Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
27-11-2012, 18:48
ნანახია: 2827

ჯორჯ კლუნი: არასოდეს დავქორწინდები!

არავის არ უფიქრია, რომ ჯორჯ კლუნი მამობისთვის მოსამზადებელ რაიმე ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ მან საბოლოოდ დაადასტურა ის, რომ არ გააჩნია არავითარი გეგმა იმისა, რომ შვილები იყოლიოს, რადგან ის კარიერაზეა თავგადაკლული.


ავსტრალიის გაზეთ “დეილი ტელეგრაფს” მსახიობმა განუცხადა: „ყოველთვის ვიცოდი, რომ მე მამობისთვის არ ვიყავი დაბადებული. ბავშვების აღზრდა უზარმაზარი ვალდებულებაა და ეს შენი უმაღლესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩემთვის ეს პრიორიტეტი ჩემი სამუშაოა. ამიტომაც არასოდეს არ ვაპირებ ისევ დავქორწინდე“, _ თქვა კლუნიმ.
შესაძლებელია, რომ კარიერაც გქონდეს და ბავშვებიც გყავდეს და ამის კარგი მაგალითია ჯორჯ კლუნის მეგობარი ბრედ პიტი, რომელსაც 6 შვილი ჰყავს და მაინც ახერხებს წელიწადში რამდენიმე ფილმის გადაღებას.


კლუნი ერთადერთხელ იყო დაქორწინებული მსახიობ ტალია ბალსემზე 1989 - 1993 წლებში. მას შემდეგ ის ასე მარტოდმარტო განაგრძობს ცხოვრებას, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში არაერთი ქალი ყოფილა და ის დღესაც სასიყვარულო ურთიერთობაშია, მაგრამ ოჯახის უღელში შებმისაგან თავი მაინც შორს უჭირავს.


კლუნისთან ფილმზე მომუშავე ახალგაზრდებიც კი იმას ფიქრობენ, რომ კლუნი ცუდი მამა იქნება. მის ახალ ფილმში „შთამომავლები“ 11 წლის ამარა მილერი კლუნის ქალიშვილის როლს განასახიერებს. მან ამასწინათ თქვა: „ნება მომეცით გითხრათ, რომ ის, როგორც მამა არ იქნებოდა ისეთივე კარგი“.


როცა ამას 11 წლის გოგონა ამბობს, ე.ი. რაღაც მართლა ხდება და რაღაც მართლა ვერ არის მთლად რიგზე კლუნისთან დაკავშირებით.


ამარა მილერი განაგრძობს: „ჯორჯს მოსწონს უფროსად ყოფნა. არ ვფიქრობ, რომ მას ბავშვების ყოლა მოსწონდეს. ვიცი, რომ ახლო მომავალში ის არც აპირებს შვილების ყოლას“.


კლუნის ახალი შეყვარებული ყოფილი მოკრივე სტეისი კებლერია, მაგრამ მსახიობი მასთან არც დაქორწინებას და მით უფრო, არც შვილების ყოლას არ აპირებს.


კლუნის ბოლოსწინა შეყვარებულმა ელიზაბეტა კანალისმა თქვა, რომ კლუნს არასოდეს ჰქონია იდეა, რომ მამა გამხდარიყო. „მე და ჯორჯს არასოდეს გვისაუბრია ქორწინებასა თუ ბავშვების ყოლაზე. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ მე არ მინდა შვილების ყოლა, მაგრამ არც მე და არც მას არასოდეს არ წარმოგვედგინა, რომ საერთო შვილები გვყოლოდა“, - უთხრა კანალისმა ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთ იტალიურ ჟურნალს.


მიუხედავად იმისა, რომ კლუნი ქალებში სიარულზე ნამდვილად არ ამბობს უარს და ჰოლივუდში იმაზე უფრო ახალგაზრდული იმიჯით დასეირნობს, ვიდრე სინამდვილეშია, მან თქვა, რომ არასოდეს არ ეცდება მისი ჭაღარა თმები დამალოს.


„მესმის საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ ვჭაღარავდები, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ოდესმე თმა შევიღებო. მამაჩემს მთლიანად გათეთრებული აქვს თმები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ჩინებულად გამოიყურება“, - ამბობს ჯორჯ კლუნი.