თავშეწირვისთვის შინაგანი მზადყოფნა!

 

სწორედ ამ განწყობით შევდივარ უკომპრომისო ბრძოლაში და ყოველგვარი ეჭვის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ:

 

- იამაყებს ყველა, ვინც მხარს დამიჭერს

და

- გულდაწყვეტილი დარჩება ის, ვინც თავს შეიკავებს.

 

დადგა დრო, როცა მე და თქვენ, როგორც არასდროს, ვჭირდებით ერთმანეთს და ყველა ერთად კი - ჩვენს სამშობლოს!

 

დიახ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!