ია საკანდელიძე: რაც ბუნებითი არ არის, ბოროტისგანაა! ანუ საკუთარი ხედვა ჰომოფობიასა და ჰომოსექსუალიზმზე

ია საკანდელიძე: რაც ბუნებითი არ არის, ბოროტისგანაა! ანუ საკუთარი ხედვა  ჰომოფობიასა და ჰომოსექსუალიზმზე

მეგობრებო ვრცელდება ფილმები, ვიდეოები და მოწოდებები, 17 მაისთან დაკავშირებით. - ჩახოცეთ, მოკალით ეს ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, პიდარასტები თუ ტრანსექსუალებიო!

 

ისეთი სიტუაციაა, ვინ რას და რატომ წერს რთული გასაგებია. კარგად გაიაზრეთ რომ, ასეთი აგრესიის გამოვლენა სწორედ ამ მიმდინარეობის გავრცელების ხელშემწყობი ორგანიზაციების ინტერესებზე ასხამს წყალს. შესაძლოა ასეთი აგრესიული კერები, როგორც არაერთხელ, თავად შექმნან. მერე რომ თქვან - ხედავთ რა აგრესიულია საზოგადოება გყვავს, დავიცვათ და უზრუნველვყოთ ამ ხალხის მომავალი, გავზარდოთ მათი უფლებებიო!

 

სწორედ ამას ემსახურება მათი ნებისმიერი აღლუმი თუ მანიფესტაცია. სამწუხაროდ, ბევრი ვითომ „პროგრესულად მოაზროვნე“ ადამიანი ზოგი მოდის მიმდევრობით, ზოგიც ანგარებით, ზოგიც უმეცრებით და გულუბრყვილობით ზრდიან ამ მომაკვდინებელი ცოდვის მიმდევრთა რიცხვს, რაც თავის მხრივ კვლავ განაპირობებს ახალი მიმდევრების გამოჩენას და ასე შემდეგ...

 

ამდენად, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ყოველგვარი აგრსიისგან. 

 

აქვე მოგაწოდებთ ჩემს მოსაზრებებს, ამ თემებთან დაკავშირებით.

 

არავის ეგონოს, რომ გამოთქმა - ადამიანი ღმერთის ხატი და მსგავსია ან ღმერთი სიყვარულია - მხოლოდ მხატვრულ-თეოლოგიური სიტყვათა თამაშია და მეტი არაფერი. ადამიანები ღმერთის - აბსოლუტური გონის დამსახურებით ღმერთისა და ერთმანეთის მსგავსნი ვართ, რადგან ჩვენი ბიოლოგიური მოცემულობით ჰარმონიაში ვართ გარემოსთან, ყვვლა ფიზიოლოგიური პარამეტრი დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს ერთმანეთის მსგავსი გვაქვს.

 

დიახ, ჩვენი ფიზოლოგიურ-ანატომიური მონაცემებით და ჰორმონული ცვლის პარამეტრებით საოცარ კანონზომიერ დამოკიდებულელებაში ვიმყოფებით გარემოში მიმდინარე პროცესებთან და თითქმის ღმერთივით „ვფლობთ“ და ღმერთისგან განსხვავებით დაუდევრად მოვიხმართ ამ გარემოს.

 

სწორედ ამიტომ, გვეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სამყაროს წინაშე. ისე ვიცხოვროთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პირველსაწყისი ფიზიოლოგიური, ფიზიკური ბუნების პარამეტრები.

 

საუკუნეთა განმავლობაში ეს პასუხისმგებლობა წესრიგდებოდა ოჯახის, თემის, რაინდობის სხვადასხვა ორდერების, სახელმწიფოს ინსტიტუტების, სხვადასხვა სარწმუნოებისა თუ იდეოლოგიების საშუალებით. საბოლოოდ ეს ყველაფერი გამოიხატებოდა დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხისა და ერის მსგავსი ცხოვრების წესით. დიახ, დედამიწის ყველა კუთხეში დედაშვილობის, მამაშვილობის, დედმამიშვილობისა და მეგობრობის საოცრად ნაზი და ამავდროულად ძლიერი სიყვარული არსებობს დღემდე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია და იგია ყოველი საწყისის თავი და თავი. ამავე დროს, ამ ურთიერთობებს ქალისა და კაცის ურთიერთლტოლვა, ამ ლტოლვით გამოწვეული სიყვარული და ოჯახი უდევს საფუძვლად. 

 

სამწუხაროდ, ვითომდა თავისუფლების სახელით, ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ათასგვარი საშუალებით იბრძვიან. სამაგიეროდ, ჰომოსექსუალური ორინტაციის პროპაგანდაზე უამრავი პროგრამები არსებობს და შესაბამისად, ბევრი ფულიც იხარჯება.

 

თავის მხრივ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთლტოლვას შინაგანი სეკრეციის განსხვავებული სასქესო ჰორმონული აპარატის არსებობა განაპირობებს. 

 

ფაქტია, რომ თანდათან, ხელოვნურად იზრდება (ყველასათვის ცნობილია, მოდისა და პროპაგანდის ზეგავლენა ადამიანთა ქცევაზე) ტრანსექსუალური მოთხოვნილებების მქონე ადამიანების რიცხვი. რაც დროთა განმავლობაში, ადამიანის პირველსაწყის ფიზიკურ ბუნებას საფრთხეს უქმნის! სამწუხაროდ ამ დროს, იცვლება ამ ადამიანების ენერგეტიკული ველი, რომლითაც ვურთიერთობთ სამყაროსთან. ამ შემთვევაში ადამიანის პირველსაწყისი ბიოლოგიური მოცემულობა იცვლება და იგი ვეღარ არის ჰარმონიაში სამყაროს კანონზომიერ პროცესებთან. მით უფრო, ადამიანი ღია სისტემაა და როგორც გარემო მოქმედებს ადამიანზე, ასევე თავისი ენეგეტიკული ველით ადამიანი მოქმედებს გარემოზე (გავიხსენოთ სენსორებზე ჩვენი ზემოქმედება). ამიტომ, შეცვლილ ენერგეტიკული ველი განსხვავებულად მოქმედებს ირგვლი მყოფებსა და, თამამად შეიძლება ითქვას, გარემოზეც...

 

ამით იმის თქმა არ მინდა, ვებრძოლოთ ასეთი ორიენტაციის მქონე პირებს. პირიქით, უნდა დავეხმაროთ!

 

საქმე იმაშია, რომ მამაკაცის დღეღამის ლაბორატორიული კვლევის მასალა შეიცავს 3-10 მიკროგრამამდე მამაკაცის სასქესო ჰორმონს ანდროგენს და 5-15 მიკროგრამ ქალის სასქესო ჰორმონს ესტროგენს. ხოლო ქალის, ასეთივე კვლევის მასალა ასევე შეიძლება შეიცავდეს 3-10 მიკროგრამ ანდროგენს და 18-დან 36 მიკროგრამამდე ქალის სასქესო ჰორმონს ესტროგენს.

 

სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ლტოლვის ურთიერთობის საიდუმლოს ჭეშმარიტი ბუნების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

 

- ადამიანის ფიზიკურ ბუნებაში მთავარი ისაა, რომ ქალის ესტროგენების ქვედა ზღვარი და მამაკაცის ესტროგენების ზედა ზღვარი მხოლოდ 3 მიკროგრამი ესტროგენით განსხვავდება ერთმანეთისგან. ხოლო ანდროგენები, შესაძლებლია ერთნაირი ჰქონდეს ქალსა და მამაკაცს. სწორედ ამიტომ არის ადვილი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და შესაბამისად განსხვავებული მოთხოვნილებები განუვითარდეს ადამიანს.სწორედ ეს არის ბეწვის ხიდი, რომლის შენარჩუნება კაცთამოდგმის შარჩუნების მთავარი ფაქტორია.

 

დიახ, ეს ის ორი ურთიერთსაპირისპირო მუხტია, საიდანაც იწყება ჩვენი ხილული სამყაროს არსებობა (როგორც მეცნიერული, ისე თეოლოგიური თვალსაზრისით) და რომლის ირგვლივაც ბრუნავს დღემდე სამყარო! 

 

ჩვენ ვინ მოგვცა უფლება მისი შეცვლისა და გაუქმების. ცნობილია, ომიანობის შემდეგ გაცილებით მეტი ვაჟიანობა ფიქსირდება ხოლმე, რათა არ დაირღვეულიყო აუცილებელი წონასწორობა და ბალანსი სამყაროში. არ გიფიქრიათ, რატომ ითვლება „ეს ვითომდა უწყინარი ცოდვა“ თვითმკვლელობასთან ერთად მომაკვდინებელ ცოდვად?!

 

ამიტომ აუცილებელია, ზემოთ ნახსენები მონაცემის დროზე დაფიქსირება, რაც ამ პრობლემის შესაძლო მოგვარების საშუალებასაც იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენნარი მცირერიცხოვანი ერისთვის. არა გვაქვს უფლება ჩვენი გენოფონდის ასე ფლანგვის.ექსპერიმენტებში დადასტურებულია, რომ თუ ორგანიზმის სქესობრივი კონსტიტუციურ-გენეტიკური დარღვევები არ ფიქსირდება (რაც გაცილებით მცირე პროცენტში გვხვდება და მათ წინააღმდეგაც არასდროს არავინ გამოხატავს არც აგრესიას და არც პროტესტს.აგრესია ძირითად, ამ ორიენტაციის პროპაგანდით დაკავებული ადამიანთა წინააღდეგ არის მიმართული).

 

ჰორმონული პარამეტრების ნორმის ფარგლებში მოქცევა შესაძლებელია.

შესაბამისი მკურნალობით, სწორი პროფესიული ორიენტაციის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და საზოგადოების ჯანსაღი მორალური პრინციპების დაცვის პირობებში, ჰიპოფიზის სექსდირექტივის მიმცემი ჰორმონის – გონადოტროპინის გამომუშავება მართვადი პროცესია. სწორედ ამ მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს ზემოთ ნახსენები ფინანსები.

 

პირველსაწყისი ბუნების წინააღმდეგ ადამიანთა მიერ გაკეთებული არჩევანი ბევრ არასასურველ სიურპრიზს გვპირდება. ზოგი მათგანი უკვე სახეზეა. ბავშვთა დაავადებებით. ამ დაავადებების დროს ბავშვებს შეცვლილი აქვს, გემოვნების, ყნოსვის, ინტელექტუალური აღქმის მონაცემები (ძალიან უჭირთ მშობლიური ენის, განსაკუთრებით წერის შესწავლა, სამაგიეროდ ადვილად ფლობენ თანამედროვე ტექნიკას, კომპიუტერსა და მობილური ტელეფონების ნაირსახეობებს) და შეცვლილი აქვთ კიდევ მრავალი სხვა პარამეტრი. დღემდე ცნობილი არ არის, რომდენად შესაძლებელია მათი სრული განკურნება. 

 

ეს სასჯელია - სასჯელი რომელსაც შეიძლება საერთოდ არ იმსახურებს დაავადებული ბავშვის ოჯახი და არავინ იცის, ვის ესტუმრება იგი მომავალში. გვახსოვდეს, ყველა ამ პრობლემაში ჩვენი არჩევანი ძალიან ნიშვნელოვანია. ამაში დიდი როლი განსაკუთრებით ჩვენ, მედიკოსებმა უნდა შევასრულოთ. პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ ჰომოსექსუალური ადამიანების ორი ტიპი; ერთნი - ფიზიოლოგიურ-ანატომიური - კონსტიტუციით განსხვავეული სქესობრივი-გენეტიკური დარღვევების მქონე პირები, რომელთა რაოდენობა მცირეა. მუდამ არსებობდა და მნიშვნელოვან საფრთხესა და საშიშროებას არ უქმნიდა საზოგადოებას და არც საზოგადოება გამოხატავდა მათ წინააღმდეგ რამე ქმედებას! სხვა საქმეა არატრადიციული სქესობრივი ცხოვრების მოყვარული ადამიანები, რომლებთაც, ძირითად შემთხვევებში, ფაქტიურად, თითქოს ყველაფერი რიგზე აქვთ, მაგრამ მაინც განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციით გამოირჩევიან, რადგან დასაწყისში ნორმიდან მცირედ განსხვავებული ჰორმონული მაჩვენებლები ჰქონდათ და შემდეგ უფრო და უფრო განავითარეს! სწორედ მათი რაოდენობის ზრდა ქმნის უარყოფით გარემოს, რადგან თანატოსისკენ, ანუ სიკვდილისკენ არიან მიმართული.

 

* * *

ჰომოფობია სულაც არ არის ცალსახად სალანძღავი სიტყვა, ის გაცილებით რთული მოვლენაა, ვიდრე ეს უნდათ თავს მოგვახვიონ.იგი ადამიანის პირველსაწყისი ბუნების შენარჩუნების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანის რთული ენერგოსისტემა ენერგიის მუდმივობის კანონს ექვემდებარება. ინსტინქტური მოთხოვნილებებიდან, ძირითადად, გამოყოფენ ორი სახის: სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტს - ეროსსა და თანატოსს.

 

პირველი - ეროსი, აერთიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს - გამრავლებაზე, სიყვარულზე მიმართულ მოთხოვნილებებს.

 

მეორეს - თანატოსს, საფუძვლად უდევს ყოველგვარი დესტრუქციული ქცევა - ხოლო ის, რაც სიცოცხლის ინსტინქტის - ეროსის, სიყვარულისა და გამრავლების საწინააღმდეგოა, დესტრუქციულია და აგრესიას, საბოლოოდ კი სიკვდილს განაპირობებს.

 

მამაკაცი, ბუნებისა და ღვთის ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ, საკუთარი ჰორმონული აპარატის არსენალში არ უნდა ეძებდეს და ავითარებდეს ქალური ბუნებისთვის მახასიათებელ თვისებებს.

 

ეს არაბუნებრივი პროცესია, ხოლო ის, რაც „ბუნებითი არ არის - ბოროტისგან არის“. 

სწორედ დასახელებული მიზეზი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პირობა ყოველგვარი გაორებისა, შიდსისა თუ სხვადასხვა ტრაგიკულ-დანაშაულებრივი ქმედებისა.

 

სტატისტიკით ცნობილია, შიდსისა და სხვა ვენერიული სნეულებების გავრცელებაში 85% ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებიდან მოდის. რითაც ილახება სხვა, ნორმალური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების არა მხოლოდ უფლებები, არამედ ეზრდება რისკ ფაქტორი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. რაც თავის მხრივ, ზოგი მათგანის აგრესიულ ქცევას განაპირობებს. LGBT-თა ცხოვრების წესის პროპაგანდით ძალიან მომრავლდა იმ მატრაკვეცა, დასავლეთზე მიყიდული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვითომ „კაცებთანაც მაგრები არიან და ქალებთანაც“, ამიტომ ჰომოფობია ასეთი ადამიანების აზროვნებასთან შედარებით გაცილებით ჯანსაღი ადამიანური განცდაა და სწორედაც კაცთამოდგმის შენარჩუნებისაკენ არის მიმართული!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: