Iverioni
«    იანვარი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2021 (5)
ნოემბერი 2021 (5)
ოქტომბერი 2021 (3)
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
6-12-2021, 14:43
ნანახია: 259

ნუ გახდებით რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე!!!

ემოციის გარეშე...

 

იყო თუ არა გუშინდელი აქცია საპატრიარქოსთან შეცდომა, რომელსაც ასე თავგამეტებით „ამტკიცებენ“ ჩვენი ჩასაფრებული ოპონენტები და მათ ფეხის ხმას აყოლილი მერყევი თანამოქალაქეები?

 

გააჩნია, რა კუთხიდან შევხედავთ:

 

თუ იქიდან, რომ საქართველოს ეკლესია ვალდებულია  მტკიცედ  დაიცვას თავისი სულიერი შვილები  კარს მომდგარი ბოროტებისგან, რა თქმა უნდა არა-ის  ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქომ (უფრო სწორად,წმინდა სინოდმა) რამდენიმე თვის წინ მთავრობას მიმართა წინადადებით: არ ყოფილიყო ვაქცინაცია სავალდებულო  და მოქალაქეებისთვის  დაეტოვებინათ არჩევანის უფლება, საკმარისი არ აღმოჩნდა, თავიდან აგვეცილებინა ადამიანების დისკრიმინაცია და არ დაყოფილიყო საზოგადოება აცრელებად და აუცრელებად, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაწყებული პოლარიზება  ადამიანებს შორის!

 

ოპონენტთა „მტკიცება: საპატრიარქომ (წმინდა სინოდმა) თავის დროზე ოფიციალურად გააკეთა განცხადება და მეტი რა უნდა ექნა, სამწუხაროდ, არ არის მყარი არგუმენტი - „ე.წ. „მწვანე პასპორტების“შემოღება სხვა რა არის, თუ არა, იძულება - ადამიანებმა საარსებო წყაროს მოსპობის მიზეზით იძულებით მიიღონ (ყველა ვერ უძლებს ცდუნებას!) საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!!!

 

დიახ, „მწვანე პასპორტების“ შემოღება და ამ ნიშნით ადამიანების დაყოფა პირდაპირი იძულებაა და არსებითად ეწინააღმდეგება წმინდა სინოდის განჩინებას!

 

მეორეც, უტიფრად  იტყუებიან ჩასაფრებული და ბუჩქებიდან გამომძვრალი ე.წ. ოპონეტები, რომ საპატრიარქოსთან მრავალათასიანი აქციის მონაწილეთა მისვლა ეს იყო პროტესტი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.

 

პირიქით, ეს იყო თხოვნა - საპატრიარქოსთვის მისაღები ფორმით მხარი დაეჭირა საქართველოს ეკლესიას აქციის მონაწილეებისთვის და ეშუამდგომლა ხელისუფლებასთან,  გაუქმდეს ე.წ. მწვანე პასპორტები, რომელიც ადამიანის სასიცოცხლო უფლების აშკარა დარღვევაა, მეტიც, სასიკვდილოდ გამეტების ტოლფასია!

 

ნათქვამია: ქოთანს როგორც გინდა, ისე მიაბამ ყურსო და ჩვენმა ღრმადპატივცემულმა „ოპონენტებმაც“ (რომლებსაც ყელში გაეჩხირათ  კარგად ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია და კაკანიც დაიწყეს) არ დაახანეს - მშვიდობიანი, მხარდასაჭერად ორგანიზებული მსვლელობა საპატრიარქოსკენ,  საპროტესტო აქციად მონათლეს!

 

მათ რატომღაც „ავიწყდებათ“, რომ საქართველოს ეკლესია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია (დღესაც) ერთი გამორჩეული მაღალიერარქის ავტორიტეტზე დგას, ვალდებულია დადგეს საკუთარი სამწყსოს გვერდით, როცა მისი სულიერ-ფიზიკური ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება!

 

სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია: ის ავტორიტეტული  მარალიერარქი დღეს ასაკის გამო ფაქტიურად იზოლაციაშია მოქცეული და ვისაც ამ იზოლაციის გარღვევა და მტკიცე პოზიციის გამოვლინება ევალება, საეჭვოდ დუმს, რითაც კარგად სარგებლობენ საქართველოს ეკლესიის დღევანდელი მტრები.

 

სამწუხაროა, ისიც, რომ დღევანდელი საქართველოს ეკლესია არ არის   მებრძოლი ეკლესია და ამით ყველაფერია ნათქვამი!!!

 

სამწუხაროა ისიც, რომ 21-ე საუკუნეში არ გვყავს წმინდა ამბროსი ხელაიას და კირიონ კათალიკოსის სულიერი მემკვიდრეები, რომლებიც უფლის სახელით ერს გმირობის საუკეთესო მაგალითს აძლევდნენ!

 

ასე, რომ, ძვირფასო ოპონენტებო და საქართველოს ეკლესიის სახელით მოსაუბრე იერარქებო:

 

მოეშვით გუშინდელი აქციის გამარგინალების მცდელობას - რაც ბუნებაში არ ყოფილა, იმას ვერ „დაამტკიცებთ“ და ვერც საღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილს დაარწმუნებთ, რომ საპატრიარქოსთან მრავალათასიანი მრევლის ვიზიტი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლივისტი