Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-11-2012, 12:59
ნანახია: 872

ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეებმა მოსკოვის გამზირი გადაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას  "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ, რადგან გარევაჭრობა მათ მუშაობაში ხელს უშლის.

ერთ-ერთი მოვაჭრის, ნელი გოდერძიშვილის თქმით, იმის გამო, რომ მოსკოვის გამზირზე გარემოვაჭრეები სხვადასხვა პროდუქციას ყიდიან, ნავთლუღის ბაზარში აღარავინ შედის და მათ მუშაობა არა აქვთ.

ამის პარალელურად მოსკოვის გამზირზე ქვეითთა სავალ გზაზე აქციას მართავენ გარემოვაჭრეები, რომლებიც ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეების მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან.

ერთ-ერთი გარემოვაჭრის, ხათუნა აფშილავას თქმით, ნავთლუღის ბაზარში საუკეთესო ადგილები უკვე დაკავებულია და მათ საპირფარეშოსთან ვაჭრობა არ სურთ.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.