Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
13-12-2019, 12:10
ნანახია: 488

მიხეილ ჯიბუტი: საყდრისი - 5 წელი აფეთქებიდან!

2014 წლის 13 დეკემბერი - დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების თანხმობითა და ხელისშეწყობით ჩადენილი გამოუსწორებელი დანაშაული ერისა და კაცობრიობის წინაშე: მსოფლიო ეკონომიკის ისტორიის ძეგლის -  მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილი უძველესი ოქროს საბადოს ვანდალური განადგურება.

 

13 დეკემბერი - თარიღი, რომელიც როგორადაც არ უნდა იყოს გადავსებული საქართველოსა და ქართველების  ბრწყინვალებითა და სიხარულით, ვერ გათავისუფლდება საყდრის - ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს აფეთქების ტკივილისაგან!

 

ყველაზე მასობრივი საცნობარო ინგლისურენოვან „ვიკიპედიაშიც“- კი (https://en.wikipedia.org/wiki/Gold_mining), სადაც მეტი თავისუფლებაა ვერსიების გამოხატვისა, ვიდრე მკაცრ აკადემიურ გამოცემებში, საყდრისის, როგორც მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოს შესახებ ინფორმაცია უალტერნატივოდაა მოცემული.

 

საყდრისის ისტორიული საბადო აღმოაჩინა 1987 წელს  გეოლოგმა თეიმურაზ მუჯირმა. 2002 წლიდან  2013 წლამდე მასზე არქეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობდა მეცნიერთა საერთაშორისო ჩართულობით. ამ პერიოდში დაზუსტდა საბადოს ასაკი და ის განისაზღვრა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3 ან 4 ათასწლეულით. სწორედ ეს თარიღი აღიარეს მთელს მსოფლიოში და მიიღეს ენციკლოპედიურ  დონეზეც.

 

ურემი გადაბრუნებულია, მაშინ გზაც უნდა ჩანდეს!

 

ეს გზა შემდეგია:

 

ქართველმა ხალხმა 

 

- უნდა გამოხატოს სინანული და მსოფლიოს უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ  ვერ შეძლო ამ ვანდალიზმის თავიდან აშორება;

 

- საყდრისის მკვლელებს უნდა მოსთხოვოს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მათ შორის, ბოლნისის მოსახლეობისთვის, რომელთაც ცრუ დაპირებებით, თუ მოკლევადიანი დაინტერესებით, მოუსპეს მუდმივი შემოსავალი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლისადმი ტურისტული, სამეცნიერო და სხვა  ინტერესების საფუძველზე.

 

- აიძულოს ხელისუფლებას საყდრისის მუზეუმის შექმნის პირობის შესრულება  და საყდრისის განადგურებულ ტერიტორიის მეცნიერული შესწავლა იქ შემთხვევით გადარჩენილი არტეფაქტების მოსაპოვებლად.