Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
18-08-2021, 12:46
ნანახია: 567

ვაქსერები და ანტივაქსერები, ანუ, არა იძულებით ვაქცინაციას!!!

 

ამას წინათ, ერთმა, ჩემთვის ღრმად პატივსაცემმა მეგობარმა, რომელიც ღრმა ინტელექტითა და კეთილადამიანური თვისებებითაა მადლმოსილი, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილესი ქალაქიდან (სხვათაშორის, იქვე მიიღო უმაღლესი განათლება და სერიოზულ თანამდებობაზეც მუშაობს) ასეთი შინაარსის წერილი მომწერა:

 

„ჩემმა იმდენმა ძვირფასმა ადამიანმა გაიკეთა აცრა, იმათ თუ რამე დაემართებათ, აღარც ჩემს სიცოცხლეს ექნება აზრი. ასეთი დამოკიდებულებით მივიღე მეც გადაწყვეტილება. ისე მალე გამიკეთეს, ვერაფერი გქავიგე...“

 

მე არა იმდენად ამ კონკრეტული პიროვნების გადაწყვეტილებამ დამაფიქრა, რამდენადაც სტრიქონებს შორის დამალულმა სიტყვებმა: „იმათ თუ რამე დაემართებათ, აღარც ჩემს სიცოცხლეს ექნება აზრი“!!!

 

ჭეშმარიტად: თუ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ამ ვერაგმა ვირუსმა ერთიანად მოცელა, რა აზრი ექნება ჩვენს ცხოვრებას მათ გარეშე?!

 

დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ეს სიტყვები ჩემს მეგობარს ხალხში მოარულმა ჰიპოთეტურმა აზრმა ათქმევინა: ვაქცინა ნელ-ნელა ანგრევს ადამიანის ორგანიზმს და მაქსიმუმ ორ წელიწადში სიცოცხლეს მოსპობით ემუქრებაო!!!

 

სპეციალისტთა კომპეტენციაში ვერ სევიჭრება, არც ის ვიცი, რა კონკრეტულ კვლევას ემყარება, ასეთი დიაგნოზი, მაგრამ, ამის მოსმენა აცრილებისთვის, ბუნებრივია, სიკვდილის ტოლფასია - მეტიც, ეს არა მარტო გაღიზიანებას იწვევს მათი მხრიდან, არამედ, სერიოზული აგრესიის საფუძველიც ხდება. აგრესიის ისარი კი, განსაკუთრებით მიმართულია ე.წ. ანტივაქსერების წინაარმდეგ, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, რადგან, კლინიკურად გამოუკვლეველ ვაქცინას არ ენდონიან და არ აპირებენ „საცდელ ვირთხებად“ იქცნენ ზოგიერთები საკუთარ გადაწყვეტილებას რელიგიური მრწამსით (მათი აზრით, ვაქცინა ანტიქრისტეს ბეჭდის წინაპირობაა) ამართლლებენ...

 

ანტივაქსერების მხრიდან, განსაკუთრებული წინააღმდეგობა მაინც აცრილების დაუცველობიდან მოდის - პრაქტიკამ ცხადყო, ორჯერადი აცრაც ვერ იცავს ადამიანის ორგანიზმს კოვიდით დაინფიცირებისგან და აცრილი ვირუსის გადამტანიც ხდება. მეტიც, ისინი თავად წარმოადგენენ საშიშროებას აუცრელებისთვის!

 

მავანთა „მტკიცება“, რომ აცრილები კი ინფიცირდებიან, მაგრამ, ისინი ვირუსს ადვილად გადაიტანენ და სიკვდილის რისკიც მინიმალურია, არ არის მყარი არგუმენტი ე.წ. ანტივაქსერებისთვის!

 

სხვათაშორის, ძალიან მაღიზიანებს ადამიანების დაყოფა „ვაქსერებად“ და „ანტივაქსერებად“. მიმაჩნია, რომ ესეც ის ბოროტი ძალების შემოგდებულია, ვინც ხელი ხელოვნური ვირუსის გავრცელებას და კოვიდისტერიის დამკვიდრებას შეუწყო ხელი, ანუ, ვინც დღევანდელი სასტიკი რეალობის შემოქმედია!

 

როცა ადამიანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება (ანუ, აიცრა) და იმას ღიად, ან თუნდაც მინიშნებით ეუბნები, რომ საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ცხადია, ის შენს დაუძინებელ მტრად იქცევა და მისი მხრიდან აგრესიაც აპოგეას მიაღწევს!

 

ყველას აქვს უფლება, საკუთარი არჩევანი გააკეთოს - ზოგი ამას ვირუსის შიშით (ვირუსი მომაკვდინებელია) აკეთებს, ზოგიც ფეხის ხმას აჰყვება ხოლმე, თუმცა, არიან, თურმე, ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ: თუ ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები დაიღუპებიან, მეც არაფრად მიღირს სიცოცხლე (კონკრეტულ მაგალითზე ზემოთ ვისაუბრე)! დარწმუნებული ვარ, ასეთებიც ბევრნი იქნებიან.

 

ამდენად, აცრილებზე ნიშნისმოგებით საუბარი არამარტო ამორალური, არამედ, ანტიქრისტიანულიცაა - მათ უკვე მიიღეს საკუთარი გადაწყვეტილება და არ უნდათ შეეგუონ იმ აზრს, რომ არასწორად მოიქცნენ - მეტიც, რომ ისინი აუცრელებისგან განსხვავებით , მალე გარდაიცვლებაინ.

