Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
23-06-2021, 11:19
ნანახია: 627

რა აშფოთებს ინგა გრიგოლიას და რატომ არ უნდა ჩატარდეს გეიაღლუმი თბილისში?!

 გახრწნილ ქართულ ტელემედიას რამდენიმე წელია არ ვუყურებ. ხანდახან სოციალურ ქსელში თუ წავაწყდები სკანდალურ ან ჩემთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, მხოლოდ მაშინ მიჩნდება სურვილი შევიჭვრიტო და საკუთარი დასკვნაც გამოვიტანო.

 

ინგა გრიგოლიას ცხოველურ ინსტინქტამდე დასულ „რეაქციას“ მუდმივად ჩემმა მტერმა უყურა, მაგრამ, წუხელ ერთმა მეგობარმა მირჩია, თვალ-ყური მედევნებინა, რადგან 5 ივლისისთვის დაანონსებულ ლგბტ პრაიდზე უნდა ყოფილიყო საუბარი.

 

ვუყურე. არაჩვეულებრივი არაფერი ყოფილა - ლგბტ პრაიდის მომხრეები და მოწინააღმდეგენიც თავისას აწვებოდნენ. მე უფრო ის გამიკვირდა, პოლემიკა ხელჩართულ ბრძოლაში რომ არ გადაიზარდა, თუმცა, გულისტკივილით ვიტყვი, რომ კონსერვატიული მხარე (თუ ნუკა არველაძეს არ მივიღებთ მხედველობაში) შედარებით სუსტად გამოიყურებოდა.

 

მათ ვერ დაუმტკიცეს ლგბტ-ს გაავებულ მხარდამჭერებს, რომ მათი (ლგბტ-ს) უფლებები საქართველოში ნამდვილად არ ირღვევა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს თავისი ანტიმართლმადიდებლური, ანტიადამიანური ვნებები უმცირესობამ თავს მოახვიოს უმრავლესობას, რომ საზოგადოებამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სექსუალურ უმცირესობებს და მათ ბრმა თუ ფულზე დახურდავებულ მხარდამჭერებს არა მარტო ღია პროპაგანდის, არამედ, გეიაღლუმის ჩატარების უფლება მისცეს.

 

სასაცილოდ ჟღერდა ქართული ტელემედიის აღიარებული გურუს - ინგა გრიგოლიას ბრალდება-განცხადება, რომ ირღვევა კონსტიტუცია, რადგან, სექსუალურ უმცირესობას არ აძლევენ თვითგამოხატვის უფლებას, რომ ისინი ე.წ. „ღირსების მარშით“ ცდილობენ თავიანთი ხმა მიაწვდინონ საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო ისინი არ უნდა იყონ გარიყული საზოგადოებისგან და თავს სრულფასოვან მოქალაქეებად უნდა გრძნობდნენ...

 

მათ ვერ წარმოუდგენიათ, გაგანია დემოკრატიულ (!) ეპოქაში რატომ უნდა უთხრან უარი „ღირსების მარშად“ შეფუთული (საინტერესოა, ვის ღირსებას იცავენ ისინი?!) გეიაღლუმის ჩატარებაზე.

 

ისე, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა დავუშვათ თავიანთი კურტუმოების ქნევა და ბინძური თეთრეულის დემონსტრირება, მითუმეტეს, როცა ისინი უკვე მარტო არ არიან - მათ დღეს ხომ დიპკორპუსი და ყბადაღებული ოპოზიციური პარტიებიც ღიად უმაგრებენ ზურგს და როგორც ტელეგურუმ ბრძანა: დამფრთხალი ხელისუფლება ვერ გარკვეულა, მისცეს თუ არა მათ გეიაღლუმის ჩატარების უფლება!

 

ეგ საკენკი მათ ქ-ნ კელი დეგნანს დაუყარონ - არც ირაკლი კობახიძის გულწრფელობის მჯერა და არც ხელისუფლების პრინციპულობის, რომ იგი თავის პატრონებს გადაახტება და საზოგადოების ინტერესებს დაიცავს.

 

მაქვს ეჭვი, რომ ამ თამაშში რაღაც გაგვეპარება და სასჯელიც არ დააყოვნებს.

 

თუმცა, ეს არა მარტო საფუძვლიანი ეჭვი, არამედ, ინტუიციით ნაკარნახევი ლოგიკაა - თუ მტკიცედ არ გამოვხატეთ საკუთარი ნება, ხელისუფლება ისევ გაგვაბითურებს, როგორც ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას გააკეთა.

 

არადა, ეს სწორედ ის ანტიდისკრიმინაციული კანონია, რომელსაც მისთვის ჩვეული კაპასობით ხშირად აფრიალებდა ინგა გრიგოლია და ხელისუფლებას მისი შესრულებისკენ მოუწოდებდა!

 

მაშინ გადავყლაპეთ, რის შედეგსაც ახლა ნამდვილად მოვიმკით, თუ საზოგადოების კონსრევატიული ნაწილი ერთსულ და ერათხორც არ გაერთიანდა!!!

 

ინგა გრიგოლია თავის ამფსონებთან ხშირად აპელირებდა ჰომოფობიურ, ძალადობრივ ჯგუფზე, რომლებიც მათ ხელს უშლიან გეპრაიდის ჩატარებაში. განსაკუთრებით მათ ფაშისტ პერსონად მიჩნეული ჰყავთ ლევან ვასაძე, იგი ინგა გრიგოლიას თქმით, პოლიტიკას ამოეფარა და 25 ივნისამდე მისცა ვადა ხელისუფლებას - გააუქმოს გეიპრაიდის ჩატარება თბილისში.

 

ანა სუბელიანის, იდა ბახტურიძის, მწერლად წოდებულ თეონა დოლენჯაშვილის განცხადებით, „ღირსების მარში“ საზოგადოების ყველაზე დაჩაგრული ნაწილის უფლებების დასაცავად ტარდება, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, რა ნაწილში იჩაგრება მათი უფლებები. ვინ ერჩის მათ, თუ გამომწვევად არ იქცევიან და არ ცდილობენ თავიანთი ბინძური ცხოვრების წესები არ მოახვიონ თავს დანარჩენ საზოგადოებას?!

 

საკმაოდ დამაფიქრებლად მეჩვენა გადაცემის ერთ-ერთი მონაწილის განცხადება, რომ მათ მიაღწიეს საერთაშორისო მობილიზებას და ყველაზე დაჩაგრულ ნაწილს სოლიდარობას ადგილობრივებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებიც უცხადებენ.

 

განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი განცხადება გააკეთა ქ-ნმა იდა ბახტურიძემ. მისი აზრით, არც მეტი, არც ნაკლები, ლგბტპრაიდის ჩატარება იქნება ტესტი სახელმწიფოსთვის (!) - ვართ თუ არა დემოკრატიული იდეების ერთგული!

 

სახელმწიფოს დემოკრატიულობის ერთგულების რა მოგახსენოთ, მაგრამ, 5 ივლისი ნამდვილად იქნება ტესტი საზოგადოებისთვის, ვართ თუ არა საკუთარი იდენტობის, საკუთარი მრწამსის დაცვის სადარაჯოზე, საბოლოოდ ვნებდებით ლიბერალურ იდეებს ამოფარებულ ნეოფაშისტურ ძალებს, თუ ჯერ კიდევ შეგვრჩენია ბრძოლის უნარი?!

 

ვინ გაილახება, ვის დააწიწკნიან თმებს ანშეილახება თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული იმიჯი ნაკლებად მაინტერესებს - გეიაღლუმი არ უნდა ჩატარდეს, თუნდაც ამისთვის მთელი საქართველოს მობილიზება დაგვჭირდეს!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი