აშენდება თუ არა „ანაკლია პორტი“?!

აშენდება თუ არა „ანაკლია პორტი“?!

 

სტატია ქვეყნდება იმათ გასაგონად, ვისაც აინტერესებს, თუ რატომ არ აშენდა „ანაკლია პორტი“!

 

პოტენციური ინვესტორებისთვის, ამერიკელი, სამხედრო და სახელმწიფო ჩინოვნიკების: 

 

ბენ ჰოჯესის, კარპენტერის, პომპეოს და მათი „საძმოს“ გამოჩენა „ანაკლია პორტის“ არენაზე  იგივეა, სიბნელიდან კორიდაზე გამოშვებულ ხარს მატადორმა წითელი ბაირაღი აუფრიალოს!

 

მე იმდენი დრო არ მაქვს, მავანს, რომელიც იკითხავს: „რატომ?“ _ პასუხი გავცე. 

 

იმათ კი, ვისაც, მიუხედავად მრავალგზისი განმარტებისა, წვრილმანებში აინტერესებთ: 

 

მაინც, როგორ და რა მიზნით მოხვდა „ანაკლია პორტის“ საუკუნის პროექტი (ქვეყნისთვის მისი უდიდესი მნიშვნელობის გამო მას „ათასწლეულის პროექტადაც მოიხსენიებენ“) ქართველ-ემერიკელ ყალთაბანდთა ხელში?

 

ვთავაზობ სრულ ვერსიას სტატიისა, რომელიც ორი წლის წინ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა სათაურით:

 

 

რატომ არ აშენდა „ანაკლია პორტი“ და

რა საერთო აქვს მას აშშ-ს პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებთან?

 

 

2020 წლის 31 ოქტომბრიდან, პუტჩისტთა, ყაჩაღთა, კაცის მკვლელთა, ნარკომანთა, ლესბოსელთა, ჰომოსექსუალთა და უცხო ქვეყნების ჯაშუშთა სათარეშოდ ქცეული საქართველო თითქოს დაწყნარდა (ყველა ესენი, აშშ-ევროგაერთიანების და ქვეყნის მმართველი მთავრობის დიდი ხვეწნის შემდეგ პარლამენტში შელაგდნენ), მაგრამ ზემოთხსენებულთა ნაწილი, ამჯერად ქვეყნის „კანონმდებელი-პარლამენტარის მანდატით“ აღჭურვილი, გაორმაგებული ძალით უტევს სამშობლოს კარიბჭეს და თუ კი დროზე არ მოიძებნა მისი შემაკავებელი ძალა, უთუოდ დაგვენგრევა საძირკველმორყეული სამშობლო თავზე!

 

ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რამდენიმე დღის წინ, „ტვ პირველზე“ ინგა გრიგოლიას და მამუკა ხაზარაძის „ანაკლია პორტზე“ საუბრის შემდეგ.

 

საოცარი ის არის, რომ „ანაკლია პორტის“ საუკუნის პროექტის ჩამშლელი, თაღლითი ხაზარაძე, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაცვლად, იქით ედავება მას 75 მილიონ დოლარს, არარსებულ „ანაკლია პორტის“ მშენებლობას რომ დაახარჯა ვითომ.

 

ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, მკთხველს გავაცნო: 

 

კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის ტრიოს, ქვეყნის საზიანო საიდუმლოებების შესახებ „ანაკლია პორტის“ საუკუნის პროექტი ჩაშლამდე რომ მიიყვანა და ამის გამო, დიდი ალბათობით, იგი არასოდეს აშენდება!

 

2012 წელს, გარდა იმისა, ქვეყანა კაცის მკვლელების და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელავებისგან განთავისუფლდა, რამდენიმე ზემნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომელთა შორის „ანაკლია პორტი“ საუკუნის პროექტად იქნა შერაცხული და 2014 წელს საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

 

2015 წლის დეკემბრამდე, საქმე ისე მიდიოდა, „ანაკლია პორტის“ ტენდერს უპირობო ფავორიტი, კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკოპარკი“ ჰყავდა, პორტის პროექტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო ექსპერტების (Ernst & Young) მიერ მოწონებული „ანაკლია პორტის წინა საპროექტო ხედვით“ და კონსორციუმში შემავალი, ჩინური, ამერიკული და ინგლისური გიგანტი კომპანიების მონაწილეობით, პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფით.

 

2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, საქართველოს მთავრობაში მოულოდნელი ცვლილებების შემდეგ, მოკლე დროში, რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა და „ანაკლია პორტის“ ტენდერის ფავორიტის როლში, ერთი წლის წინ დაფუძნებული, ყოველგვარი გამოცდილების და პორტის მშენებლობზე წარმოდგენის არმქონე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოგვევლინა!

 

ორი წლის მანძილზე გაწელილი ტენდერი, დაჩქარებული წესით, ქვეყნის ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა მოადგილემ ქუმსიშვილმა თვენახევარში დაასრულეს.

 

ტენდერის ფინიშის სწორზე დარჩენილ კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ საქმიანი შენიშვნები (რომელთა გადაწყვეტის გარეშე პროექტი ვერ იმუშავებდა, რაც მოგვიანებით ცხადი გახდა და ჩაიშალა კიდეც) უპასუხოდ დატოვეს და 2016 წლის 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამარჯვებულად გამოაცხადეს.

 

იმათთვის, ვისაც მცირე წარმოდგენა მაინც ჰქონდა, რა მასშტაბისაა, წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის, 5,5 მილიარდ დოლარად შეფასებული პორტის მშენებლობა, დაუჯერებელი და ამოუხსნელი დარჩა, თუ რატომ მიიღო საქართველოს მთავრობამ, პროექტის დასაღუპად გასაწირი გადაწყვეტილება, როცა მისი ბედი ანდო კონსორციუმს, რომელიც ტენდერის დასრულებამდე ერთი წლით ადრე დაფუძნდა და საქმის ცოდნას და გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც პორტის მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია გააჩნდა?!

 

ტელეგადაცემის წამყვან გრიგოლიას აზრად არ მოსვლია ხაზარაძისთვის ეკითხა: 

 

რატომ ეძებდა მისი კონსორციუმი პორტის ასაშენებელ ფინანსებს, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, როცა იგი, ტენდერში საბუთების შეტანის დღესვე უზრუნველყოფილი უნდა ჰქონოდა?

 

 

სწორედ, პროექტის ფინანსური უზრუნველყოფის არქონის გამო, სამი წლის განმავლობაში, „ანაკლია პორტის“ მშენებლობა ადგილიდან არ დაძრულა, თუ არ ჩავთვლით ზღვის ფსკერიდან ამოტუმბულ 5 მილიონ კუბურ მეტრ მომწამვლელ მასას, რომელიც 100 ჰექტარ ფართობზე 8 მეტრის სიმაღლეზეა დაზვინული. 

 

მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში, მრავალგზისი, უსაფუძვლო დათმობების და მშენებლობის დაწყების გადავადებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გაბედა და გადაწყვიტა:

 

ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის მშენებლობის უფლება ჩამოერთვა.

 

ეს მაშინ, როცა ტენდერის პირობების მიხედვით: 

 

ტენდერში გამარჯვებულს, პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დაესრულებინა და ანაკლიის პორტში გემები უნდა შემოსულიყო!

 

ყურადღება მიაქციე მკითხველო, ამ პირობის შესრულების შემთხვევაში:

 

ვერანაირი პანდემია „ანაკლია პორტის“ მშენებლობას ხელს ვერ შეუშლიდა და იგი უპირობოდ გაგრძელდებოდა იმ კომპანიის მიერ, ვისაც იგი „სამრეწველო-სავაჭრო პორტად“ ჰქონდა დაგეგმილი და ამ მომენტისთვის, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ექნებოდა დახარჯული.

 

მავანთა დანაშაულებრივი ქმედების გამო დამდგარ შედეგს, ორმაგად ამძიმებს ის ფაქტი, რომ:

 

ტენდერში მონაწილეთაგან საუკეთესო კომპანიის შესარჩევად, ძვირად ანაზღაურებადი (ამბობენ, 3 მილიონი ევრო გადაუხადეს მათ), გერმანელი ექსპერტები იყვნენ მოწვეული, რომლებიც პასუხს აგებენ, დამკვეთის წინაშე, მათ მიერ შერჩეული კომპანიის სანდოობაზე.

 

ქვეყნის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯის მართებულობაზე, ეჭვები მაშინ გაძლიერდა, როცა ტენდერის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა – მშენებლობა 2016 წლის პირველ ივნისს დაწყებულიყო, დაირღვა და წლის ბოლომდე გადაიტანეს!

სხვა, უფრო საშიში ეჭვიც არსებობდა ტენდერის გამოცხადების დღიდან და იგი, პორტის დანიშნულების „ნამდვილობას“ ეხებოდა.

 

ერთ-ერთმა პირველმა (2013წ.) მე ვახსენე, რომ: 

 

ნაკლიაში, არა „სამრეწველო სავაჭრო პორტის“, არამედ „სამხედრო ბაზის“ მშენებლობას აპირებდნენ!

 

ქვეყნის მთავრობა და ე.წ. „ტენდერში გამარჯვებული“ ამას ყურადღებას არ აქცევდა, ეშმაკზე გაყიდული ქართული მასმედია (იშვიათი გამონაკლისის გარდა), ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდა.

 

ყველასთვის მოულოდნელად, როცა 2019 წლის დეკემბერს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლია პორტის მშენებლობას ჩამოაშორეს, გამოჩნდნენ „ნატოს“ გადამდგარი გენერლები და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბატონი პომპეო, რომლებმაც დაუფარავად განაცხადეს, რომ: 

 

„ანაკლია პორტის“ მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, იგი აშშ-ის და „ნატოს“ ინტერესებში შედისო!

 

გასულ წელს კი, არაერთგზის ახსენეს „ანაკლია პორტის“ მშენებლობა „ნატოს“ სამხედრო ძალებთან კავშირში!

 

მკითხველს უნდა შევახსენო, 2016 წელი საქართველოსთვის არა მარტო „ანაკლია პორტის“ ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებით, არამედ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებითაც (08.11.2016) ყოფილა მნიშვნელოვანი, როცა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო მარათონში იყვნენ ჩართული.

 

ეს შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ პრეზიდენტყოფილ სააკაშვილს, ქალბატონ კლინტონთან, როგორც ამბობენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

 

საინტერესოა ასევე, მაშინდელი პრემიერ კვირიკაშვილის და სააკაშვილის სიმპათიები ერთმანეთისადმი, რომელიც მისი პრემიერობიდან განთავისუფლების შემდეგ საქვეყნოდ გამჟღავნდა.

 

იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ქ-ნი კლინტონი არანაკლებ რადიკალურია, ვიდრე, პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი. ადვილი წარმოსადგენია, ამ ქალბატონის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რა უბედურება შეიძლებოდა საქართველოში (რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ წინ გვაქვს ანაკლიაში) დატრიალებულიყო!

 

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, აქ გაიხსნა „გორდიას კვანძი“, თუ რატომ გამოაცხადეს „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულად „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელსაც საჯარო რეესტრის მიერ გაცემული, რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი ქაღალდის გარდა, არაფერი გააჩნდა!

 

თუმცა, ნუ ვიჩქარებთ: 

 

„ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ და მისი სამთავრობო ლობისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ქ-ნი კლინტონი, მსოფლიო პოლიტიკაში უცნობ ტრამპს უპრობლემოდ დაამარცხებდა და ანაკლიაში, პორტად წოდებული „სამხედრო საზღვაო ბაზა“ ასევე უპრობლემოდ დაფინანსდებოდა, რომელიმე არსებული ბაზის პროექტიც მოერგებოდა და ამისთვის სულაც არ იყო საჭირო, პორტის მშენებლობის გამოცდილება.

 

ამასობაში, კიდევ ერთი საიდუმლოც გაცხადდა, თუ რატომ მოსთხოვა ე.წ-მა „ტენდერში გამარჯვებულმა“ მთავრობას კატეგორიულად, პორტის მშენებლობის დაწყების ვადის, პირველი ივნისის ნაცვლად, 2016 წლის ბოლომდე გადაეტანა!

 

ტენდერში გამარჯვებულს და მათ ლობისტებს დროის მოგება სჭირდებოდათ (აშშ-ში, პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს იყო დანიშნული), რომ მათ მიერ დაგეგმილი თანადგომა მიეღოთ, მაგრამ: 

 

ვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის საიდუმლო გეგმა, თავდაყირა დააყენა აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგმა, მსოფლიო პოლიტიკაში უცნობი დონალდ ტრამპის გამარჯვებამ!

 

ასე ჩაიშალა „სამრეწველო-სავაჭრო პორტს“ ამოფარებული „სამხედრო ბაზის“ მშენებლობა ანაკლიაში!

 

(ცალკე და უმძიმესი თემაა, რა საშიშროებას მოიცავს „სამხედრო ბაზის“ მშენებლობა ანაკლიაში).

 

აქ უნდა დამთავრდეს იაფფასიანი და ბინძური სპეკულაციები „ანაკლია პორტის“ გარშემო!

 

როგორც, ქვეყნის მთავრობის მიერ, ბოლო ხანებში გაცხადებული ინფორმაციებიდან გახდა ცნობილი, ანაკლიაში პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება.

 

ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს წარსულის შეცდომების განმეორება, ვისაც ქვეყნისთვის სიკეთის კეთება განუზრახავს, ვიწვევთ „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ სადისკუსიო დარბაზში, სადაც მაღალი დონის პროფესიონალები გასცემენ პასუხს, ყველა საქმიან კითხვაზე.

 

„ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ სახელით

 

დავით ქობალია 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: