დავით ქობალია: დიდი თ ა ღ ლ ი თ ო ბ ი ს და არჩევნების გ ა ყ ა ლ ბ ე ბ ი ს შემდეგ, აშშ-ში 46-ე პრეზიდენტი აირჩიეს!

დავით ქობალია: დიდი თ ა ღ ლ ი თ ო ბ ი ს და არჩევნების გ ა ყ ა ლ ბ ე ბ ი ს შემდეგ, აშშ-ში 46-ე პრეზიდენტი აირჩიეს!

 

 

ღმერთმა მშვიდობიან გზაზე ატაროს აშშ და ყველა ქვეყანა, მისი მოსახლეობიანად, მაგრამ, ჩვენ, ყოფილ სსრკ-ელებს, უფლება არ გვაქვს, არ გითხრათ ის, რისი მომსწრე ვიყავით და, რაც აშშ-ში ამ წუთებში მეორდება!

 

უამრავმა ნაცნობმა და ფეისმეგობარმა შემახსენა და მომმართა ყურადსაღები კითხვით:

 

„ხომ არ გახსენებთ, ჯო ბაიდენის აშშ-ში გაპრეზიდენტება, ოთხი ათეული წლის წინანდელ, სსრკ-ს „ცეკას“ მდივნად, ცოცხალ-მკვდარი ჩერნენკოს გათრევას და ხომ არ მიგანიშნებთ იგი, „ისტორიის განმეორებაზე“ წარმატებულ კონტინენტზე?“

 

ძვირფასო აშშ-ელებო, ათწლეულების მანძილზე, თქვენ, თითქოს „ღმრთის ერთგულნი“, ჩვენ „ღმრთის მგმობელნი“, ორ უთანასწორო მხარეს წარმოვადგენდით, ჩვენ დღემდე ვარსებობთ „ღმრთის თანადგომით“ და არა როგორც, ეს, თქვენი იდეოლოგითაა გახმოვანებული „სხვათა დახმარებით“!

 

არ იფიქროთ ცუდი გვინდა გისურვოთ, პირიქით, ის „დემოკრატიული ჩავარდნა“, რაც პრეზიდენტის არჩევნებში გქონდათ, თქვენი პრეზიდენტყოფილის, ბატონი ტრამპის სტყვებით რომ შეგახსენოთ:

 

„ღმერთთან დაშორების გამო დაგემართათ!“

 

„ჩერნენკო“ - დიდხანს არ გაგრძელებულა სსრკ-ში და არც ჩვენს მეხსიერებაში, არც თქვენთან გვინდა იგი დიდხანს გაგრძელდეს!

 

უფალი გწყალობდეთ აშშ-ელებო!

 

P.S. სსრკ-ს ყოფილმა ქვეყნებმა საკუთარი ქვეყნის და სახლ-კარის ნგრევა, შედარებით მსუბუქად გადაიტანა და ისინი დღემდე იბრძვიან დანგრეულის აღსადგენად!

 

თქვენთან, იგივე, ასე იოლად არ მოხდება, რადგან, თქვენთან, დაბადების ადგილის სიყვარული და პატივისცემა არ არსებობს!

 

თქვენთან, ის ადგილია პატივსაცემი, სადაც მეტს გადაუხდიან ადამიანს და მას დაბადების ადგილთან არაფერი აქვს საერთო!

 

ამიტომ, იმ ადგილის განადგურება, სადაც, მხოლოდ შემოსავლის გამო იყავით დამაგრებული, დიდად მტკივნეული არ იქნება და თქვენც, თავს არ მოიკლავთ მის დასაცავად!

 

დაბადების ადგილის უარყოფაზე ძიმედ, ადამიანის დაცემა რომ არ შეიძლება, ისევ თქვენმა, აშშ-ელმა, გენიალურმა ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ, „პროზად“ ხსენებული „ბიძია თომას ქოხი“ ახალ სახარებად წარმოუდგინა კაცობრიობას, სადაც ნათლად აჩვენა აშშ-ს კატასტროფული მომავალი, დანარჩენ დედამიწაზე მაცხოვრებელთა წინაშე!

 

არაფერს ვამბობ ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაზე“ (გამოიცა 1945 წლის 8 სექტემბერს) სადაც იგი არაორაზროვნად ამბობს მოაზროვნეთა (და, არა, თანამედროვე, სწორნაწლავაქავებულთა) გასაგებად:

 

„ფაშიზმი და მისი დამარცხება არაფერია, იმასთან შედარებით, რაც კაცობრიობას მოელის, მისი დამარცხება შეუძლებელი იქნება და „აპოკალიფსიც“ მაშინ დადგებაო!“

 

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის პირველმა ოცწლეულმა, სიტყვა სიტყვით დაადასტურა, გენიალური ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველება!

 

ვიცი, აუცილებლად გამოვარდება ვიღაცა ღმრთისგან განდგომილი და შემომეცეცხლება:

 

„აბა, როდის და სად თქვა ეგეთი რამე ორუელმაო!“

 

მე იმდენი დრო არ მაქვს, ამ, ღმრთის გზას განდგომილთა მობრუნებაზე ვიფიქრო, ამისი დროც დადგება, მანამდე მხოლოდ კეთილი გაგებით და სურვილით მინდა მივმართო იმათ, ვინაც დღეს აშშ-ს მორიგი პრეზიდენტის არჩევას ზეიმობს:

 

დაფიქრდით, აშშ-ელებო, იმდენი ბოროტება გაქვთ დათესილი თქვენი არსებობობის მცირე მანძილზე, ასე თუ გააგრძელებთ ჩვენი ლოცვა-ვედრება თქვენს გადასარჩენად შედეგს ვერ გამოიღებს და თქვენგან არჩეული „ბაიდენ-ჩერნენკო“:

 

„აშშ-ს, ღმრთის რისხვისგან ვერ იხსნის!“

 

რწმენას, ქრისტიანულ რწმენას დაუბრუნდით, აშშ-ელებო, რითაც თქვენი წინაპარი ამ კონტინენტზე ჩამოვიდა.

 

არა აქვს მნიშვნელობა, იგი, კაცისმკვლელმა თუ ყაჩაღმა ჩამოიტანა იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ, მათი შთამომავლები გარკვეული დროის შემდეგ ქრისტიანებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ბოლო საუკუნის მანძილზე ქრისტეს გზას აცდნენ და კაცის ქალად და ქალის კაცად გარდასახვას, კაცის კაცზე და ქალის ქალზე დამყნობას ცდილობენ, რაც დედამიწის ზურგზე არსებული რელიგიების ერთმანეთთან დაპირისპირებას იწვევს!

 

სწორედ აქედან დაიწყო მილიონობით ადამიანის საკუთარი სახლკარიდან აყრა და ევროპის კონტინენტს შესევა.

 

მალე ისინი ამერიკის კონტინენტსაც მიადგებიან და თუ დროზე არ გამოფხიზლდით, ხვალ გვიანი იქნება!

 

გაითვალისწინეთ უახლესი ისტორიის მაგალითი:

 

იმპერიის ნანგრევებქვეშ, მისი მოსახლეობა არ უნდა მოჰყვეს, როგორც ეს სსრკ-ს შემთხვევაში მოხდა!

 

ჩვენ, ამ ნანგრევებში მოყოლილებმა, ყველა სიმძიმე ჩვენს თავზე ავიღეთ და სხვებს არაფერი ვავნეთ, რადგან, მიუხედავად ათეიზმის მძიმე წნეხისა, საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული რწმენის ერთგულებით ვიყავით აღზრდილი, რაც ადამიანთა შორის სიყვარულს და მშვიდობას ეფუძნება!

 

თქვენთან, აშშ-ში, გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს არ იმუშავებს!

 

კიდევ ერთხელ, დიდი წარმატების რა მოგახსენოთ, მაგრამ მშვიდობას გისურვებთ!

 

P.S.S. ჩემი არაერთი სტატია, ჩემგან დაუკითხავად უთარგმნიათ და მიუწოდებიათ აშშ-ს კონგრესისთვის აშშ-ში და აშშ-ს საელჩოსთვის საქართველოში.

 

თუ კი ვინმე, კიდევ ერთხელ გაირჯება და ჩემთვის უძვირფასეს ადრესატებს, აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისადმი ჩემს მილოცვა-სურვილებს, მათივე მშობლიურ ენაზე მიაწვდის, დიდად მადლობელი დავრჩები!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: