Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
17-06-2021, 15:22
ნანახია: 627

ვის ემუქრება ლევან ვასაძე?!

პოლიტიკურ ველზე ლევან ვასაძის გამოჩენას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „კომბლების“ თემამ მისი ერთ დროს ზენიტში მყოფი რეპუტაცია ასე თუ ისე დააზარალა, ვასაძე კონსერვატიულ ფლანგზე დღესაც ანგარიშგასაწევ პერსონად მოიაზრება!

 

მიმაჩნია, რომ რაც მეტი კონსერვატიულად მოაზროვნე პერსონები გაერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო, მით უფრო დასუსტდება ულტრალიბერალური ფრთა, რომელთა მიზანი იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა და ტრადიციული ფასეულობების ნიველირებაა.

 

თუ რეალურად შევაფასებთ, ულტრალიბერალებს ჯერჯერობით არ ჰყავთ საპირწონე კონსერვატიული ფლანგის სახით, სადაც საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე (ტრადიციების ერთგული) ნაწილი გაერთიანდება და საერთო ძალებით გაუმკლავდება გააფთრებულ ულტრალიბერალებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძეს პოლიტიკური პარტია ოფიციალურად ჯერ არ დაურეგისტრირებია, აშკარაა, რომ მისი კონტურები უკვე გამოკვეთილია - საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“ (ერთობა, რაობა, იმედი) მალე პოლიტიკურ სტრუქტურად ჩამოყალიბდება და კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ ძალებსაც მოსინჯავს!

 

ეს რომ ასეა, თავად ვასაძესაც არ დაუმალავს სახელდახელო ბრიფინგზე, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ორი დღის წინ  სასტუმრო „მერიოტში“ ჩაატარა.

 

საკრიტიკოდ არა, მაგრამ, გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ბრიფინგმა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა. ამჯერად ბრიფინგის ზოგად შეფასებას არ შევუდგები (ვასაძე რიტორიკით ისევ ფორმაშია), თუმცა, მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ნიუანსზე:

 

1. რატომ აგვიანებს ლევან ვასაძე საკუთარი გუნდის წარდგენას, რომელიც მან 16 მაისს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერის“ პრეზენტაციაზე დაპირდა საზოგადოებას. ნამდვილად საინტერესოა, რა ინტელექტუალური რესურსით აპირებს იგი პოლიტიკურ თამაშში აქტიურად ჩაბმას და რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება მისი გუნდი პოლიტიკურ რინგზე?!

 

2. რატომ ამბობს უარს კონსერვატიული ძალების მიერ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორის ამპლუაზე, ივლისის პირველ რიცხვებში დაანონსებული ლგბტ-ს კვირეულის წინ, მაშინ, როცა სწორედ ვასაძე მოიაზრება ტრადიციული ფასეულობების აქტიურ მხარდამჭერად. ამის დასტურად თუნდაც მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარებული მსოფლიო საოჯახო კონგრესი კმარა, რომ არაფერი ვთქვათ ღია განცხადებებზე: იგი არ დაუშვებს ლგბტ პრაიდის ჩატარებას მართლმადიდებელ ქვეყანაში!

 

რას ნიშნავს მისგან ხელისუფლებისთვის მიცემული 10-დღიანი ულტიმატუმი - არ დაუშვას ლგბტ-ს კვირეულის ჩატარება დედაქალაქში, თორემ...

 

სამწუხაროდ, არ აკონკრეტებს, რა მოელის ხელისუფლებას, თუ ულტიმატუმს არ შეასრულებს და ლგბტ-ს კვირეული თბილისში მაინც ჩატარდება პრაიდაღლუმის ფინალით?!

 

ვასაძე, ასევე, არ განმარტავს, რამდენად საშიშია თვითორგანიზებით შეკრებილი მასა, რამდენად მოსალოდნელია უსისტემო (ქაოტურმა) მოქმედებამ აშკარა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს ქვეყანა(?!).

 

არადა, ბოლო 30-წლიანმა საქართველოს ისტორიამ ხომ ნათლად დაგვანახა, თუ როგორი ტრაგიკული შედეგების მოტანა შეუძლია მწვავე პროცესების თვითდინებაზე მიშვებას!

 

რა ხდება ამჯერად: რატომ გაურბის ლევან ვასაძე პასუხისმგებლობას, მითუმეტეს, მაშინ, როცა მას კონსერვატიული ფლანგის ლიდერობა სურს?!

 

გასაგებია, პოლიტიკა კომპრომისების (ლავირების) ხელოვნებაა, მაგრამ, თუ პოლიტიკოსი საკუთარ პოზიციებში თანმიმდევრული არ არის, მისდამი ნდობის ვოტუმიც შაგრენის ტყავივით მცირდება!

 

3. მივესალმები მის საკანონმდებლო ინიციატივას, ცილისწამებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მაგრამ ამ ფსევდო ხელისუფლების პირობებში, ვეჭვობ, ინიციატივას მხადაჭერა მოჰყვეს!

 

საქმე იმაშია, რომ ცილისწამება, ანტიადამიანური (მასონური) ძალების ხელში ყველაზე ეფექტიანი იარაღია სამყაროს დანარჩენი ნაწილის დასათრგუნად (გასანეიტრალებლად), მათი ფორმულაა: მე ცილს დაგწამებ, შენ თავი იმართლე! საკმაოდ მუშაობს - ანგრევს ადამიანთა ფსიქიკას, მეტიც, ანადგურებს კიდეც! ამდენად, ეს ინიციატივაც უპერსპექტივოდ მეჩვენება!

 

და ბოლოს, ჩემი მიზანი არ არის ლევან ვასაძისთვის კრიჭაში ჩადგომა - ამდენად, მხოლოდ „მოყვარეს პირში უძრახე“ პრინციპით ვხელმძღვანელობ.

 

უდავოა ისიც, რომ ჩვენ დღეს არა რიტორიკა, არამედ, თანმიმდევრული, თავგანწირულ ადამიანთა არმია გვჭირდება, რომ სისხლსმოწყურებული ულტრალიბერალური ფრთა მეტ-ნაკლებად დაბალანსდეს!

 

P.S. გეიაღლუმი არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ არა ქაოტური ორგანიზება, არამედ, გათვლილ-გააზრებული მოქმედებაა საჭირო, რომ ეს ბოროტება თავიდან ავიცილოთ.

 

ძალა მართალ და თანმიმდევრულ ადამიანთა ერთობაშია!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი