პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელობაში დამნაშავე დააკავეს

პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელობაში დამნაშავე დააკავეს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ვინმე სისაური დააკავეს.

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე 2011 წელს შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თუმცა აღნიშნული საქმის გამოძიება 2012 წლის 14 ნოემბერს განახლდა.

 
კბილაშვილის განმარტებით, ადგილი ჰქონდა დანაშაულისა და კვალის დაფარვას, ასევე, გამოძიებისთვის მიცემულ ცრუ ჩვენებებს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.

კბილაშვილის თქმით, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნახეთქი ჭრილობა.

თეთრაძის საქმის ხელმეორედ აღძვრას  საფუძვლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები და მოწმეთა ჩვენებები დაედო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: