ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში ქურდობის ფაქტები გახშირდა

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში ქურდობის ფაქტები გახშირდა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ  ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის არ გაუარესებულა. 

"ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დასამალი არაფერია და წვრილმანმა ქურდობებმა ბოლო პერიოდში მოიმატა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ ძალაუფლების გადაბარებამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, პოლიცია  დემორალიზებული იყო. არ იღებდნენ ინსტრუქციებს მეთაურებისგან და გარკვეული ვაკუუმი იქნა შექმნილი. ამით გარკვეულმა ადამიანებმა ისარგებლეს და წვრილმანი ქურდობები და ყაჩაღობები ჩაიდინეს. შსს-ში საკადრო ცვლილებები 10 დღეა, დასრულებულია, პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს. ბევრი დანაშაულია გახსნილი, მათ შორის, ძველიც. არ არის საფუძველი იმისა, ვიღაცამ განაცხადოს, რომ კრიმინოგენური სიტუაცია უარესდება. ეს გაზვიადებულია და პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


მინისტრმა ოპონენტებსა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ფრთხილი განცხადებები გააკეთონ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: