მიხეილ ჯიბუტი: კახი კალაძემ ანტიქართული კანონმდებლობის წინააღმდეგ გაისროლა, თუ გაუვარდა?!

მიხეილ ჯიბუტი: კახი კალაძემ ანტიქართული კანონმდებლობის წინააღმდეგ გაისროლა, თუ გაუვარდა?!

 

 

როგორ შეიძლება ტკბილი წვენი გაამწარო? მასში უნდა ჩაასხა მწარე წვენი. სანამ მწარე წვენი მთლიანი მოცულობის ნახევარს არ გადააჭარბებს სიტკბო იჭარბებს, ხოლო ნახევარის შემდეგ, სიმწარე!

 

როგორ უნდა ჩაანაცვლო ქართველი საქართველოში? 

 

საქართველოში სხვა ტომის ხალხი უნდა ჩაასახლო და როდესაც ის ნახევარს გადააჭარბებს, დექართველიზაცია დასრულდება...

 

ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანას ბევრი აქვს. საქართველოს ტერიტორიების დექართველიზაცია ამ ტერიტორიებზე ქართველების გაჟლეტით, ან მათი გაყრითა და მის ადგილას სხვა ერის ჩასახლებით განხორციელდა!

 

ამ პროცესის აქტიური ფაზა დღეს აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთში (აფხაზეთის არ ტერიტორიაზე) და ქართლში (ცხინვალის რეგიონში) მიმდინარეობს.

 

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დექართველიზაცია მიმდინარეობს “ინოვაციური და დემოკრატიული ფორმით”.

 

ჯერ ერთი, ჭურჭელში ტკბილი წვენი ნაკლები რომ იყოს და მწარე წვენი ნაკლები გახდეს საჭირო მისი გასაზავებლად, პირდაპირ ხდება ტკბილი წვენის გადაღვრა, მექანიკური შემცირება. 

 

ესაა საქართველოდან მოსახლეობის გაქცევის შეუჩერებელი პროცესი უკვე თითქმის ოცდაათი წლის მანძილზე, ქვეყნიდან ახალგაზრდების, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების და პოლიტიკურად აქტიური პირების („პერმანენტული რევოლუციების“ შედეგად) გაქცევა.

 

ესაა აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს „ღია კარის“ პოლიტიკა საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის მიცემის საკითხში.

 

იმიგრაციული კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ - ერთი ყველაზე ანტიქართული მიმართულებით განვითარდა. დღეს მოქმედი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2278806)  ანტიქართულია იმიტომ კი არა, რომ იქ ქართველოფობია ღია ტექსტითაა მოცემული, არამედ იმიტომ, რომ ის არ ითვალისწინებს ქართული სინამდვილის კონტექსტს - ფაქტობრივი სამხედრო დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან, დაპყრობილი ტერიტორიები, 300 ათასი შიდა ლტოლვილი... არ ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების ვალდებულებას... ამ ყოველივეს გაუთვალისწინებლობამ მოგვცა ის, რომ კანონის პრაქტიკული განხორციელების შედეგად ხდება საქართველოს დეევროპიზება - ევროპიზების ნაცვლად, კოსმოსური სისწრაფით მიმდინარეობს აზიატიზება, აფრიკანიზება, მუსლიმიზაცია,ბუდიზაცია, ქართველების პოლირასიული ჩანაცვლება, საქართველოს დექართველიზება...

 

ამ ყველაფერმა უკვე ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ ნათქვამს მკითხველისთვის ფაქტობრივი მტკიცებულება არ სჭირდება - ეს ყველამ იცის, ემპირიულად ყველას აქვს ეს გამოცდილება... თბილისში უკვე გაჩნდა მიკროარეალები, სადაც უმრავლესობას იმიგრანტები შეადგენენ, სადაც ქართველები უმცირესობაშია... ბოლო თვეებში თბილისში რამოდენიმე ახლადდამთავრებულ მრავალსართულიან სახლში ბინები მხოლოდ უცხოელებმა (მათ შორის, არც ერთმა ევროპის კავშირიდან) იყიდეს. სხვადასხვა მონაცემებით თბილისში ახალმა აზიურ-აფრიკულმა მოსახლეობამ 8-9%-ს მიაღწია.

 

ეტყობა, აქ საქმე მთლად ისე მართლაც არ არის!

 

ამიტომაც მოხდა ის, რომ კახი კალაძემ 30 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“. საჯარო ინფორმაციაში, შემდეგ კახი კალაძის ნათქვამადაა მოტანილი, რომ “კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას ის გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას“.

 

კალაძეს უთქვამს: „ამ თემაზე საუბარი მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე ვესაუბრე კანონის ინიციატორებს - ილია წულაიას და გოჩა ენუქიძეს. პარლამენტში უკვე მოხდა განხილვა და მინდა, მივმართო ჩვენს პარლამენტარებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ცვლილების მიღება“ (http://www.interpressnews.ge/ge/politika/509835-kakha-kaladze-uckho-qveynis-moqalaqeebi-binadrobis-uflebis-misaghebad-erthi-da-igive-udzravi-qonebis-gamoyenebith-ets-karusels-atrialeben.html)

 

კახი კალაძის ეს განცხადება უდიდესი მნიშვნელობისაა. ასეა დღეს - ათასმა პროფესორმა რომ თქვას, თუ ხელისუფლებიდან არ თქვა ვინმემ, ყურადღებას ვერავის ვერ მიაქცევინებ! 

 

კახი კალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე (ფაქტობრივად მყისიერად) და რამდენიმე საათში განაცხადა, რომ „ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა“ (http://www.interpressnews.ge/ge/politika/509908-irakli-kobakhidze-aucileblad-aghmoifkhvreba-is-kharvezebi-romlebic-manipulaciis-gzith-binadrobis-nebarthvis-mighebis-shesadzleblobas-qmnis.html).

 

ეს სისწრაფე ოპერატიულობით იყო გამოწვეული, თუ იმის ხაზგასასმელად, რომ საკითხი ეხება მხოლოდ კანონმდებლობიდან „მანიპულაციების შესაძლებლობების“ აღმოფხვრას და დამამშვიდებელი პოლიტიკური შხაპის მოწყობას სიტყვებით „საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის“!!!

 

ეტყობა, აქ საქმე მთლად ისე მართლაც არ არის!

 

კახი კალაძის განცხადებაში აშკარადაა „პოლიტიკური თავგაწირვის“ მომენტი, რომელშიც შეიძლება დაინახო მისი პოლიტიკური თავდაღმართის გააღმართების სურვილი, თუ უბრალოდ მასში გაიღვიძა ჩვენებურმა ისე, როგორც ერთ დროს ბევრში ბახტრიონის წინ?

 

ეტყობა, აქ საქმე მთლად ისე მართლაც არ არის!

 

აბა მაშინ რით ავხსნათ მისი განცხადება, რომელიც მწვავე საკითხს შეეხო, მაგრამ ამ საკითხში ის არ იყო მომზადებული.

 

მაგალითად, როდესაც საუბრობს კარუსელზე და მისი შესაძლებლობის აღმოფხვრაზე კანონში მომავალში - ეს არაა სწორი. მოქმედი კანონი ახლაც არ უშვებს ასეთ შესაძლებლობას. კანონის მე-16 მუხლი- „ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა“ ითვალისწნებს, რომ „ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება“ (პუნქტი 3.) ანუ, ვინც კარუსელის ადგილს დაუთმობს სხვას, იმ მომენტიდანვე ამ ადგილით მიღებულ სიკეთეს კარგავს. აქ მთელი საიდუმლო იმაშია, რომ კანონის ამ მუხლის განუხორციელებლობა იმდენად მაშტაბური ინტერესის შემცველი გახდა,  თბილისში  სერიოზული პრობლემა შეიქმნა.

 

ათასობით უცხოტომელი ადამიანის მოზღვავება ქალაქში ხომ უამრავ სხვა პრობლემასთანაა დაკავშირებული, გარდა კულტურული, ტრადიციული, ესთეტური... ირღვევა ჩამოყალიბებული ურბანული წესრიგი, წარმოიშობა სრულიად ახალი სოციალური, კრიმინოგენური სიტუაციები.

 

მთელი საქართველო ახდენს თბილისის სუბსიდირებას და უცებ წილს ამ სიკეთეში „ჩუქნი“ სხვას, თან მაშინ, როცა ათი ათასობით საკუთარი ლტოლვილი გყავს ქვეყანაში.

 

სრულიად ახალი რეალობა შეიქმნა კანონმდებლობასთან კეკლუცობით. შეიქმნა პრობლემა საკუთარი ხელისუფლების უპასუხისმგებლობით. 

 

კახი კალაძეს მეტი ინფორმაცია აქვს და ეტყობა, ვეღარ მოითმინა - მის წამოყვირებას უნდა გამოვეხმაუროთ, მხარი დავუჭიროთ!

 

მით უმეტეს, რომ სირიაში მიმდინარე პროცესების ჩაქრობის კვალობაზე, ბევრი ვარაუდობს შავი ზღვის ირგვლივ ახალი წესრიგის დამყარების გამო მოვლენების განვითარებას. ამის კატალიზატორი სხვათა შორის კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე კონვენციაცაა, რომელსაც ა.წ. 12 აგვისტოს ხელი მოაწერა აქტაუში „კასპიის ხუთეულმა“ (აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ირანი, რუსეთი, ყაზახეთი). ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ რაღაც მზაკვრობა დევს სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიების სახელმწიფოებად აღიარებაში რუსეთის ფედერაციის მსგავსად. მაგრამ გასაშიფრია რაშია ამ მზაკვრობის არსი?

 

სავარაუდოდ, ესაა დაპყრობილ ტერიტორიებზე ქართველების სირიელებით ჩანაცვლების პროცესის განხორციელებისა და საქართველოს ამ ნაწილის დექართველიზაციის დამკვიდრების გეგმის ნაწილი.

 

ამ დროს როგორია საქართველოს პასუხი?

 

„საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის“!

 

ეტყობა აქ საქმე მთლად ისე მართლაც არ არის!

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონი მიღებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჰეგემონიის დასაწყისში - 2014 წლის 5 მარტს.

 

ის მუხლი, რომელსაც კახი კალაძე აკრიტიკებს და „ქვეყნის ეროვნული ინტერესების“ საწინააღმდეგოს, ანუ ანტიქართულს უწოდებს, მიღებულია ზემოთ მითითებულ კანონში დამატების სახით უკვე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჰეგემონიის პერიოდში - 2015 წლის 15 მაისს. 

 

ეს ნორმა შემდეგში მდგომარეობს: „მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“ (მუხლი 15, პუნქტი „კ“).

 

მოუმზადებელი მკითხველი ვერ შეამჩნევს და ამიტომ იმასაც ვიტყვი, რომ ამ „35000-ანი“ საქმე ვიღაცეებს სახრავადაც გადაუქცევია. უძრავ ქონებას რომ იყიდის ადამიანი, მას ფულის გადახდის დოკუმენტი კი არ უნდა წარმოვადგენინოთ, თურმე, არამედ უნდა შევაფასოთ. აქ ხომ პროცესები ვითარდება დღეების განმავლობაში, როდესაც ნივთის ღირებულება ვერ ასწრებს ცვლილებას და ბინადრობის მაძიებელმა დასტურად წარმოადგინოს იმის „ქვითარი“, რეალურად თუ რა გადაიხადა. მოცემულ ნივთზე ყველაზე სწორი საბაზრო ღირებულება ისაა, რაც ყიდვისა და გაყიდვის დროს დაფიქსირდება. ცინიზმია, როდესაც ამ საქმეში კანონმდებელი რევს შემფასებელს მაშინ, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია კანონი შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ.

 

კახა კალაძის ეს „დარტყმა“ ერთ-ერთი ულამაზესია მის პოლიტიკურ კარიერაში. 

გაუძლებს?

 

გაუძლებს თუ არ გაჩერდება მარტო იმაზე, რაც თქვა.

 

საკითხი უნდა განვითარდეს საერთოდ იმიგრაციული პოლიტიკის ძირეული ცვლილების მოთხოვნის მიმართულებით. თუ პარტნიორები საქართველოს დაუსვამენ საკითხს იმიგრანტების მიღების თაობაზე - პასუხი სწორი არტიკულაციით უნდა წარიმართოს. საქართველომ მისი წილი ყველაფერი უნდა გააკეთოს მსოფლიო თანამეგობრობაში და პარტნიორებთან მიმართებაში, მაგრამ იმ პროპორციით, რასაც სხვა აკეთებს. საქართველოს აქვს ფაქტობრივად იგივე ეკონომიკური ეფექტის მქონე პრობლემა, რაც იმიგრაციას მოჰყვება თან. ესაა 300 ათასიანი ლტოლვილი. ამასთან, რაც არ უნდა კვოტა დაწესდეს საქართველოსთვის მას უკვე მიღებული ჰყავს მოსახლეობასთან თანაფარდობით რადენჯერმე მეტი იმიგრანტი, ვიდრე ევროპულ ქვეყნებს.

 

ამიტომ საჭიროა „ღია კარის იმიგრაციული პოლიტიკა“ ძირეულად შეიცვალოს, რომლის ფარგლებში სასწავლო, სამკურნალო,სამეცნიერო, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და სხვა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე, იმიგრაცია უნდა იქნას დაშვებული.

 

საკანონმდებლო გამოცდილების ფართო სპექტრია სხვადასხვა ქვეყნებში.

 

ყველაზე გავრცელებულია საინვესტიციო ბინადრობა. საქართველოს კანონმდებლობის ეს ფორმა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“: „საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი“ (მუხლი 15, პუნქტი „თ“). 

 

კახი კალაძე სვამს ამ ნორმის 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტამდე გაზრდის აუცილებლობას.

 

მაგალითისთვის, კვიპროსზე 2 მლნ. ევროს უძრავი ქონება უნდა შეიძინო მოქალაქეობისთვის, ხოლო თუ სხვა აქტივებსაც ყიდულობ, მაშინ - 2,5 მლნ. ევრო; ბულგარეთში ინვესტიციების ზომა განსაზღვრულია 1 მლნ 24 ათასი ევროთი; ავსტრიაში მინიმალური ინვესტიცია განსაზღვრულია 10 მლნ ევროს ოდენობით და ა.შ.

 

ინვესტიციის გარდა, ბინადრობის მისაღებად გავრცელებულია ქვეყნისათვის სხვადასხვა ფონდებში თანხის შეტანა („ჩუქება“) (მაგ., მალტაში ეროვნული განვითარების ფონდს 650 000 ევრო უნდა აჩუქოს მოქალაქეობის მაძიებელმა), სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა, დადგენილია თუ რამდენი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას მაძიებლის ინვესტიციით და სხვ.

 

მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოცემულ ქვეყანაში დაბადება არის ბუნებრივი უპირატესობა და სიკეთე, რომ შენ როგორც ამ ქვეყნის მკვიდრს გეკუთვნის მთელი ქვეყნის სიმდიდრეში წილი. მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა გარედან იმიგრაციის გზით ამ სიკეთის წილს ყოველ მოქალაქეზე ამცირებს. ამიტომ შემოსვლის დროს რაღაცნაირად უნდა მოხდეს საჩუქრად - დაუმსახურებლად მიღებული სიკეთის კომპენსირება.

 

მნიშვნელოვანი საკითხია ბინადრობის უფლებისა და შრომის უფლების საკითხის გადაწყვეტა. საქართველოს კანონმდებლობა სრულ თავისუფლებას იძლევა დასაქმებისთვის ნებისმიერი ფორმით ბინადრობის დროს. ესაა კატასტროფული უმუშევრობის მქონე ქვეყნისთვის - საქართველოსთვის - ამ პრობლემის კიდევ უფრო გაღრმავება, როდესაც ამას არავინ არ გთხოვს.

 

სწორედ, რომ „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“!

 

და ბოლოს: უნდა ითქვას,  მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძემ მიზანმიმართული გასროლა გააკეთა, თუ გაუვარდა, გასროლის ხმა მაინც იყო, რომელიც მთლად მერანივით ვერა, მაგრამ თავის კვალს აუცილებლად დატოვებს. ეს საკითხი აუცილებლად შევა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების დღის წესრიგში. საზოგადოებისთვის ამ გასროლით უმნიშვნელოვანესი პრობლემის დაძლევის სეზონი უნდა დაიწყოს!

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: