Iverioni
«    დეკემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
2-06-2020, 15:47
ნანახია: 983

ზაურ ნაჭყებია: რატომ არ ვარ დღეს ოპტიმისტი, ანუ, რას გვაფრთხილებს ბოლსონარუ?!

იყო დრო, „გამოუსწორებელ ოპტიმისტს“ მეძახდნენ, რადგან, ყველაფერში გამოსავალს ვეძებდი - მწამდა, რომ მთავარი მონდომება იყო, რომ კრიტიკული სიტუაციიდანაც გამოსავალს ყოველთვის იპოვიდა კაცი.

 

დღეს?

 

დღეს ჩემი განწყობა არსებითად შეიცვალა. უფრო სწორად, დღეს უფრო რეალობის ობიექტურად აღქმის სურვილით ვარ „დასნებოვნებული“ და ოპტიმიზმი, ანუ, მომავლის რწმენა, თანდათან პირველი თოვლივით მადნება ხელში!

 

მესმის, ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი უნდა გაუღვივო, მაგრამ, დღეს ეს ხომ სიცრუე იქნება, თან, უპატიებელი (უზნეო) სიცრუე - როგორ შეიძლება, როცა „ქვემეხებს“ გესვრიან, თან ეს „ქვემეხები“ მოწამლულია და ყველას და ყველაფერს სპობს და ანადგურებს, შენ ხალხს უთხრა: თავთუხებს გვესვრიან და ამ „სილამაზით“ დავტკბეთო!

 

რამ გამახსენა, ახლა, ეს?!

 

გუშინ, ჩემს ერთ-ერთ ლექსზე, პროფესორმა მირონ ტუღუშმა, ასეთი ხასიათის კომენტარი გააკეთა:

 

„ზაურ, რეალობას ასახავ, მაგრამ, სჯობს მაგ გემიდან ჩამოხვიდე (ლექსში საუბარი იყო მეჩეჩთან მიახლოებულ გემზე) და ოპტიმისტურად განეწყო“.

 

მართალს ბრძანებს ბატონი პროფესორი. ადამიანები ისედაც თავგზააბნეული და დაზაფრულნი არიან დღევანდელი რეალობით, მაგრამ, რამდენად ზნეობრივი იქნება, მე ისინი მოვატყუო და თავდაჯერებულად (თუმცა, უნამუსოდ!) ვუთხრა, რომ ყველაფერი მალე გადაივლის და მომავალი ბედნიერი იქნება?!

 

აქსიომაა: როგორც არასდროს, დღეს კაცობრიობა დგას უმძიმესი დილემის წინაშე  - „კაციჭამიების“ ძალისხმევა აშკარად მიმართულია იქითკენ, რომ არა მარტო თავისუფლება შეგვიზღუდონ, არამედ, ფიზიკურადაც გაგვანადგურონ! და მე რა უფლება მაქვს, ამას ვგრძნობდე და ვხედავდე და ხალხს ვარდისფერ ფერებში დავანახო საკუთარი უმძიმესი მომავალი?!

 

რამდენიმე თვის წინ, ჩვენმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-ემ ბრძანა: ბოლო ჟამი არა მარტო გვიახლოვდება, არამედ, ბოლოჟამში ვართო და ბევრმა, ე.წ. სატანის მოციქულმა ღრიანცელი მორთო: რას გვაშინებს ეს „ბერიკაცი“, არავითარი ბოლო ჟამი არ არის - კაცობრიობა არსებობის ახალ ეტაპზე გადავიდაო!

 

Covid-19“-მა, ანუ, იგივე კორონავირუსმა, ცხადად დაგვანახა, რომ მისი უწმინდესობა არ ცდებოდა - დღეს კაცობრიობა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა! ანტიქრისტეს მოციქულებმა რომც არ შეძლონ 8 მილიარდი მოსახლეობის 1 მილიარდამდე დაყვანა, იმ პროცედურებს (რითაც დაიწყეს და რა გაგრძელებასაც უახლოეს მომავალში ექნება ადგილი), ანუ, დაჩიპულ, სულიერებისგან საერთოდ დაცლილ ასეთ ცხოვრებას, სულ ცოცხალი რომ არ იყო, სჯობს მართლმადიდებელი ადამიანისთვის.

 

მე არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი დამთავრებულია და გადარჩენის (არა მარტო ფიზიკურად!) შანსი არ არსებობს, მაგრამ, ისეთი განწყობით, როგორი განწყობითაც ჩვენ ამ საყოველთაო აფიორას შევხვდით, რა თქმა უნდა, გადარჩენის (უპირველესად, სულის გადარჩენის) შანსი მინიმალურია!

 

ადამიანები უნდა გამოფხიზლდნენ - მათ საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა და საერთო ჭირის გარშემო გაერთიანება უნდა ისწავლონ, თორემ, სხვანაირად, პერსპექტივა რომ უმძიმესია, ამას ჩემი დასტური არც სჭირდება!!!

 

მე ფრთხილად და სათანადო ემოციით ვაკვირდები მსოფლიოში, განსაკუთრებით, ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს და მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ დაწყებულია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კაცობრიობის ბნელ (მხეცებად გადაქცეულ) და სიცოცხლის მოსურნე, კეთილ ძალებს შორის, რომელიც ღმერთმა იცის, როგორ და ვისი გამარჯვებით დასრულდება!

 

თუმცა, ვერც ტრამპი და ვერც ცალკე აღებული სხვა სახელმწიფოთა მეთაურები, ვერ შეძლებენ ბოროტების დამარცხებას (რომელიც ყველაზე მეტად დღეს ზეობს სამყაროში), თუ ხალხი დროზე არ მოვიდა გონზე და უფლის სახელით საკუთარი უფლებების დაცვა არ გაითავისა!

 

ჯერჯერობით კი ისე ჩანს, რომ ჩვენ ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებთ, რაც ძალიან სამწუხაროა!

 

ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემთვის არასდროს არსებობდა ხელისუფლების იდეალი, მაგრამ, დღეს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, გახარია თუ ქიბროწაშვილი, ძალიანაც რომ მოინდომოს, მოსალოდნელ კატასტროფას ვერ ავიცილებთ თავიდან, თუ ჩვენ არ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ხელისუფლების ყოველ არაადექვატურ ინიციატივაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ზეწოლის შედეგია, ადექვატური რეაქცია არ გვექნება, თუნდაც, საყოველთაო პროტესტის სახით!

 

და ყოველივე ამ სიტყვების შემდეგ, კიდევ ვინმე მისაყვედურებს, რატომ ვარ არაოპტიმისტურად განწყობილი და რატომ არის ჩემი ბოლოდროინდელი სტატიები და სტატუსები უიმედობით გაჯერებული?!

 

P.S. ამ დილით ჩემთვის ღრმადპატივცემულმა ქალბატონმა, ნინო ბრეგაძემ, რომელიც, როგორც ვხვდები, ემიგრაციაშია, ბრაზილიის პრეზიდენტის ბოლსონარუს (bolsonaro) საკუთარი მთავრობის სხდომაზე გამოსვლის ტექსტი გამოაქვეყნა. პრეზიდენტი ღიად აფიქსირებს, რომ საერთაშორისო შეთქმულებასთან გვაქვს საქმე და მოუწოდებს საკუთარ მოსახლეობას შეიარაღდნენ, რადგან, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ქვეყანაში (ალბათ მსოფლიოშიც) დიქტატურა დამყარდეს!

 

„თქვენ ვალდებული ხართ გამოთქვათ თქვენი აზრი და არ გაჩუმდეთ... ისინი აბუჩად იგდებენ ხალხს! ისინი ვირუსს იყენებენ თავიანთი ამბიციური მიზნებისთვის...

 

ერთადერთი, რაც მათ უნდათ, ეს ჩვენი უფლებებია, ჩვენი თავისუფლებაა! მინდა, რომ თითოეული იყოს შეიარაღებული, რადგან, არასოდეს შეიარაღებული ერი არ იქნება დამარცხებული.

 

მედია... ესაა აბსოლუტურად სამარცხვინო... ისინი აშუქებენ მხოლოდ „კარგ“ ამბებს და არანაირად არ აცნობენ ხალხს სიმართლეს (როგორ ჰგავს ქართულ სინამდვილეს)!

 

ჩვენი ნავი წინ მიცურავს, მაგრამ, მე არ ვიცი, საით წავა ვირუსთან ერთად... როგორც ჩანს, მივდივართ აისბერგისკენ!

 

იმოქმედეთ!

 

ამას ამბობს არა თქვენი მონა-მორჩილი, ვინმე ზაურ ნაჭყებია, რომელსაც ოპტიმიზმის საფუძველი, რეალობიდან გამომდინარე გამოცლილი აქვს, არამედ, ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს - ბრაზილიის პრეზიდენტი. მან გაბედა და თქვა.

 

ჩვენც გავბედოთ და ვიმოქმედოთ!