პროკურატურაში პრეზიდენტსაც დაიბარებენ?!

პროკურატურაში პრეზიდენტსაც დაიბარებენ?!

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, სოსო ცინცაძე უმნიშვნელოდ მიიჩნევს.


ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, რა უფლებები და ხარჯები შეუმცირეს პრეზიდენტს, არამედ ის, თუ რა განაცხადა გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრმა თქვა, რომ თუ პრეზიდენტი დამნაშავეა, მასაც დაიჭერენ.


ექსპერტი "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნავს: "არ გამოვრიცხავ პრეზიდენტით უახლოეს მომავალში მთავარი პროკურატურა დაინტერესდეს, რისი საფუძველიც მართლაც ჩანს. ამაზე მეტყველებს იგივე წულუკიანისა და ზურაბ ჟვანიას ძმის გიორგი ჟვანიას ბოლოდროინდელი განცხადებები".


"ივერიონის" კითხვაზე, ქვეყანაში მიმდინარე განვითარებული მოვლენები მიგვითითებს თუ არა იმაზე რომ, ქვეყანაში საპარლამენტო რესპუბლიკის მართვის ფორმა ჩამოყალიბდეს, პოლიტოლოგი პასუხობს:


"საპარლამენტო მმართველობისკენ სვლა 1 ოქტომბრიდან დაიწყო. რამდენად მისაღებია საპარლამენტო მმართველობა ქვეყნისთვის? უნდა გითხრათ, რომ ეს ქვეყნისთვის მაშინ იქნება მისაღები, როცა მას მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. ჩვენ რომ გვქონოდა გამსახურდიას დროს საპარლამენტო მოდელი, სამოქალაქო ომს არ მივიღებდით. ასევე, შევარდნაძის დროს არ გვექნებოდა კორუმპირებული რეჟიმი და არც გასული 9 წლის მანძილზე იქნებოდა იმ ცოცხლების ტრიალი, რომელიც მივიღეთ.


საქართველო მაინც რჩება აღმოსავლური მენტალიტეტის მქონე ქვეყნად, ამიტომაც ვერ გაუძლო იმის ცდუნებას, რასაც ერთპიროვნული მმართველობა ქვია".


 "ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პრეზიდენტს რა უფლებები ჩამოართვეს. ვიმეორებ, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ უახლოეს მომავალში არ გამოვრიცხავ, პრეიდენტით პროკურატურა დაინტერესდეს", _ აღნისნავს სოსო ცინცაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: