... ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, როგორი ჰაერით უნდა ვისუნთქოთ!

... ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, როგორი ჰაერით უნდა ვისუნთქოთ!

 

 ია საკანდელიძე

 

 

 

 

 

(ყველას მოგვეკითხება, სად ვიდექით ამ რთულ პერიოდში)

 

 

 „ჯანსაღი საზოგადოების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. საზოგადოების სიავკარგე განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობას, საზოგადოების სიჯანსაღე განსაზღვრავს ხელისუფლების ხარისხს“ (ოთარ ჭილაძე).

 

 ალბათ დამეთანხმებით, რომ საზოგადოების სიჯანსაღეს მნიშვნელოვნად განაპირობეს ის იდეოლოგია და პოლიტიკური ფორმაცია, რომელშიც უხდება ცხოვრება ამ საზოგადოებას.

 

 ეს ყველაფერი კი ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ერთმა პოსტმა გამახსენა. საიდანაც ვგებულობთ, რომ თურმე ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 7 მილიარდი, საქართველოს კი 126 მილიონი დოლარი გამოუყო. 126 მილიონიდან 88 მილიონი ქვეყნის არასამთავრებო ინსტიტუტებს - ენჯეოებისთვის გაიმეტა - დემოკრატიულ-იდეოლოგიური საქმიანობის სათანადო წარმართვისთვის!.. ქვეყნის თავდაცვისათვის კი მხოლოდ 25 მილიონი! მიუხედავდ იმისა, რომ ღია მოწოდებები ისმის საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით!

 

 ვხედავთ, ამერიკა ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოებას!! 

 

 ცხადია, აქვე ჩნდება ძალიან მტკივნეული კითხვა: ამდენი მილიონი დოლარით დახმარება რა ეკონომიკური გარანტის საფუძველზე ერიცხება ქვეყანას და საით მიაქანებს მას? ანდა, რა კეთდება ამის საფასურად? - ენჯეოები და ქვეყნის დამაქცეველი მიტინგები?

 

 ამიტომ, ჩემი აზრით აუცილებელია, გავაანალიზოთ როგორ მოვედით აქამდე? განვმარტოთ, რა საფუძვლებზე ვითარდება დღეს საზოგადოება?!

 

 როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ საფუძველს მნიშვნელოვნად განაპირობებს, ის პოლიტიკური ფორმაცია და ის იდეოლოგია, რომელითაც იმართება დღეს ჩვენი ქვეყანა.ამიტომაც იხარჯება მასზე ამდენი ფული!

 

 ისიც ყველამ ვიცით, რომ 30 წელზე მეტია, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს იმ ზესახელმწიფოების პოლიტიკურ ფორმაციად, რომელთა, „სუნთქვაზე“ დამოკიდებულია (დავესესხე ილია ჭავჭავაძეს) ჩვენი ქვეყნის „სუნთქვა“, სახელდება ეგზისტენციალიზმის ნიადაგზე ჩამოყალიბებული ლიბერალურ-დემოკრატიული ფორმაცია.

 

 ნათქვამია, ხე ნაყოფით იცნობაო და ამ 31 წლის განმავლობაში ვხედავთ, რა სიკეთეც მოგვიტანა ამ პერიოდმა: 5 მილიონიდან 3 მილიონამდე შეამცირა ქვეყნის მოსახლეობა და 20 თუ 30 პროცენტით კი ქვეყნის ტერიტორია!!

 

 დიდ ილიას კი ისეთ ქვეყანად, რომელთა „სუნთქვაზე“ იყო დამოკიდებული მაშინ ჩვენი ქვეყნის „სუნთქვა“ რუსეთი მიაჩნდა! ამასთან დაკავშირებით მავანნი სწუხდნენ, რომ „ვერ ვეღირსეთ მის სწორ სუნთქვასო!“ დღევანდელი რელობითაც, დიდი ბრალდებები ისმის რუსეთის მიმართ! თუმცა, ისიც სათქმელია, რუსეთთან ურთიერთობისას, საქართველოს 700 ათასიანი მოსახლეობამ, მიუხედავად, ორი მსოფლიო ომისა, 5 მილიონამდე მიაღწია!!

 

 ბუნებრივია, თავის მხრივ, რუსეთის სუნთქვა ასევე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მის გარშემო არსებული ქვეყნების სუნთქვაზე!

 

 მაგალითად, წინა საუკუნეში, რუსულმა ბურჟუაზიამ ვერ გაუძლო დასავლეთის კაპიტალისტურ პოლიტიკასა და კონკურენციას, ვერც წარმმართველი სოციალური ფენის როლის შესრულება შეძლო და ჩაიძირა! ამიტომ მოვიდნენ სათავეში კომუნისტები... ანუ კომუნისტების მოსვლაში დასავლეთს მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის, რომლებსაც ეგონათ რომ ამით რუსეთს საბოლოოდ დაამარცხებდნენ, მაგრამ რუსეთი 24 წელიწადში ზესახელმწიფო გახდა.

 

თუმცა სწორედ კომუნისტების მოსვლის შემდეგ დაიწერა ყველაზე ჰუმანური კანონები ჩვენთანაც და „გაწითლების“ შიშით – მსოფლიოშიც. 

 

 უფრო მეტიც, დასავლეთი და საბჭოთა კავშირი ამ პერიოდებში ერთმანეთს აკონტროლებდნენ, რის გამოც, მსოფლიო გაცილებით პროგრესულად და ჯანსაღად ვითარდებოდა კიდეც!

 

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანდათან დასუსტდა ასეთი ორგანიზაციების გავლენა მსოფლიოში და შეიცვალა მათი მოქმედების ხასიათიც. თავად, გაეროს კონვენციებს (მათ შორის ეკოლოგიურ საკითხებზეც) აღარ ემორჩილებიან და ითვალისწინებენ, როგორც საჭიროა!

 

 და სწორედ ამის შემდეგ თანდათან რთულდება დედამიწაზე ადამიანთა სუნთქვა, ამ სიტვის პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით!

 

 ხოლო, რაც შეეხება 30-იანი წლების რეპრესიებს და დიქტატურას, იგი აიკრძალა გასული საუკუნის 70-იანი წლებში მთელ მსოფლიოში, სხვათაშორის, კომუნისტების ინიციატივით. (სამწუხაროდ, თუ ჩვენს პენსიებს გავიხსენებთ,მე მგონი, დიქტქტურა ისევ მოგვევლინა თავიდან!) ისიც სათქმელია, რომ ეს რეპრესიები, ხშირად, დასავლეთის აგენტის - ბერიას საშუალებით ხორციელდებოდა, საბჭოეთის რეიტინგის გასანადგურებლად, რომელიც ცალი ხელით მავნეობდა და აგენტობდა, ცალი ხელით ქვეყნის მართვაში და აღმშენებლობაშიც მონაწილეობდა!

 

 თუმცა, ისიც სათქმელია, მანამ დიქტატურის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ იმართებოდა. ამიტომ მუშებისა და გლეხებისგან, ამ გაუბედურებული ხალხისგან, რატომ ითხოვენ ისეთ ჰუმანიზმსა და ლმობიერებას, რომლითაც არც ერთი ხელისუფლება არასდროს გამოირჩეოდა?! დაგვავიწყდა, ინგლისელი კოლონიზატორები აბორიგენებს დანაღმულ მიწაზე სიარულს,რომ აიძულებდნენ და მათი დაფლეთილი სხეულებით იკვალავდნენ გზებს?!

 

აღარაფერს ვამბობ სირიაში, ლიბიაში, ერაყში, ადრე ვიატნამი ჩატარებულ სამხედრო სადამსჯელო ოპერაციებზე. თუ მართლა დემოკრატია გვაქვს, მაშინ ყველაფერი უნდა ითქვას!

 

 ახლა კი, როგორც ვხედავთ, დიდი ხანია, მსოფლიოში ეგზისტენციალიზმია... დაფიქსირდა ადამიანის ბიოლოგიური სახე, დაკნინებული ფსიქიკით. იმდენად რომ კოვიდ ფაშიზმამდეც კი მივედით, რომლის გამო 7 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში! მერე კი რუსეთის საზღვრებს მიადგნენ და (ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ), რუსეთის მონსტრად ქცევა განაგრძეს! ასე, რომ ორი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი მოძმე ერი ხოცავს ერთმანეთს და დიდი სურვილი აქვთ მესამე უძველესი მართლმადიდებელი ქართული სახელმწიფოც ჩართონ ამ უბედურებაში! 

 

 ეგზისტენციალიზმი ვერ განაპირობეს ადამიანის სულიერების ზრდას, ეს კიდევ უფრო, თვალშისაცემია, სოციალურ ფენათა ასე ძალზე არათანაბარი ცხოვრების პირობებში! რადგან ამ დროს უფრო ადვილია საზოგადოების მართვა და მისი ეკონომიკური დაკაბალება!

 

 დიახ, ეგზისტენციალიზმმა გადმოაპირქვავა ადამიანი და მისი ყველა უარყოფითი თვისება ზედპირზე ამოატივტივა! ამით დაარწმუნა მართული საზოგადოება, რომ ადამიანი ბოროტია! თითქოს საჭიროა, თავად დაამარცხონ და გაანადგურონ სხვა სანამ მას დაამაცხებენენ და გაანადგურებენ! ესეც დღევანდელი იდეოლოგიის შედეგია, ამ ჰაერითაც გვასუნთქებენ საგულისხმო რაოდენობის ორგანიზაციები და შესაბამისად ადამიანები! დიახ, შეიძლება ითქვას, კოვიდზე ადრე გქვონდა გასაკეთებელი ეს პირბადეები...

 

 არადა, ადამიანი მართალია, ყველა კარგი და ცუდი ადამიანური თვისების მატარებელია, მაგრამ ამავდროულად იგი ღვთის ხატი და მსგავსია. ხოლო თითოეული თვისება იმის მიხედვით გამოვლინდება რა გარემოებაში, რა იდეოლოგიურ ჭრილში ასუნთქებ მას!

 

 მართალია, ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლებსა და მიმდევრებს: ჟან-პოლ სარტრის, კირკეგორს, ჰაიდეგერს, კამიუსა და სხვებს ჰქონდათ თავიანთი იდეალი და მორალური ღირებულებები, მაგრამ მათმა მცდელობამ ის შედეგი ვერ გამოიღო,რასაც მათგან ელოდა საზოგადოება. რადგან ეგზისტენციალისტები არ ითვალისწინებენ, რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ამოწურავს ადამიანის სურვილებს! ამიტომ არის საჭირო ეს მოთხოვნილებები მორალური და სარწმუნოებრივი ღირებულებებით იქნეს შემოვლილი!

 

 ეგზისტენციალიზმის მიმდევრები კი სარწმუნოებას ფარისევლობად მიიჩნევდნენ, ხოლო რელიგიურ მცნებებს და პრინციპებს ადამიანზე ძალდატანებას უწოდებდნენ. ეკლესიაში სიარულს სისულელედ, თვალთმაქცობად თვლიდნენ. მის საპირისპირო ახალ იდეოლოგიის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ და ბეკეტის გმირებივით, დღემდე, ახალი გოდოს, ახალი ღმერთის მოლოდინში არიან!

 

 ამ იდეოლოგიის გავლენა თანდათან იზრდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, თანდათან მცირდება ახალგაზრდების რიცხვიც ეკლესიებში!

 

 დიახ, „ეგზისტენციალიზმი არა მხოლოდ კლასიკურ იდეალიზმს უპირისპირდება, არამედ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული აზროვნების ჰეგელისეულ თვალსაზრისსაც“ - ამბობს ცნობილი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე.

 

 საკითხს ასეც კი აყენებენ, რომ თითქოს თავისუფლება მშვიდობაზე მაღალი ღირებულებაა! მაგრამ თუ მშვიდობა არ იქნა ისე როგორ იქნება ადამიანი თავისუფალი?!

 

 თუმცა, საერთოდ სად არის მერე ეს თავისუფლება?

 

აი, თუნდაც ამ ეგზისტენციალურ რეალობაში, ადამიანი ხომ ჭადრაკის ფიგურების მსგავსად, კაუზალურ რიგშია ჩართული და მისი ქმედებები გარემოებების მხრივაა განსაზღვრული!

 

დიახ, ადამიანი სავსებით მოკლებულია თავისუფლებას, ანუ იგი თავისუფალია მხოლოდ ნაწილობრივ და თან ფარდობითად! ვინ უფრო მეტად, ვინ უფრო ნაკლებად!

 

 ჩვენ ისიც კი  არ ვიცით, როდის და რა დროს გვაგებინებს პასუხს განგება ჩადენილ ცოდოვებზე, შეცდომებზე თუ სხვების მიერ ჩადენილ ბოროტებაზე, რომლის შესახებ ხმა არ ამოვიღეთ, ეს აბსოლუტური გონის, შემოქმედის გაკვეთილია კაცობრიობის მიმართ, ჩვენც მხოლოდ ასეთ ფორმატში შეგვიძლია არსებობა! ამიტომ ამ ფარსი თავისუფლების სახელით მშვიდობას მაინც ნუ გავწირავთ!!! სიცოცხლე ყველაზე მაღალი ღირებულებაა! ამიტომ არ ვეთანხმები არც ერთ სულიერს, ვინც რამე, „შავი ხვრელით“ ომისკენ უბიძგებს ქვეყანას!

 

აქვე ისიც სათქმელია,ახალი საფრთხის წინაშე ვართ: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ეშინია ომის და აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთის შემადგენილობაში შესვლასთან დაკავშირებით! ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან ჩვენი საზღვარი მთლად გორთან გადმოიწევა! ესე იგი ამ საკითხშიც ჩვენი სუნთქვა აშკარად დამოკიდებულია რუსეთის და არა დასავლეთის განწყობაზე და სუნთქვაზე!

 

 კარგა ხანია, ლაპარაკია, კიდევ მეორე დიდ საშიშროებაზე - აჭარისათან თურქეთის დამოკიდებულების საშიშროებაზე! ამ შემთხვევაშიც ჩვენი სუნთქვა და ინტერესი უალტერნატიოდ დამოკიდებულია რუსეთის და არა დასავლეთის განწყობაზე და სუნთქვაზე! გავიხსენოთ ლარსის ხელშეკრლება!

 

 ამიტომაა, რომ ხელისუფლებაც არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი - იგი ორმაგ თუ ათმაგ წნეხშია მოქცეული! დიახ, სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რათა შიდა და გარე ძალების ზეწოლას გავუძლოს და,ღვთის შეწევნით, ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს!

 

 ისიც სათქმელია, რომ რუსეთან ურთიერთობისას, ჩვენ კოლონია არასდროს ვყოფილვართ რუსეთის, (მაგალითად, გავიხსენოთ ინგლისის ან სხვა სახელმწიფოთა დამოკიდებულება ინდოეთის ან აფრიკის მოსახლეობასთან და ასე შემდეგ). საქართველო ძირითადად, იგივე წეს-კანონებით იმართებოდა, როგორც თავად რუსეთი. სწორედ იმ პერიოდში გაიხსნა გიმნაზიები, უნივერსიტეტები, თეატრები, ოპერა, და ასე შემდეგ. პირველი როიალი საქართველოში გრიბოედოვმა ჩამოუტანა ნინო ჭავჭავაძეს. შეწყდა ქართველი ახალგაზრდების გატაცებები და მათი სხვა ქვეყნებში მონებად გაყიდვის საშინელი ფაქტები... რომელი ერთი ჩამოვთვალო? ადრე თუ რუსი ქალები, ქართველ ოჯახებს ემსახურებოდნენ, ახლა ქართველი ქალები თავად მიდიან მოსამსახერეებად დასავლეთში.

 

ხოლო იმ ბოლო 70 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს განა მარტო უფლება ჰქონდათ მიეღოთ განათლება და დაეცვათ თავიანთი ჯანმრთელობა, როგორც ხდება და იკითხება ჩვენს ახლანდელ კონსტიტუციში, არამედ ეს ყველაფერი უფასოდ ჰქონდათ გარანტირებული, თან გაცილებით იაფ და ეფექტურ მედიკამენტებთან ერთად! კომუნალურ გადასახადებზე და ხალხის საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებაზე აღარაფერს ვამბობ! ესე იგი მაშინ ჩვენი იდეოლოგიური ჰაერი გაცილებით იაფი, მოსახერხებელი და ჯანსაღი იყო! 

 

ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, მალე კიდევ 88 მილიონი დოლარი ჩაერიცხება ენჯეოებს, იმ იდეოლოგიური ჭრილის მისაღებად, რომელიც მხოლოდ გადამხდელის ინტერსებსა და სუნთქვას ემსახურება და არა ჩვენსას!

 

რაც იმას მიშნავს, რომ კიდევ უფრო ხშირად გაისმება მოწოდებები ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით! კიდევ უფრო გაჭირდება იმ სპექტაკლების დადგმა, იმ ფილმების გადაღება თუ იმ მხატვრული პროზისათვის მწვანე შუქის ანთება, რომლებიც ლიბერალურ ეგზისტენციალურ-იდეოლოგიურ ჭრილში ვერ მოთავსდება... კიდევ უფრო მეტ ბრძოლას დაუწყებენ ეკლესიასა და უწმინდეს!! კიდევ უფრო გაიზრდება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა! კიდევ მეტი ახალგაზრდა აღარ ივლის ეკლესიაში და შემცირდება კავშირი თაობათა შორის! კიდევ უფრო მეტად ხელს შეუშლიან ხელისუფლებას ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმების გატარებაში! კიდევ უფრო შეუტევენ იმ ტელევიზიებს, რომლებიც მათგან განსხვავებულ, ალტერნატიულ მოსაზრებებს გააჟღერებენ!

 

სამაგიეროდ, ალბათ, გაიზრდება ისეთი გადაცემების რიცხვი, რომელსაც ამ რამდენიმე წლის წინ ვუყურე და დღემდე დამამახსოვრდა!!

 

არტარეაზე, ახალგაზრდებისთვის ლექციას აჩვენებდნენ. ლექტორი ისეთი თავდაჯერებით და აღფრთოვანებით საუბრობდა, მეგონა, რომელიმე კლასიკოსის შესახებ უყვებოდა სტუდენტებს. გამიკვირდა,როცა გავიგე, რომ ლაპარაკი წინა საუკუნის პირველი ნახევრის ავტორსა თუ რეჟისორზე, ანტონ არტოზე იყო, რომელსაც ერთადერთი წარუმატებელი სპექტაკლის „ჩენჩის“ გარდა, არაფერი დაუდგამს და გაუკეთებია. ის ჩვენი თავმომწონე ლექტორი ფილოსოფოსი კი აფრქვევდა არტოს უდიდეს სიბრძნეებს. მაგალითად, არტო თურმე წერდა: „ლიტერატურა არის ბოროტების სახეობა, თავად არის ბოროტება, ნორმიდან ამოვარდნილობის გამოსახვა და არანორმალურობის გააზრება“. მერე მარკიზ დე სადზე, ჟორჟ ბატაიზე ჩვენთან ასე გაპიარე - ნიცშეზეც ილაპარაკა. წაქცეულს ხელი ჰკარიო, ღმერთი მოკვდა და ახალი უნდა დავბადოთო! აი, ასე ბოდავენ!

 

 ამიტომ, როგორ შეიძლება, პასუხი არ გასცე იმ პოზიციას, რომლითაც ახალგაზრდობას ანტონ არტოს, ჰუგო ფრიდლიხის და მისნაირების (ძირითადად, ჰიტლერის იდეოლოგების) „სიბრძნით“ იტენიან თავს! მაგალითად, თითქოს „ლიტერატურა აღწევს უმაღლეს აზრს მაშინ, როცა ის ბუნდოვანია“ ან, თურმე, ბოროტების სახეობაა! - აი, ასე მივედით კოვიდ ფაშიზმამდე!

 

 ისიც სათქმელია, რომ ბევრი მეუბნება: ღმერთმაც ხელი მოგიმართოს, მაგრამ აზრი? ამათთან, რას უნდა გახდეო?

 

 თუმცა ისიც ხომ თქმულა, „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?“ ნიკალასი (ცხადია, ფიროსმანს ვგულისხმობ) არ იყოს, თითქოს ღმერთი მათრახით მადგას თავზე და წერე, ია, წერეო, – ჩამძახის!

 

 ამიტომაა, ძნელი, რომ დაასახელოთ, ამ 30 წელიწადში, ისეთი ფილმი, სპექტაკლი ან პროზაული ნაწარმოები, რომლებსაც დღის სინათლე ეღირსა და ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს დადებითად წარმოაჩენდეს ან მემარცხენე იდეოლოგიის მნიშვნელობას არ უარყოფდეს?

 

 ტყუილად კი არ დაუხოცია ბრეივიკს სანადირო თოფით 70 ახალგაზრდა სოციალისტი, ახლა შეწყალებას რომ უპირებენ!!

 

 დამერწმუნეთ, ასეთ თავისუფლებისთვის არ ღირს თავის გაწირვა, რაც არ უნდა დიდ ანაზღაურებას ღებულობდეთ ამაში!

 

 და თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ შესაბამისად შემცირდება ეროვნული ჰაერის მიწოდება ქვეყნის მოსახლეობისთვის და გაძლიერდება ბაბილონის გოდოლის შენება!

 

 

ხოლო, „როცა ღმერთები საერთო ხდება, მაშინ ისპობა ღმერთიც, ხალხიც და ისპობა რწმენაც.იქ იწყება გადაგვარება და იშლება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.ამ დროს, ადამიანის გონებას არ შეუძლია ერთი მეორისგან გარჩევა“. „ასეთ ყოფაში კი, ანუ ასეთ ბაბილონის გოდოლის ქვეშ ცხოვრებისას ორი-სამი თაობაა საკმარისი ერის გადაგაგვარება, რომ მოხდეს“ (დოსტოევსკი)... ამიტომ უნდა გავერთიანდეთ!

 

შეიძლება, თაობათა შორის სხვადასხვა ინტერესები და მოთხოვნილებები გაჩნდეს, მაგრამ ეს განსხვავება არ შეიძლება საერთო შეუთავსებლობაში გადაიზარდოს. დიახ, ერის მარადიულობა, თაობათა ჰარმონიული, თანაზიარი წრებრუნვით მიიღწევა მხოლოდ. ეს ღვთიური კანონია და რევიზიას არ ექვემდებარება! სხვაგვარად ერები საკუთარ მისიებს ვეღარ შეასრულებენ და სწორედ ეს დააყენებს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ!!

 

იმასაც თუ გავიხსენებთ, ამ ბოლო საუკუნეებში რუსების გარშე არც ერთი მსოფლიო ომი თუ ბოროტება არ დამარცხებულა, (საკუთარ თავსაც კი აჯობეს. თავად დაანგრიეს საბჭოეთი). მიხვდებთ, რომ რუსების ბოროტი მონსტრის როლში დატოვება საშიშია, ატომური იარაღის მფლობელია! ახალ დედამიწას კი ვერ გამოვიგონებთ!

 

ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომი საქართველოს ტერიტორიას თითქმის არ შეხებია, ახლა კი ამ გამოუცხადებელი ომში (რომელშიც თავად 45 მილიონიანი უკრაინელი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი იბრძვის ) ჩვენი ჩათრევა უნდა მავანთ, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ!

 

აი, ამიტომ არის დასავლეთი ჩემთვის და მოსახლეობის 70-80 % -ისთვის საფრთხის მომგვრელი,რადგან იგი ჩვენი მოსახლეობის 20 - 30%-ის ინტერესებს იცავს მხოლოდ!

 

თორემ რუსეთი რომ ოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის 20-30% აქვს მიტაცებული მშვენივრად ვიცით. თუმვა ამ პრობლემის მოგვარებაში, არც დასავლეთი და არც უკრაინა, რომ არაფერს აკეთებს იმასაც ვხედავთ!! მალე შეიძლება ის გავუუცხოვდეთ იმ ,,გაღმა ნაპირებს“, რომ პრობლემის ბრეხტისეული გადაწვეტაც კი დაგვიანდეს!

 

გარდა ამისა, უკრაინის ომმა ცხადყო (რომელიც ისედაც ნათელი იყო), რომ ნატოში ჩვენი შესვლის პერსპექტივამ ჩაილურის წყალი დალია! სამხედრო კონფლიქტში მყოფი ქვეყნების ნატოში შესვლაც პრობლემაა და როგორც ვხედავთ, ნეიტრალიტეტის გამოცხადებაც!

 

მეზობლის ფაქტორი კი ისეთივე მოცემულობაა, როგორც ის ოჯახი,რომელშიც ვიბადებით და ვიზრდებით! ამიტომ... ვერ გადავაადგილებთ მას!.. უკრინის ომი ამის მაგალითია!

 

რამდენიმე დღის წინ მოვისმინე და ძალიან მომეწონა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ თბილისში ჩატარდება სამშვიდობო მისიის მქონე მოლაპარაკება! დაე, ჩატარდეს! საქართველოს მედიატორის ფუნქცია ხომ დიდი ხანია იწინაწასრმეტყველეს დიდმა მამებმა და წმინდანებმა.

 

მართალია, რთულად, გვაქვს საქმე, მაგრამ თუ გავერთიანდებით, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, სწორი მიზანი დავისახოთ!

 

ნათქვამია, „არა არს კაცი ცხონდეს და არა სცოდოსო“. მაგრამ თუ ჩვენი ცხოვრების ცოდვილ შარაზე გადაბრუნებულ ურემთან საკუთარი „მერანის“ თელილ გზას ვერ აღმოვაჩენთ, ისე, განა ყველა ცოდვილი ცხონდება? ისევ გავიმეორებ, ყველას მოეკითხება, სად იდექით ამ რთულ პერიოდში, ამ 88 მილიონს ინაწილებდით თუ ქვეყნის ჭირ-ვარამზე და არსებული პრობლემებს გამოსწორებაზე ფიქრობდით!.. ბოლოს და ბოლოს უნდა მივხდეთ, როგორი ჰაერით უნდა ვისუნთქოთ!

 

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, რომელსაც რეალურად არ აცლიან საკუთარი ბედი თავად განსაზღვროს!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: