Iverioni
«    აპრილი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
აპრილი 2019 (7)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
5-04-2019, 17:10
ნანახია: 109

ვინ სპეკულირებს „ენგურჰესით?!“

 

კიდევ ერთხელ, აფხაზეთის თვის ელექტრონერგიის უფასოდ მიწოდებაზე 

 

„სახალხო პარტიამ“ 25 წლის განმავლობაში არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გაესაჯაროებინა გასაიდუმლოებული კაბალური შეთანხმება აფხაზეთის ელქტრომომარაგების შესახებ და შეეცვალა არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც,ფაქტობრივად, ომში დამარცხებულის ხარკს წარმოადგენს!

 

ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტი ითვალისწინებს ენგურჰესის, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის, გამოყენებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!

 

ამ საკითხის განხილვის გადადება მემკვიდრეობით გადაეცემა ხელისუფლებიდან ხელისუფლებას, მთავრობიდან ახალ მთავრობას, რომლებიც კვლავაც დანაშაულებრივად აგრძელებენ, როგორც სეპარატისტული რეჟიმის, ისე საოკუპაციო ჯარების დაფინანსებას!

 

აღსანიშნავია, რომ ამ ხარკის გადახდა ხდება არა ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ, უშუალოდ თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან - საოკუპაციო ხაზს აქეთ მცხოვრები მთელი მოსახლეობისთვის შედგენილ ტარიფში ჩამალულ-ჩახლართული ერთ-ერთი მდგენელით. ამდენად, ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ვიმყოფებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სეპარატისტული აფხაზეთის მოსახლეობის სასარგებლოდ!

 

ამ ხელისუფლებამ დანერგა უკიდურესად მავნე პრაქტიკა, როცა „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში, დენს ყიდულობს რუსეთში და შემდგომ აფხაზეთს უფასოდ აწვდის!!!

 

მიგვაჩნია, რომ საოკუპაციო ჯარების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა(თანაც პრაქტიკულად, უფასოდ), სახელმწიფო ღალატია!

 

ცალკე უნდა შევეხოთ „ენგურჰესთან“ დაკავშირებული ტექნიკურ საკითხებს.

 

სათავო ნაგებობა- კაშხალი და წყლის გვირაბის ნაწილი მდებარეობს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო, გვირაბის დამამთავრებელი მონაკვეთი და სატურბინე სადგური - ოკუპირებულ ნაწილში. 

 

„სახალხო პარტიამ“ იმთავითვე დააყენა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი სატურბინე სადგურის აშენების (არსებული გვირაბის გამოყენებით) ან ახალი გვირაბის, ტურბინებისა და მართვის ცენტრის აგების საკითხი. ამით შეიძლება შემცირებულიყო ელენერგიის გამომუშავება, მაგრამ ჩვენს ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტი გადმოდიოდა.

 

ამ პროექტს ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა და,სხვათაშორის, არსებობდა მის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციების მზადყოფნაც!

 

საკითხი დღესაც აქტუალურია და, მონდომების შემთხვევაში, მისი განხორციელება შესაძლებელია.

 

წლების განმავლობაში იცვლებოდა ხელისუფლებები, მთავრობები, მაგრამ, როგორც წესი, ამ საკითხთან მიმართებაში ყველა „სირაქლემის პოზას“ ინარჩუნებდა.

 

„სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ ხელისუფლების დუმილი თუ ჩუმი ქმედებები განპირობებულია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ოკუპანტისადმი ლოიალური დამოკიდებულებითა და  კორუფციული ინტერესებით.    

 

სახელისუფლო წრეებიდან ხანდახან „წამოკნავლებული“ არგუმენტი, თითქოსდა ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საფასური, არის ტყუილი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მთელი მსოფლიო აღიარებს და ამ პოლიტიკური და იურიდიული ფაქტისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის საქართველოს მხრიდან ოკუპანტებისა და მათი მარიონეტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. პირიქით, არსებული ვითარების შენარჩუნება ანიჭებს ოკუპანტებს მორალურ უპირატესობას, რასაც ისინი იყენებენ ენგურს იქით დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დასათრგუნად!

 

მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული მიმართულებით მუშაობა დაუყოვნებლივ დასაწყებია. მასში აქტიურად უნდა ჩაერთოს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე, დევნილობაში არსებული აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც.

რუსეთიდან ბოლო დროს განახლებული მუქარებიკიდევ ერთხელ და მკაფიოდ ადასტურებენ, ჩვენს მიერ ზემოთ დაყენებული საკითხების გადაწყვეტის საშურობას. 

 

P.S. ტექნიკურ საკითხებზე, გვირაბის დამოკლების, ყელის მიმართულების შეცვლის, ახალი სატურბინე სადგურისა თუ მართვის ცენტრის აშენების თემებზე მსჯელობის დაწყებაც კი, მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ჩვენს ხელში და, ამის გამოუყენებლობა მხოლოდ კორუმპირებულ, მტერთან ფარულად გარიგებული ხელისუფლებისთვის თუ იქნება მიუღებელი.

 

მამუკა გიორგაძე,

სახალხო პარტია