Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (1)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
11-02-2020, 14:53
ნანახია: 1456

„სხვა საქართველო“ - „სხვა საქართველოსთვის“!

პირველი ქართული ინტერნეტპარტიის - „სხვა საქართველოსთვის“

 

განცხადება

 

 

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა კონსტიტუციით გაცხადებული მოქალაქეთა ურყევი ნების განხორციელების საშუალებას არ იძლევა.

 

ამის უმთავრესი მიზეზია პოლიტიკისადმი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უნდობლობა,  ანუ ე.წ. „ნდობის კრიზისი“.

 

უდავოა, რომ ორმა, საქართველოს მასშტაბით პოლიტიკურმა მონსტრმა, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ქართული პოლიტიკური სივრცის ფაქტობრივი მონოპოლიზება - დაპირისპირების ასპარეზად გადაქცევა.

 

ვერც მმართველი („ქართული ოცნება) და ექს-მმართველი („ნაციონალური მოძრაობა“) პარტიები (სატელიტებითურთ) ვერ სარგებლობენ საზოგადოების უმრავლესობის  ნდობით. მეტიც, ორივე მათგანის პარტიული რეიტინგი  ერთობლივად 50%-ზე ნაკლებია!

 

აღნიშნული რეიტინგის დონე გვიჩვენებს, რომ საქართველოში არსებობს კრიტიკულად  განწყობილი „სხვა საქართველო“ - განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეთა უმრავლესობა.

 

მართალია, „სხვა საქართველო“ მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ ის დაქსაქსულია, პოლიტიკურად სუსტია და ვერ ახერხებს თვითორგანიზებას; შესაბამისად, ვერც საკუთარი პოლიტიკური ნების სათანადოდ გამოხატვასა და რეალიზებას. „სხვა საქართველოს“ ორგანიზებას ვერც არასატელიტი და ამდენად, ფინანსური რესურსების გარეშე  დარჩენილი პოლიტიკური პარტიები უზრუნველყოფენ.

 

მიზეზი ბევრია, რომელთა შორის უმთავრესია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში კონცენტრირებული  დიდი „პოლიტიკური ფული“ და მათი მხრიდან მედიასაშუალებებზე ტოტალური გავლენა და კონტროლი.

 

აღნიშნული მდგომარეობის შესაცვლელად, რეალურ გამოსავლად მიგვაჩნია, ახალი ტექნოლოგიების - ინტერნეტის, სოციალური ქსელების გამოყენება და ინტერნეტ პარტიის ჩამოყალიბება.

 

პირველი ქართული ინტერნეტპარტიის -  „სხვა საქართველოსთვის“- ძირითადი ამოცანა უმრავლესობაში მყოფი და ჯერჯერობით პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებულ მოქალაქეთა, მათ შორის, ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზებაა.

 

ინტერნეტპარტიის ფორმირება თითოეულ მოქალაქეს საშუალებას მისცემს ინტერნეტით, სოციალური ქსელით - ქუჩიდან, მანქანიდან, სახლიდან, კომპიუტერით, ტელეფონის გამოყენებით, მონაწილეობა მიიღოს პარტიის მუშაობაში, მისი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

 

მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური მექანიზმი ეფექტიანი საშუალება იქნება პირველი ქართული ინტერნეტპარტიის - „სხვა საქართველოსთვის“ საქმიანობაში მოსახლეობის  ჩართვისა და მისი პოლიტიკური ნების აღსასრულებლად.

 

ვინც ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყანაში შექმნილი ქაოტური მდგომარეობის დაძლევაში, ვინც ფიქრობთ, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრი ვერ გთავაზობთ გამოსავალს მწვავე კრიზისიდან, ვისაც გსურთ არსებული რეალობის შეცვლა და იყოთ ამ ცვლილებების მონაწილე - შემოგვიერთდით! ერთად შევქმნათ ქვეყნის უკეთესი მომავალი! 

 

საქართველოს მოქალაქენო - შემოგვიერთდით აქ - „პირველ ქართულ ინტერნეტ პარტიაში - „სხვა საქართველოსთვის“! 

 

„სხვა საქართველო“ – „სხვა საქართველოსთვის“! 

 

 

საინიციატივო ჯგუფის სახელით:

 

ბესიკ ლაგვილავა - მწერალი, ეკონომისტი

ბაჩუკი ქირია - იურისტი

ბადრი სეფაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ომის ვეტერანი

......

 

პირველი ქართული ინტერნეტპარტია - „სხვა საქართველოსთვის“ - ინტელექტუალური  მხარდამჭერი - პოლიტიკურ-ეკონომიკური კლუბი -„პეკ“-ის სახელით: 

 

მიხეილ ჯიბუტი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზაურ ნაჭყებია - პუბლიცისტი