Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
18-11-2019, 12:49
ნანახია: 781

ზაურ ნაჭყებია: გაკოტრებული „პოლიტ-ელიტა“ და აყროლებული რუსთაველი!

ბიძინა ივანიშვილმა (მოგვწონს ეს თუ არა) შორს გამიზნული სვლა გააკეთა - რუსთაველზე გამოყარა საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ნაგავი და აყროლებული მძორის (მაპატიეთ გამოთქმისთვის) სუნი დააყენა!

 

პოლიტიკური ლეში ხარ, აბა რა ხარ, როცა საკუთარი (ანტიქართული) ამბიციების დასაკმაყოფილებლად ეშმაკს შეეკვრები და შენი საქციელის გამართლებას ივანიშვილის მხრიდან სიტყვის გატეხვას აბრალებ!

 

პოლიტიკური ლეში ხარ, აბა რა ხარ, როცა არა მარტო 9 წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობი პოლიტიკური ძალის გვერდით დგახარ, არამედ, ამ სისხლიან ძალას აქციის ავანგარდში („სუფრის თავში“) ტოვებ და რევანშის მცდელობისას შენ კუთხეში იმალები?!

 

რომელ პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, როცა შენი დაუფიქრებელი (შურისძიების გრძნობით აღვსილი) თუ დაფიქრებული ნაბიჯით, ხელს უწყობ აშკარად გამოკვეთილ დესტრუქციულ ძალას - ემზადოს რევანშისთვის და ეს მზადება „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით შეფუთოს!

 

თუ შენ საკუთარ თავს „ნაციონალებთან“, როგორც აგრესიულ ოპოზიციასთან აიგივებ, მაშინ რით განსხვავდები მისგან?!

 

აა, ხელისუფლებაში მოსვლა გინდა?! კი, მაგრამ, თუ „ნაციონალებს“ დაუთმობ ისევ ასპარეზს და „ყოჩის“ როლში ამყოფებ, ხომ უნდა მიხვდე, ბიძინას გადაგდება მოგონილი იქნება მათთან შედარებით?! (თუ მათ მიერ „დაკომპლექტებულ“ „დროებით მთავრობას“ გადავხედავთ, აშკარად დარწმუნდებით, რომ ეს ასეა).

 

წადით ბიძია სახლში და მოინელეთ ის უბედურება, რაც თქვენი პოლიტიკაში ყოფნით დაემართა ქვეყანას, თორემ, ერთხელაც იქნება და ხალხი მართლაც აზვირთდება და წალეკავს ყველას და ყველაფერს!

 

მე პირადად არა მარტო შემრცხვა, არამედ შემეშინდა კიდეც, როცა „ნაციონალების“ დუჟმორეულ სიფათებს ვუყურებდი - სახეზეც ეტყობოდათ, რომ სისხლი სწყურიათ, რომ ჩვენდამი შურისძიების გრძობით არიან აღვსილნი და იმ საკრალურ 23 ნოემბერს ელოდებიან!

 

კი, მაგრამ, იმაზე მაინც არ დაფიქრებულხართ ჭკვიანო „პოლიტიკოსებო“, 7500 ტვინნაღრძობი, თუ მოტყუებული მოქალაქე არ არის საკმარისი, რომ საქართველოს სახელით ილაპარაკოთ და ისევ ჯოჯოხეთის კუპრში გვიკრათ თავი?!

 

ერთი სიტყვით, საკუთარი სახე თქვენ თავად გამოაჩინეთ და რა ჩემი ბრალია, ასე თუ მაფიქრებინეთ!

 

„ივანიშვილმა საქართველო მოატყუა და შეურაცხყოფილი ვართო“, რომ გაიძახით,  აქამდე უნდა გცოდნოდათ, რომ პოლიტიკა არა მარტო კომპრომისის, არამედ, მოტყუების (გადაგდების) ხელოვნებაცაა. თქვენც რამდენჯერ მოგიტყუებივართ, მაგრამ, ქე დგახართ „ნაციონალების“ გვერდით და ისევ ცდილობთ რომ მოგვატყუოთ. იქნებ ახლა მაინც გაგვეხსნას გონება!

 

არ ვიცი, რამდენად აქვს თავად ივანიშვილს გაცნობიერებული, მაგრამ ჩვენ - საზოგადოებას, რომელიც დაიღალა პირწავარდნილი პოლიტიკანების მხრიდან აიწონა-დაიწონას თამაშით, კარტბლანში მოგვცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებაზე. ამის დასტურად მისი მხრიდან თვით „ქართული ოცნების“ მარტივ-მამრავლებად დაშლა შეიძლება მივიჩნიოთ!

 

კიდევ ვიმეორებ:

 

არ ვიცი, რამდენად გაცნობიერებულად, მაგრამ, კონტექსტში მაინც გვეუბნება, რომ არც „ქართული ოცნებაა“ დღეს მისი დასაყრდენი და ასპარეზს ახალ პოლიტიკურ დაჯგუფებას უთმობს!

 

არადა, ასეთი ხელსაყრელი სიტუაცია ახალი პოლიტიკური გაერთიანების ფორმირებისთვის არასდროს ყოფილა ქართულ სინამდვილეში!

 

არ დამიწყოთ ახლა, ვინ იქნება ლიდერი და ფული საიდან მოვიტანოთო. ჭეშმარიტ ლიდერს თავად სიტუაცია ქმნის. რაც შეეხება ფულს, თუ ყველაფერი სწორად დაიგეგმა, ფულს არც ივანიშვილი დაიშურებს, რადგან, იგი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იძულებულია იპოვოს ახალი დასაყრდენი, რომ თავი სამშვიდობოს იგრძნოს!

 

ისე, ფულის სინდრომმა და გარედან შემოგდებულმა რესურსებმა მიიყვანა სწორედ წვრილ-წვრილ პარტიულ ჯგუფებად დაქუცმაცებულ რეალობამდე ქვეყანა!

 

ჩემს სტატიაში: „მონების ამბოხებიდან... ხალხის ამბოხებამდე“ ხაზგასმით ვწერდი, რომ პროფესიული (კვალიფიციური) პარტიები არ არსებობს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება წინგადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება-მეთქი! რადგან, ეს რეალობაა, გამოდის, რომ არც პოლიტიკოსები გვყავს კლასიკური გაგებით, რაც ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას.

 

მე ზეციდან არ ჩამოვსულვარ, მესმის, გლობალიზაციას და „მსოფლიო წესრიგს“ (მსოფლმთავრობას) ხარკი უნდა გადავუხადოთ, მაგრამ, თუ განსხვავებული (ქართული) მენტალობის ადამიანები მოვლენ ქართულ პოლიტიკაში, კრიტიკული მოვლენების შერბილება ნამდვილად შეიძლება.

 

რა უნდა გავაკეთოთ?!

 

უპირველესად, „რუსთაველის გამზირი“ უნდა გასუფთავდეს პოლიტიკური ნაგვისგან - ის ადგილი უნდა დაიკავონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არც „ნაცები“ უნდა, არც „ქოცები“, მითუმეტეს, არც დანარჩენი პოლიტიკური ბალასტი და არსებულ ხელისუფლებას წაუყენოს ულტიმატუმი: შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ორიენტაცია აიღოს ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე!

 

თუ ეს უკანასკნელი დროში ვერ ხერხდება, ჩაატაროს არჩევნები შერეული სისტემით, ოღონდ, საარჩევნო სიების ხელახლა დაზუსტებით და საარჩევნო გარემოს არსებითად შეცვლით!

 

სიტყვა „სახალხო ამბოხებაში“ მე ხელისუფლების გადატრიალება არ მიგულისხმია. სახალხო ამბოხება სწორედ არსებული პოლიტიკური ბალასტისგან გაწმენდით და ახალი, ხალხის წიაღიდან ამოსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების ფორმირებით უნდა დასრულდეს.

 

ხალხმა ყველაზე უკეთ იცის, ვინ ვინ არის და ვის მისცეს რეკომენდაცია ახალ პოლიტიკურ სარბიელზე. კიდევ ვიმეორებ: თუ ჩვენ ამის მზაობა გვექნება, ჩვენს გონებაში ჩაკირული „ლიდერიც“ გამოიჩეკება - მთავარია ხალხის ნება იყოს!

 

ასეთი გაერთიანების ფორმირებას დიდი დრო არც სჭირდება - კრიტიკულ მომენტში ის შეიძლება სპონტანურადაც ჩამოყალიბდეს!

 

P.S. მავრმა თავისი საქმე გააკეთა - მავრი უნდა წავიდეს, მაგრამ, ისე უნდა წავიდეს, რომ ჩავანაცვლოთ და ქვეყანა ქაოსში არ დავტოვოთ. ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს ნუ ავკიდებთ - მან ისედაც ბევრი გააკეთა და ბევრიც გააფუჭა!

 

ასე, რომ შეიძლება ამ თემაზე დისკუსიის დაწყება.

 

P.S.S. სხვათაშორის, ყველაზე მოქნილი ირმა ინაშვილის პარტია - „პატრიოტთა ალიანსი“ აღმოჩნდა. მან არ ისურვა „ნაციონალებთან“ ხელოვნურ ალიანსში შესვლა და დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო - სახე შემინარჩუნა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი კაცი მიიყვანა აქციაზე - მთავარია, სახე შეინარჩუნა და რევანშისტებს გაემიჯნა!