Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (6)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
6-12-2018, 14:16
ნანახია: 207

ზნეობა და ეკონომიკა

რამაზ ნამიჭეიშვილი,

ეკონომიკის დოქტორი

სამეცნიერო საზოგადოება

„ნიკო ნიკოლაძის“ პრეზიდენტი

 

ეკონომიკა კაცობრიობის არსებობის თანმდევი პროცესია, ვინაიდან ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. სიტყვა „ეკონომიკა“ ბიბლიაში არ გვხვდება, იგი მერენდელია და ძველ ბერძენ მოაზროვნეს, სოკრატეს მოსწავლე ქსენოფონტეს ეკუთვნის, რომელმაც სამეურნეო საქმიანობის შესახებ დაწერილ თავის წიგნს „ეკონომიკოსი“ უწოდა. შემდგომში ეს ტერმინი „სახლმშენებლობად“ ითარგმნა და მასში  მონათმფლობელური (თვითონ ქსენოფონტე მდიდარი არისტოკრატი მონათმფობელი ყოფილა), საოჯახო მეურნეობის გაძღოლის ხელოვნება იგულისხმება. კერძოდ, როგორ მოპყრობოდნენ მონებს, ქონებას, ცოლებს, კვების პროდუქტების წარმოებას, შემოსავლის განაწილებას და ა.შ.

 

პრაქტიკული ასპექტით ეკონომიკა სამეურნეო საქმიანობაა, ურთიერთობების წესებია საოჯახო მეურნეობის, წარმოების სხვა ორგანიზაციული ფორმების სუბიექტებს შორის განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ამდენად ეკონომიკა ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის, მისი გამრავლების საშუალებაა - მას მატერიალური სამყაროს ობიექტური კანონები კი არ ამოძრავებს, ღმერთის მიერ ნაკარნახებ წესებს ემყარება, რომელიც მოცემულია ბიბლიაში. 

 

დაბადებაში დაწერილია, რომ ღმერთმა ადამიანს გაჩენამდე ყველა პირობა შეუქმნა, მიწა, წყალი, ცა, ხეხილი ხმელეთზე, ცაში ფრინველი და თევზი ზღვაში. ჭკუაც უბოძა და დავალება მისცა, არა მარტო მოეხმარა, არამედ მოევლო ყველაფერი იმისთვის, რაც საარსებოდ შეუქმნა. „ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვყანას და გამრავლდით მასზე“ (დაბადება. 9:3,7).

  

ღმერთმა ადამიანს ქცევის წესებიც დაუმკვიდრა. კერძოდ: არ გაიჩინოს სხვა ღმერთები, არ გაიკეთოს კერპები, წმინდა ჰყოს მეშვიდე დღე, პატივი სცეს მამასა და დედას, არ კაც ჰკლას, არ იმრუშოს, არ იქურდოს, არ გამოვიდეს ცრუ მოწმედ თვისტომის წინააღმდეგ, არ ინდომოს თვისტომის სახლი, თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან (გამოსვლა. 20). 

 

ცხოვრებისა და მიწის მოვლის წესებიც უკარნახა ღმერთმა მოსეს. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მოგცემთ მიწა თვის ნაყოფს, მაძღრად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში. მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, ხოლო თქვენ მდგურები და ხიზნები ხართ ჩემთან. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან. ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს-ღვთისა გეშინოდეს! - და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან. ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს. როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ, და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ. ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს (ლევიანნი. 25). 

 

ეს ამონარიდები იმისთვის მოვიტანე, რომ მეჩვენებინა ქსენოფონტე ეკონომიკური მეცნიერების სათავესთან კი არ დგას. იგი პირველია, რომელიც ეკონომიკას სამეცნიერო საფუძველს კი არ აძლევს, ღვთიური მმართველობის სივრციდან გამოყავს და არისტოკრატიის საკუთრებად ხდის.

 

სენოფონტეს მონა ადამიანად არ მიაჩნდა, მონათმფლობელობას სამართლებრივად სწორად თვლიდა, ფიზიკური შრომა - მონის საქმე ყოფილა, ხოლო  მათზე ზედამხედველობისა და მართვის ფუნქციები მონათმფლობელების ხვედრი. აქედან დაიწყო ათვლა უმცირესობის უმავლესობაზე ბატონობის წერილობითმა ისტორიამ, რომელმაც კლასიკურ ფორმას კაპიტალიზმში მიაღწია. ჩამოყალიბდა მწარმოებელთა (კაპიტალისტთა) კლასი და უქონელთა მთელი არმია, რომელსაც მარქსმა პროლეტარიატი უწოდა და გაამხნევა, რომ იგი კაპიტალისტების მესაფლავე იქნებოდა და ჯერ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში, ხოლო შემდეგ მთელ დედამიწაზე  პროლეტარიატის დიქტატურა დამყარდებოდა.

 

განა შეიძლება უმუშევართა არმიამ წაართვას ხელისუფლება მას, ვისაც წარმოება ეკუთვნის, ვისიც დაქირავებული იგი არის, ვისაც ძალაუფლება აქვს? ან და როგორ გაუძღვები წარმოებას, რომლის საკადრისი ცოდნა არ გაგაჩნია. ან და ვის მოუდის ასეთი აზრი წარმოებაში: მუშას თუ მოსამსახურეს? მარქსი გენიოსი იყო, კაპიტალიზმის კრიტიკოსი,  მაგრამ როგორ უნდა აპატიო ის, რომ კაპიტალიზმის ნგრევის ენერგია პროლეტარიატს  შეუნთო და ისიც შეაპარა, რომ შენ წინ შეგნებული კლასი-პარტია გაგიძღვებაო. როდის იყო ხალხის სიღატაკის გამო ისე შეწუხებულიყოს მდიდრების კლანი, რომ რევოლუციის გამო თავი სხვის სამსხვერპლოზე მიეტანოს-ხალხი უნდა ვიხსნაო. ვინ იგულისხმებოდა მუშათა კლასის ლიდერებად? 

 

ძვირფასო მკითხველო, ჩემს ადრინდელ შრომებში გახმაურებულ აზრებს გავიხსენებ. მარქსი ფინანსისტების სოციალურ დაკვეთას ასრულებდა, თორემ, ჯერ ერთი, გაუგებარია, რას ნიშნავს პროლეტარიატის შეგნებული მოწინავე ნაწილი, ანდა იყო კი იმპერიული რუსეთის ოქტომბრის რევულუციის ავანგარდში მუშათა ინტერესების გამომხატველი ინტელექტუალური ნაწილი? რომელი, მაგალითად, ლენინი თუ ტროცკი, სვერდლოვი თუ ძერჟინსკი?

 

როგორც უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ეკონომიკური ლიტერატურიდან ჩანს, ლენინს, ტროცკის და მათ ეშელონებს სულ ფეხებზე ეკიდათ იმპერიული რუსეთის მომავალი და მისი ხალხების კეთილდღეობა. აქ მთავარი მსოფლიო რევოლუციის ხანძრის ასაბრიალებლად რუსეთის იმპერიის ხალხების ასაფეთქებელ წამლად გამოყენება იყო.  

 

ტროცკი რუსეთის შესახებ წერდა: „ჩვენ უნდა გარდავქმნათ იგი თეთრი ზანგების უდაბნოდ, სადაც ისეთ ტირანიას შევქმნით, რომელიც არასდროს დასიზმრებია აღმოსავლეთის ყველაზე საშიშ დესპოტებსაც კი. სხვაობა იმაშია, რომ ეს ტირანია იქნება არა მარჯვნიდან, არამედ მარცხნიდან, და არა თეთრი, არამედ წითელი. სიტყვა წითელის პირდაპირი გაგებით, ვინაიდან ჩვენ დავღვრით სისხლის ისეთ ნაკადებს, რომელთანაც შედარებით მორცხვი და  უფერული აღმოჩნდება  კაპიტალისტური ომების ყველა ადამიანური დანაკარგი. 

 

ოკეანის გაღმელ უმსხვილეს ბანკებს ჩვენთან უმჭიდროესი კავშირი ექნება. თუ ჩვენ მოვიგებთ რევოლუციას და დავცემთ რუსეთს, მაშინ მის ნანგრევებზე განვამტკიცებთ სიონიზმის ხელისუფლებას და ისეთ ძალად ვიქცევით, რომლის წინაშე მუხლს მოიდრეკს მთელი მსოფლიო. ჩვენ ვაჩვენებთ რას ნიშნავს ნამდვილი ხელისუფლება. ტერორის, სისხლიანი აბანოების გზით  რუსულ ინტელიგენციას დავიყვანთ სრულ გამოტვინებამდე, იდიოტიზმამდე, ცხოველურ მდგომარეობამდე. 

 

ახლა ჩვენს ტყავისქურთუკიან ახალგაზრდებს-საათის ოსტატების შვილებს ოდესიდან, ორშადან, გომელიდან და ვინიციდან შეუძლია ეზიზღებოდეთ ყველაფერი რუსული! 

 

რა სიამოვნებით გაანადგურებენ ისინი ფიზიკურად რუსულ ინტელიგენციას - ოფიცრებს, აკადემიკოსებს, მწერლებს“. 

 

და მართლაც: რამდენიც დასცალდათ, რუსეთში სისხლის გუბეები არ მოწყენია ტროცკის და ლენინს. რას ემყარებოდა ტროცკი, როცა ასე გაბედულად წერდა რუსი და სხვა ერების სისხლიან ტერორზე, ხალხების ამოწყვეტაზე? 

 

ფული უყვარდა, სხვების ხარჯზე ცხოვრება სურდა. რევოლუცია დაუკვეთეს რუსეთში, ტროცკიმ ამერიკის პრეზიდენტ ვურდო ვილსონისგან, თანამედროვე კურსით, 200 ათას დოლარზე მეტი მიიღო. ბელადი ლენინიც ფულის და იოლი ცხოვრების მოტრფიალე გახლდათ. მის უკან ალექსანდრე პარვუსი, იგივე იზრაელ გელფანდი იდგა და რევოლუციის კვალზე აგეშებდა მას. 

 

რევოლუცია, რომელიც ჩაფიქრებული იყო, მოხდა. უცხოელმა ბანკირებმა დანახარჯი ასმაგად და მეტად აინაზღაურეს, რუსეთის სიმდიდრეები ხელში ჩაიგდეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოხოცეს, გააღარიბეს, ლუმპენებად აქციეს. რუსეთის იმპერიას, როგორც რესურსებით მდიდარ ქვეყანას, მთელი დასავლეთი სამყარო უტევდა, მაგრამ ღმერთს არ სურდა მისი დაღუპვა. მეფის რუსეთის იმპერიის ადგილზე ახალი ინტეგრაციული სახელმწიფო წარმოიქმნა საბჭოთა კავშირის სახით, რომელმაც მოგებისადმი კაპიტალისტური ეკონომიკის ზღვარდაუდებელ მისწრაფებას ხალხთა თანამშრომლობის პრინციპები დაუპირისპირა და ქვეყანა სახალხო მეურნეობის დარგების მთლიანობის ნაციონალურ სახელმწიფოდ იქცა, რომელმაც სწრაფად დაიწყო განვითარების ტემპების მატება. 

 

უზნეო კაპიტალისტურ სისტემას ხილის სხვისი ხელით მოკრეფის მეთოდი მოაგონდა და კეხი შეაბრუნა-გერმანიაში პატივმოყვარე აგრესორი ჰიტლერი შეამჩნია, პირი საბჭოთა კავშირისაკენ უქნეს და დააყარეს ფინანასები ინგლისიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თვით გერმანიაშიც გაიღეს ხელი მრეწველებმა და ბანკირებმა.

 

გაჩნდა მსოფლიო მოძრაობა - ყველა ერთის წინააღმდეგ. ერთმა სძლია ყველას და მსოფლიო ხალხებს დაანახა, რა შეუძლია სახალხო სახელმწიფოს, რომელსაც ღმერთის რჩეული მართავს. მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდი საბჭოთა ეკონომიკისა და მისი ინტელექტუალური აღმავლობის მსოფლიო ახალი პრეცედენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მეორე მსოფლიო ომით ყველაზე მეტი ხეირი ნახა, საბჭოთა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ზრდის მასშტაბები იმით აწუხებდა, რომ მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან სსრ კავშირი წინ გადაუსწრებდა და მსოფლიოს პირველი ქვეყნის ადგილს დატოვება მოუწევდა. რაკი გარედან საბჭოთა სოციალიზმი ვერ შელახეს, ძველ ანდაზას მიეკედლენ: ციხე შიგნიდან ტყდება სხვისი ხელებით და შენი ფულით. მაცხოვარიც ხომ მისმა მოწაფემ გაყიდა 30 ვერცხლად. ცდუნება ფაქტია და მაცდუნებელი ყოველთვის ჩრდილშია, ხელები სულ დაბანილი რჩება, რაც თავის გასამართლებად იოლია, რატომ შეცდა მერე, ეთქვა უარი და დაისვენებდა. ესეც ფარისევლობაა. ვიღაცა ყოველთვოს სცოდავს, რაღაც აკლია, უღმერთოა, ხარბი და გაუმაძღარი! 

 

მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან კაპიტალიზმი კიდევ უფრო გასცდა ზნეობას და უტიფრად  სასტიკი შეიქმნა. იგი დაშორდა ქვეყნის ნაციონალობის დაცვის ინტერესებს და სული ფულს მიყიდა, ახლა მისთვის უმთავრესი წარმოება კი არა, ფული შეიქმნა და მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდა, ვინაიდან ფულს სუნი არა აქვს. ეს არ გამორჩენია სტალინს ყურადღებიდან და აღნიშნა კიდეც თავის სიტყვაში 1952 წლის 14 ოქტომბერს. გააფრთხილა სხდომის მონაწილე კომუნისტური და მუშათა სახალხო დემოკრატიული პარტიები ხელში აეღოთ თავიანთი ქვეყნების მართვის პასუხისმგებლობა და ყოფილიყვნენ პატრიოტები. 

 

სატანური აზრი სხვას ფიქრობდა. სულ არ აინტერესებდა ხალხი და მისი კეთილდღეობა. ფინანსური იმპერიის უზნეობამ თავისი გაიტანა და ჯერ ხელისუფლება შეცვალა სსრ კავშირში, შემდეგ ეკონომიკა დააქცია და ბოლოს საფუძველი მოურღვია სოციალიზმს მსოფლიო მასშტაბით. უზნეობა ზენიტში ავიდა. ფინანსური კლანები მოსახლეობის უმრავლესობას ლუკმა პურს აცლიან პირიდან, სიღატაკის სივრცეს უფაროებენ, ექსპერიმენტებად იყენებენ. დრო მიდის და უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო ღრმავდება. „უთანასწორობა ტანჯავს ყველას. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც არ არის თანსწორობა“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იმ კიმმა. განსაკუთრებით გამწვავდა უთანასაწორობა სოციალისტური ბანაკის მოშლის შემდეგ. რუსეთში მოსახლეობის მდიდრების 10%-ის შემოსავლები 26 ჯერ აღემატება ღარიბების 10%-ის შემოსავლებს. მძიმე მდგომარეობაა აშშ-შიც. თანამედროვე ამერიკელის საშუალო ფენის ხელფასი გასული საუკუნის 70-იანი წლების დონეზე ჩამოქვეითდა.  დაფრთხა თამამი უზნეობა. უკან ნაბიჯის გადადგმა იკადრა. ზ. ბზჟინსკიმ კაპიტალიზმის სიცოცხლის გახანგრძლივება სოციალიზმის არსებობას დაუკავშირა, თუმცა არ უთქვამს კაპიტალიზმის რა ავადმყოფობას გულისხმობდა, რომელსაც სოციალიზმი წამლად გამოადგა. რისი შიში ჰქონდა, რა უნდა ყოფილიყო მისი დაღუპვის მიზეზი, არ უთქვამს. 

 

როგორც ჩანს, სოციალიზმი კაპიტალიზმის საპირწონე იყო. პარადოქსულია, - წერს უნგრელი ფილოსოფოსი გაშპარ ტამაში, - მაგრამ დღეს რაც ლიბერალურ დემოკრატიას აკლია, არის სოციალიზმი. დღესდღეისობით, არ არსებობს მაკომპენსირებელი ძალა, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას დემოკრატიულობას შეუნარჩუნებს. დღევანდელი მმართველი კლასები უსაფრთხოდ არიან სისტემის შიგნით. ამგვარად, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რასაც თვით ფაშისტებიც ვერ გაბედავდნენ. ისინი ამცირებენ რეალურ ხელფასებს, პენსიებს, კეთილდღეობის სისტემებს, საჯარო სკოლებს, უფასო ჯანდაცვას, იაფ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობას და ა.შ. ვინ გააჩერებს მათ?

 

- ჩვენ - განაგრძობს იგი - გვჭირდება დღეს არსებული კაპიტალიზმის საპირწონე ძალა უბრალოდ იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს. 

 

იმედგაცრუებას ვერ მალავს 96 წლის მსოფლიო დიპლომატი: “კაპიტალიზმის იდეამ ვერ გაამართლა. ამ მიზნისკენ საკუთარმა შვილიშვილებმა მიბიძგეს. თანამედროვე ადამიანებს ყველაფერი აქვთ და ამავე დროს-არაფერი. ჩვენ არაფერი არ გვახარებს, ჩვენ ჭეშმარიტად ბედნიერები არ ვართ. საბჭოთა ადამიანს შეეძლო გულწრფელად გახარებულიყო ისეთი უბრალო ნივთებით, როგორიცაა ჯინსები, ტუალეტის ქაღალდი ან შებოლილი ძეხვი და ამიტომ სრულფასოვნად ცხოვრობდა, მთელი მკერდით სუნთქავდა. ჩვენ ის გავათახსირეთ, კარი გავუღეთ იმ სამყაროში, სადაც სიუხვის ბრჭყვიალა სატყუარას უკან  კაპიტალიზმის ველური კანონები იმალებოდა!

 

ვენ მხოლოდ სექსი გვქონდა, მათ სიყვარული ჰქონდათ. ჩვენ მხოლოდ ფული გვქონდა, ხოლო მათ-გულწრფელი ადამიანური მადლიერება. და ასე ყველაფერში. ძნელია მიწოდოთ მე სოციალიზმის მიმდევარი, მე დასავლურად მოაზროვნე დასავლელი კაცი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ საბჭოთა კავშირში ნამდვილად იზრდებოდა ახალი ადამიანი, შეიძლება ითქვას-homo soveticus. ეს ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა და მე ვწუხვარ, რომ დავანგრიეთ ეს ნაკრძალი. შესაძლოა, ეს ჩვენი უდიდესი დანაშაულია“. 

 

მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს სულიერმა მოძღვარმა გულში ვერ შეინახა ის, რასაც ზნეობა არ ანებებს ასეთ ადამიანს საიდუმლოდ ჰქონდეს!

 

სულიერება მატერიალურზე მაღალია, ვინაიდან მისგან იქმნება, აკი პირველადი იყო და ახლაც არის, სიტყვა. მეორეა, როცა ადამიანს გაჭირვებაზე უფრო სოციალური უთანაბრობის ასიმეტრია ტანჯავს; მონურ ყოფაში მხეცად იქცევა ან საბრალო უმწეო ხდება. ამის ფონზე გავიხსენოთ როგორ თუ იქცევიან ქართველი ლიბერალები! ჭამაში ღორს სჯობნიან, ვინაიდან გაუმაძღრები არიან. არც მორალი აწუხებთ, არც პასუხისმგებლობა იციან. მადლიერება, რის შესახებ წერს აღიარებული დიპლომატი, მხოლოდ მაღალგანვითარებული ზნეობრივი ადამიანის შინაგანი კულტურაა. ლიბერალებს, მით უფრო, ნეოლიბერალებს, საერთოდ არა აქვთ არანაირი ადამიანური გრძნობა, სიბრალული, სამშობლო და ქვეყანა მათვის იდენტური ცნებებია. „აი, ასე თუ გავარჩევთ პუნქტებად, სრულიად ცხადი გახდება: საბჭოთა სისტემა დაიქცა არა შიდა სისუსტის ძალით. ეს სისულელეა, იგი სიცოცხლისუნარიანი იყო, მას შეეძლო მუდმივად ყოფილიყო. ეს იყო დასავლეთის გრანდიოზული დივერსიული ოპერაცია. მე ვამტკიცებ და ვიცავ ამას. ამ დივერსიულ ოპერაციას 20 წელიწადი ვსწავლობდი, ვიცი ტექნიკა-როგორ კეთდება ყოველივე ეს. ამ დივერსიის დამამთავრებელი ოპერაცია იყო გორბაჩოვის გაყვანა გენმდივნის პოსტზე. ეს იყო დივერსია. იგი არა მხოლოდ აირჩიეს, არამედ გაიყვანეს, და გორბაჩოვის მთელი შემოქმედება, ხოლო შემდეგ ელცინისა, გამყიდველების შემოქმედება იყო. მათ დაანგრიეს პარტიული აპარატი, დაშალეს პარტია, დაშალეს სახელნწიფო აპარატი“.  

 

ალ. ზინოვიევი ცნობილია არა მხოლოდ, როგორც რუსი აკადემიკოსი ფილოსოფოსი, არამედ ერთი სამთაგანი მსოფლიოს საუკეთესო ლოგიკოსებიდან. ახალგაზრდობაში სტალინის მოკვლას ცდილობდა, ვერ იტანდა, მისი ტერორისტი იყო. ბედის წყლობით გადაურჩა დახვრეტას, მერე ანტისოციალისტი გახდა, რის გამოც საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს. საზღვარგარეთ ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, აშშ, იაპონიაში. მერე როცა ყველაფერი თავისი თვალით ნახა, რუსეთში დაბრუნდა საცხოვრებლად და საჯაროდ განაცხადა, რომ საბჭოთა სოციალიზმი ხალხის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო პერიოდი იყო, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ მოსწრებია, ხოლო მისი კონსტრუქტორი განუმეორებელი პიროვნება არის კაცობრიობის ისტორიაში. 

 

ახლა ყველა ობივატელს და ტელევიზიებით განათლებულს, დასავლეთის ხმას აყოლილს, უკან მოხედვა არ უნდა, ციდან ჩამოფრენილივით ხელს იქეთ იშვერს, საიდანაც ჩამოვარდა. შეიძლება არ მოგწონს ესა თუ ის პარტია, ქვეყნის მოწყობის ეკონომიკური სტრუქტურა, მაგრამ რა უფლება გაქვს დაანგრიო იგი, მითუმეტეს, შენი ქვეყნის მტრების ხელშეწყობით და მშიერი დატოვო მილიონობით ადამიანი, რომელსაც გუშინ სამსახური ჰქონდა? დანგრევა მაშინ არის გამართლებული, როცა მის ადგილზე უკეთესი აშენდება, როცა ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდება. დავანგრიეთ, ხელებიც დაგვიბანიაო - აი, უზნეობისა და ჭკუასუსტობის ერთერთი ნიშანი. 

 

მამაპაპათა სისხლითა და სიცოცხლით დაცულ მიწაზე უმადურები ორგიებს აწყობენ და იცინიან, რისთვის იკლავდნენ თავს წინაპრებიო. ისევ წამოიზარდა პარაზიტი უმცირესობა და ფულიანთა კლანები შექმნეს. რაც ხალხმა მძიმე ჟამს ისევ ხალხისთვის შექმნა, დასავლეთიდან დაგეშილებმა ჩაიჯიბეს და გუშინდელი საქმიანი მასა ქუჩაში გამოყარეს! 

 

უზნეობა ყვავის საქართველოში: ძარცვავენ, ყიდიან, მიწასთან ასწორებენ ქვეყანას. ფულის სიხარბე ყველაფერს კადრულობს. ერთმანეთს ეცილებიან სამშობლოს ძარცვაში. საქართველო ღარიბია ახლა ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით, მაგრამ ნახეთ როგორ ებრძვიან ერთმანეთს არჩევნებში პარტიები და ასოციაციები, გაერთიანებები თუ რაღაც კავშირები ხელისუფლებაში მოსასვლელად?! ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საშუალებად მხოლოდ ხელისუფლებაში მოხვედრა მიაჩნიათ. ქვეყანას მილიარდერი ვერ იხსნის, ეს თურმე ამა თუ იმ პარტიას შეუძლია, რომელსაც აქამდე დამოუკიდებლად არაფერი შეუქმნია და დიდ საქმეებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წამოიწყებს! ეს ისეთი ფარისევლობაა, როგორც დიდი ფულიანის განცხადება: თუ მხარს დამიჭერთ არჩევნებში, ბევრი ფული მაქვს და აგაშენებთო. ფულის შოვნის უნარს წინ მონადირის ინტერესი უსწრებს, როცა ფულის მოხვეჭის სურვილი არ ცხრება და ვერც საზღვარს ხედავს, რომლის იქით უნდა დამთავრდეს ფულზე გამოდევნება. 

 

 

ბილ გეითსი 86 მლრდ. დოლ. პატრონია. 18 წელიწადი უდგას სათავეში მსოფლიოს მილიარდელთა. სიას. ახლაც არ ცხრება და თვითონაც არ იცის, სადამდე გასწევს მისი ინტერსების ზღვარი. მაგრამ მან კარგად იცის თავისი საქმიანობის სივრცე, მხოლოდ ბიზნესი, ქველმოქმედება და არა პოლიტიკაა, არ შეუძლია იყოს ორი ბატონის მსახური.

 

საქართველოში საქმე უმძიმესია. ყველა ფულს გაეკიდა და ეს უნარის გამოვლენა კი არ არის, მხოლოდ ქურდობა, თვალთმაქცობა, მითვისება, ხალხის ძარცვაა ყველა მეთოდით, სულის მიყიდვა მსოფლიოს ფარულ ორგანიზაციებზე, გარყვნილებისა და ეროვნული დეგრადაციის სადღეღამისო პროპაგანდა მასმედიის ყველა საშუალებით. სრული დატვირთვით მოქმედებს, როგორც აბრამ ხომსკიმ შეამჩნია ადამიანთა მანიპულირების ათი მეთოდი. 

 

ყურადღების გადატანა არსებითიდან მეორეხარისხოვანზე, მაგალითად, ფაროსანასთან ბრძოლოს ნაცვლად ყურადღების აქცენტირება კანაფის კულტივირებაზე, სახელმწიფოს ეკონომიკის მართვაში მონაწილეობის ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანის საზოგადოებრივი აზრის გამომუშავება, მაგალითად, სატარიფო განაკვეთების ცვლილებების მონოპოლიური უფლებების უგულებელყოფა, აღსრულების გადავადება, გადასახადების შემცირება, მსმენელის შეცდომაში შეყვანა, საარსებო მინიმუმი საქართველოში, მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსაჯაზე, რომელიღაც ცნობილი თუ გახმაურებული პროგნოზირების ცენტრის წინასწარი მონაცემები, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მდაბიო განათლების კულტივირება, უძველესი ქართული კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებებიდან საზეპირო ადგილების მოსაწავლეთათვის არასავალდებულოდ გამოცხადება, წაქეზება გაუნათლებლობისკენ, უხამსი, მდაბიო ლიტერატურული ნაწარმოებების პროპაგანდა, საკუთარი დანაშაულის გრძობის გაძლიერება „ღარიბი იმიტომ ხარ, რომ არ მუშაობ“, ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, ვიდრე თვითო იციან საკუთარ თავზე. დიდი ტყუილის მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადება ხშირ-შირად ადამიანის გონებაში ჭეშმარიტებად იბეჭდება. 

 

რა თქმა უნდა, ზნეობა მარტო მოვლებისა და ადამიანებისადმი დამოკიდებულება არ არის, კაცის ყოველდღიური ფიქრი და აზრია იგი. რა მიგნებულად წერს დარიო სალასი თავის წიგნში „მორალის ფიზიკა“. აზროვნება გამოსხივებაა, რომელიც ზეცაში ადის და ადამიანებს უბრუნდება ზეციურ ბედნიერებად ან უმძიმეს კატაკლიზმებად დამოკიდებულებით იმისგან, თუ რამდენად ზნეობრივია ცისქვეშეთის ბინადართა ყოველდღიური ფიქრი, აზროვნება და მოქმედება. 

 

უზნეობის გამო არის ის, რაც დღეს სჭირს კაცობრიობას და ისიც, რომ უფსკრულისაკენ მიექანება. რამდენიმე ათეული წლის წინათ, ბიბლიური კატასტროფები, წარღვნა და სოდომ-გომორი ცოტა გაზვიადებული მონათხრობი მეგონა. ახლა როცა ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება, თუ როგორ კარგავს ადამიანი ყველაფერ იმას, რაც მას ამაღლებულს ქმნიდა, რომ შვილებს ამგვარი ადამიანების მაგალითზე ზრდიდნენ მშობლები, მცხეთობა მემართება და არ ვიცი სამშობლოს რამდენად ვვარგივარ. ახლაც ყურში ჩამესმის დაწყებით კლასში მირონცხებული მასწავლებლის მიერ წაკითხული ზოია რუხაძის ლექსი დედას რომ გამოუგზავნა გესტაპოს ჯურღმულებიდან. სიცოცხლე, თუ ის ღვთიური არ არის, სულის ტაჯვაა, სხეულის სიმძიმეა, „სიკვდილს ჰგავს და უარესია“.

 

ტყუილი, სისტემატური, თანაც უტიფარი ამძიმებს ხასიათს, აჩლუნგებს ადამიანის აზროვნებას და შემოქმედებას. რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ტელევიზიით, და როგორც მოსალოდნელი იყო, იმას მოჰყვა მისი თანაპარტიელების ქება-დიდება და სისხლიანი მოწინააღმდეგების ლანღვა-გინების კორიანტელი. ბუნებრივია, არცერთი არ არის ზნეობრივი და ქვეყნისთვის სასიკეთო. უბრალოდ, ადამიანურად მიუღებელია.

 

აი, ნახავთ, ყველაფერი ერთ წელიწადში გამოსწორდება! 

 

როგორ, გამოსწორდება ერთ წელიწადში ხალხის მდგომარეობა, თუ სამართლიანობა დამკვიდრდება, ლარის კურსს დაარეგულირებს თუ ტარიფებს შეამცირებს?! შეიძლება რაღაც რეზერვები გამოიძებნოს, პენსიების და  შეღავათების მცირეოდენ გასაზრდელად, მაგრამ ეს მოსახლეობის ცხოვრების მნიშვნელოვან წინსვლას არ გამოიწვევს, თუ მას საფუძვლად ნაციონალური პროდუქციის პროტექციონისტული პოლიტიკა, შრომის სტიმულირება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უზრუნველყოფა არ ექნება! ამის შესახებ პარტიის ლიდერს არაფერი უთქვამს. უფრო უარესი: საერთოდ არ გახსენებია გრუნტქვეშა სასმელი წყლის უზარმაზარი საექსპორტო შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას, როგორც ამას დიდი ხანია აცხადებენ პროექტის ავტორები, მძიმე მდგომარეობიდან სწრაფად გამოიყვანს. 

 

უფრო შორს წავიდეთ: ვინ იმალება კანაფის კულტივირების პარლამენტში წარდგენილი პროექტის უკან? 

 

„ოცნების“ ლიდერის დაქირავებულმა პიარტექნოლოგმა კარგად შეაფასა საქართველოში შექმნილი სიტუაცია და ბავშვური მიამიტური გულუბრყვილო საუბრის პიარში შეფუთვით თავის დამქირავებელს გაუნათლებელი მასობრივი მომხმარებელი შესძინა. რას ვეძებთ ჩვენ: თბილ ადგილს სიამოვნებისთვის ქვეყანაში თუ ურთულეს და უმძიმეს ადგილს სამშობლოს სამსახურისთვის?! თბილისის უნივერსიტეტის შექმნის სათავეში მდგომმა სულმნათმა ივანე ჯავახიშვილმა რექტორობა თავისთვის კი არა, ოდესიდან მოწვეული პეტრე მელიქიშვილისთვის ისურვა, საქმისთვის ასე სჯობს. ძალიან ჩამოვრჩით, ჩვენზე უკეთესს კი არ ვეძებთ სახელმწიფო სამსახურისთვის, თვით იმ სამსახურის მიტაცება გვინდა საკუთარი თავისთვის. არ გამოვა აქედან ხეირი. მეორედ უნდა დავიბადოთ ახალი თაობის სახით!

 

600 ათასი გაჭირვებულის საბანკო ვალების გასტუმრება ნამდვილი კეთილშობილი საქმეა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ეკონომიკური მიმართულება. ეს ის საქმეა, რომელსაც კეთილი მდიდარი აკეთებს ღარიბი და უღარიბესი მოსახლეობისთვის. ეს მისი მორალური სახეა, სინამდვილე ის არის, რომ მისი ადგილი ადგილი არ არის ხელისუფლებაში. ეს მან თვითონაც კარგად იცის, მაგრამ იგი მილიარდერთა საზოგადოების წევრია და იმ საზოგადოების წინააღმდეგ ვერ წავა. ვერც ქვეყნის წინააღმდეგ გამოუვა წასვლა, მას მხოლოდ დროებით შეუძლია ხალხის აყოლიება, რომ საქართველო ხელში ჩაუგდოს ფინანსურ იმპერიას. მაშინ ეს ის წერტილი იქნება, რომელიც საბოლოოდ დაესმება საქართველოს ეროვნულობას. ახლა ორცეცხლში იწვის და თუ საქართველოს ჰყავს ღირსეული შვილები, უნდა შეეშველონ გეენიაში ჩავარდნილ თავის მილიარდერს და ხელმძღვანელობის მისთვის აუტანელი მძიმე ტვირთი ჩამოაშორონ! 

 

ისიც ითქვა, რომ ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში დემოკრატია ძნელად რეალიზებადია. რა თქმა უნდა, ტელევიზიებიდან ხალხის მართვა ძნელია და არაეფექტიანი. დემოკრატიას ჩვენ ვუწოდებთ ქვეყნის მართვას ხალხის მეშვეობით. აქ სამი კითხვა ჩნდება: ვინ მართავს, რისთვის მართავს და რას ელოდება, რა იქნება რეზულტატი. 

 

დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში დგანან დასავლეთიდან შემოგზავნილი ქართულგვარიანი ფულზე დახარბებული ვასალები. ისინი საქართველოს სასარგებლოდ ვერაფერს გააკეთებენ, არა აქვთ ასეთი მიზანი. დაკვირვებული მკითხველი ადვილად მიხვდება, როგორი ბოღმა და აგრესია აქვს „ნაცების“ საარჩევნო კანდიდატებს, თუნდაც გრიგოლ ვაშაძეს. ეს თანდათან შიშვლდება ხალხის თვალწინ, რომელიც მას ზურგს შეაქცევს რანაირი ხელგაწვდილი არ უნდა იყოს მის უკან მდგარი თითქოს ცალკეულ პარტიებად დანაწევრებული, მაგრამ მაინც მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქვეყნის გარეთა პატრონების დავალებით ყველაფერს იკადრებს ისედაც დაულეგებელ ქვეყანაში არეულობის ახალი ნაკადის ასაზვირთებლად! 

 

გამოდის, რომ მმართველი პარტია და მისგან მოგონილი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ორივე სუსტია და ხალხს მობეზრებული ჰყავს!

 

ჩვენ ყოველთვის თვალი უცხოეთისაკენ გაგვირბის, თორემ ქართული დემოკრატია ისტორიული რეალობა არ არის? რამდენი მეფე ეცხადებოდა უბრალო ხალხს გლეხური ტანსაცმლით, რომ ჩუმად, ყველას შეუმჩნევლად თავისი თვალით ენახა, როგორ ცხოვრობდა და რას ფიქრობდა ხალხი, რომლის პატრონიც თვითონ იყო?!

 

აკაკი წერეთელი ხომ გლეხის ოჯახში მიაბარეს აღსაზრდელად, წერეთლებს შვილები არ უყვარდათ თუ ბავშვის მომვლელს ვერ იშოვნიდნენ საწერეთლოში. მომავალ ბატონს უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა ქვეყნის საფუძვლებში-ოჯახებში, როგორი იყო ხალხის ცხოვრება, რომ მერე ქვეყნის მართვა შესძლებოდა. „ჩვენი“ სახელისუფლო კანდიდატები ისე გაუუცხოვდნენ თავიანთ ხალხს, რომ მასთან საუბარი არ შეუძლიათ. 

 

წმინდა პიარის ნაწილია განცხადება, რომ საკადრო პოლიტიკა გატარდება და პროფესიონალებს დააწინაურებენ. დეკლარაცია მისაღებია, მაგრამ მორალურ-ზნეობრივი პროფესიონალური კადრების დაწინაურების პრეცედენტები რიცხვობრივად იმაზე ნაკლებია, ვიდრე თითები ცალ ხელზე. მეორეს მხრივ, განა სპეკულაციურ ეკონომიკას მაღალპროფესიული კადრები სჭირდება? ძველის მხოლოდ ახალი სახეებით ჩანაცვლება საკადრო პოლიტიკად ვერ ჩაითვლება!

 

განათლება და მეცნიერება სპეკულაციურ ეკონომიკას არ სჭირდება. ამიტომ, სრულად გასაგებია, თუ რატომ არ მოხვდა იგი „ოცნების“ ლიდერის სატელევიზიო სპექტაკლში. ნიჭიერი ახალგაზრდები განვითარებული ქვეყნების იოლი ნადავლი ხდება, სამშობლოს ინტელექტუალური არმიის შევსების წყაროები თანდათან კლებულობს. ქვეყნის 50-ზე მეტი უნივერსიტეტი სახელმწიფო შეკვეთების გარეშეა. შეიძლება რაიმე წინსვლის იმედი გქონდეს ინოვაციური ეკონომიკის გარეშე? პრიმიტიულად აზროვნებენ, ვინაიდან პირველყოფილი საზოგადოების ეკონომიკაში იმყოფებიან. აქ გაკეთება არავის სჭირდება, დასწრების, შეგროვების უნარი საკმარისია. ხვეტავენ და ითვისებენ მას, რაც წინა თაობებმა შექმნა მომავლი თაობების საკეთილდღეოდ. ამათ შეგროვებას ვინ დაანებებდა, მაგრამ კარებთან დაბმული უცხო ჯიშის ძაღლები ჯაჭვს აიწყვეტენ, როცა გავააქტიურდებით და  ჩვენი აქტიურობის შემხედავები გაბრაზდებიან. 

 

საქართველოში აშშ სახელისუფლო ორპარტიული სისტემის დანერგვა სურთ, რაც დამღუპველი იქნება ჩვენთვის, რადგან, ვითომცდა ერთმანეთისგან განსხვავებული ორი, ხოლო სინამდვილეში ერთმანეთის იდენტური პარტიები ერთიანი ფინანსური იმპერიის ინტერესების ორთავიანი ერთსხეულები ახალი ზღაპრის ვითომ გმირები არიან. 

 

ქვეყნის ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების  დაფინანსების პრაქტიკა უნდა მოიშალოს, რასაც საკმაოდ დიდი მოცულობის თანხების გამოთავისუფლება მოყვება, თანაც ათასი ჯურის ბედის მაძიებელთა ლაგამაშვებული ჯირითი პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციაზე, შემცირდება. 

 

ქართველ ერს აქვს თავისი არსებობის გრძელი ისტორიის მანძილზე  აკუმულირებული მკვებავი ეროვნული ენერგია, დავანებული მისი ისტორიის ანალებში. ეს არის უხუცეთა დარბაზი, ინტელექტუალურ ჭაღაროსანთა სათათბირო, ბრძენი აზროვნების მრჩეველთა ინსტიტუტი ხელისუფლების პირადი ამბიციების ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სივრცეში მოსაქცევად. რატომ გვიკანკალებს ხელები დავარისხოთ ზარები და ვუხმოთ ბრძენთა სათათბიროს, დავსხდეთ ნამუხარ პაპებთან და მამებთან, ვუსმინოთ დაღვინებულ აზრებს. ვინ გვირჩია განცალკევება? უხუცესთა დარბაზი (შინაარსია მხედველობაში) ჰქონდა არა მხოლოდ მეფეებს, სოფელსაც უხუცესები პატრონობდნენ. მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში და რუსეთის სხვა ქალაქებში დღესაც მოქმედებს უხუცესთა საბჭოები, მაგალითად, ყაბარდო-ბალყარეთში, დაღესტანში, ყუბანში და ა.შ. ასე რომ ქართული უხუცესთა დარბაზს თავის მეზობლებთან საერთო ენის მონახვა არ გაუჭირდება!

 

შეუძლებელია ქვეყნის მართვა მისი ხალხის ზნეობრივი მემკვიდრეობის ცნობიერების გარეშე. ერს თავის გამორჩეულობის გევრდით, ნაკლოვანებების ნიშნებთან ერთად უარყოფითი თვისებები  ახასიათებს, რასაც თავისი გამოვლენის ფორმები და ფაქტორები გააჩნია. მართვა სჭირდება ნაკლოვანებებსაც. დავით აღმაშენებელმა იცოდა, რომ „უძველესი დროიდანვე ქართველები უფროსთა ორგულნი არიან ბუნებით, რამეთუ როდესაც განდიდდებიან, გასუქდებიან, დიდებას და განსვენებას იპოვნიან, იწყებენ ფიქრს ბოროტისათვის!

 

ერი ზნეობით შესალტული თუ არ არის მთლიანობად, თავისუფალი ვერ იქნება ავადმყოფურ ნაწილებად განიბნევა. ხელისუფლება ქვეყნის მსახურების ნაცვლად მისი სამშობლოს დამაქცევართა სამსახურშია, ბევრი საზღვარგარეთ გაქცევით შველის თავს, ბევრი სამზადისშია, აქეთ დარჩენილები ერთმანეთს ეჯიბრებიან ძარცვა-ყვლეფაში. წონაში გატყუებენ, საბანკო სესხებით ტყავს გაძრობენ, ტარიფებს ზრდიან, ახალგაზრდებს რყვნიან, ფულიან მუსულმანებს და არაბ შეიხებს ქართველი ხარჭები რიგებს უქმნიან, გაუნათლებლები ლექციებს კითხულობენ, მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს თავიანთ ქართაში მიერეკებიან-ნამდვილი სწავლა ასე შეიძლებაო. წამლების ნაცვლად საწამლავს გვთავაზობენ, საღი პროდუქტების მაგიერ გენმოდიფიცირებულს ან  ვადაგასულს და უვარგისს ყიდიან, ბინების ნაცვლად სასახლეებს იშენებენ, მშივრები ქუჩაში ყრიან, უმუშევრები შესამჩნევ ადგილებში გუნდებად დგანან, იქმენ ვინმეს გაუღიმოს ბედმა! 

 

2018 წელი დიდი ნიკო ნიკოლაძის, მამულის სიყვარულისა და მსახურების მასწავლებლის და სამშობლოს თავდადებული მოღვაწის დაბადებიდან 175-ეა. რა უნდა უწოდო ხელისუფლებას, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავის იუბილისთვის ვერ მოიცალა?

 

მიმაჩნია, რომ ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესების სივრცეში მოძრაობის მარეგულირებელი, მაკორექტირებელი ინსტიტუტის როლი შეუძლია შეასრულოს უხუცესთა დარბაზმა, თუ საბჭომ, რომელიც ახლა ქვეყნის ინტელექტუალური ძალების მოთხოვნა უნდა იყოს. მართალია მას სათათბირო ფუნქციები ექნება, მაგრამ მისი სახალხო ავტორიტეტის ძალა შეზღუდავს ხელისუფლების ანტინაციონალურ, არაეროვნულ გამოვლინებებს და სამშობლოს ინტერესების სივრცეში მოაქცევს. 

                   

ქვეყანას სიბრძნე წინ უნდა უძღოდეს, უკან მიმყოლი სიბრძნე ისტორიის კუთვნილებაა.