 

ჯერ ერთი, არავინ არ იცის, რა მოხდება, რადგან ჩვენ, ახალ, პრაქტიკაში არააპრობირებულ ვირუსთან გვაქვს საქმე და ზუსტად არც ის ვიცით, რა შედეგებს მოიტანს აცრა და რამდენად სახიფათოა ის ვაქცინები, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეები აიცრნენ ან მომავალში იცრებიან!

 

ამიტომ, ჩვენ შხამიანი ისარი აცრილებისკენ კი არ უნდა მივმართოთ, არამედ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვაქცინაცია არ გახდეს იძულებითი, რომ ყველამ საკუთარი არჩევანი თვითონ გააკეთოს!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ისედაც დაძაბულ სიტუაცაიას, კიდევ უფრო ამძაფრებს არასწორი პროპაგანდა, განსაკუთრებით, აცრის პროცესის დემონსტრირება ამცრელების მხრიდან - მიიღე გადაწყვეტილება? დაელოდე შედეგს, რა აუცილებელია ამის საჯარო დემონსტრირება?!

 

თუმცა, ვფიქრობ, ესეც პროპაგანდის ნაწილია და ხშირად ალბათ ავალდებულებენ კიდეც!

 

არც იმის გახმოვანებაა საჭირო, ვინ სად, როდის აიცრა!!!

 

 ...

ზემოთ იძულებითი ვაქცინაცია ვახსენე. მართალია, ხელისუფლება პირდაპირ არ იყენებს სიტყვა „იძულებას“, მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები იქითკენ მიდის!

 

თუ საჯარო მოხელეს ეტყვი, რომ უნდა აიცრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურში ვერ დარჩება, უმეტესობას არ ეყოფა ნებისყოფა, სხვა არჩევანი გააკეთოს!

 

სხვათაშორის, იგივე მოთხოვნები დაიწყო კერძო სტრუქტურებშიც.

 

და რაც ყველაზე საგანგაშოა: უკვე ღიად საუბრობენ, რომ აუცრელები ვერ ისარგებლებენ საყოფაცხოვრებო ობიექტების მომსახურებით - მათ შორის, ვერ შევლენ აფთიაქებში და მარკეტებში, ვერ ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითდა ა.შ.

 

ეს არც მეტი, არც ნაკლები, ფაშიზმია, რომელსაც საზოგადოების სხვაგვარად მოაზროვნე (სხვა სიტყვა ვერ შევარჩიე) ნაწილი წინ უნდა აღუდგეს - ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ყველამ თვითონვე აგოს პასუხი საკუთარ ჯანმრთელობაზე!!!

 

კიდევ ვიმეორებ: ჩვენ აცრილებზე კი არ უნდა ვისაუბროთ ნიშნისმოგებით და დაპირისპირების ნოყიერი ნიადაგი შევქმნათ, არამედ, უნდა გავერთიანდეთ ერთი ლოზუნგის გარშემო: „არა იძულებით ვაქცინაციას!“

 

 ...

იმედის პატარა ნაპერწკალი აკიაფდა, როცა თანამოაზრეთა ძალისხმევით და „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის ინიციატივით დაფუძნდა „სამოქალაქო დაცვის კოალიცია“, რომელიც სექტემბრის დასაწყისისთვის მასშტაბური აქციისთვის ემზადება!

 

დიახ, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ კოვიდტერორს - სიტუაციიდან გამოსვლის სხვა გზა, სხვა ხერხი არ არსებობს!

 

P.S. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებაში მასობრივად მკვლელები და საქართველოს გამყიდველები არიან.ისინი ვალდებულებებით არიან დატვირთული და დირექტივებს ასრულებენ. თუ ჩვენი პროტესტი მასშტაბური და შეუქცევადი იქნება, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია ასე თუ ისე, შერბილდება.

 

P.S.S. გუშინ ერთი ანგაჟირებული ექიმი-ჩინოვნიკი (რომელიც კოვიდინფიცირებულებს სისტემატურად იღებს საკუთარ კლინიკაში)გამიბრაზდა, როცა მისი მხრიდან აცრის პროპაგანდის სანაცვლოდ, მოკრძალებით მივანიშნე:

 

მკურნალობის მეთოდები შეცვალეთ და პრევენციის მიზნით ალტერნატიული საშუალებებიც (ფიტო და ოზონოთერაპია) გამოიყენეთ კოვიდინფექციასთან საბრძოლვევად, მხოლოდ ჯანმოს დირექტივებითა და რეკომენდაციებით რომ სარგებლობთ-მეთქი!

 

საზოგადოების დღევანდელი განწყობა ექიმების, განსაკუთრებით, ე.წ. „ტროიკის“ მიმართ, ყველასათვის გასაგებია და არ შევჩერდები. ზოგიერთებზე ამბობენ, რომ ჩათრეულნი არიან ამ პროცესში და უსიტყვოდ ასრულებენ დირექტივებს, რაც კოვიდსიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ზოგიერთები კი შიშით ხმას ვერ იღებენ თურმე.

 

ასეა, თუ ისე, დღეს ექიმების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. არადა, ეს საზოგადოების ის კატეგორიაა, ვისაც საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ვენდობოდით!

 

უფალი შეგვეწიოს!..

 

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი