Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-11-2012, 14:51
ნანახია: 721

პირველი დეკემბრიდან სასამართლო სხდომები ჩაიწერება?!

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბრაშვილმა უზენაესი სასამაღთლოს 2013 წლის პრიორიტეტები  სამი მნიშვნელოვანი პუნქტის სახითაა წარმოდგენილი:  


1.    მოსამართლეები უნდა დაინიშნონ უვადოდ. ამის შესახებ კონსტიტუციაში არის შესაბამისი ნორმა და ცვლილება, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეები სამი წლით აირჩიონ;


2.    უზენაესმა სასამართლომ წარადგინა სასამართლო საქმეების წარმოების გამარტივებული ფორმა, რაც ყველა სისხლის სამართლის საქმის აუდიოოქმის წარმოებას გულისხმობს.
 „ ადრე ამ მხრივ იყო ტექნიკური პრობლემები, რაც აღმოფხვრილია. პირველ დეკემბრიდან ვიწყებთ სასამართლო სხდომების ჩაწერას“,- აცხადებს უზენაესი სასამაღთლოს თავმჯდომარე .

3.    2013 წლიდან ძალაში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირებს საკუთარი ოფისიდან შეეძლებათ სარჩელის ოქმების შევსება და ადგილზე მოსვლის გარეშე მათი ინტერნეტის საშუალებით გამოგზავნა.