სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

თბილისში, თემქის დასახლების III მკ/რ,სს V კვ, მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  სამართალდამცველებმა  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი 1983 წ. დაბადებული დარისპან კ. დააკავეს. 


ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულს თან  პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საეჭვო ნივთიერება აღმოაჩნდა.

„ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად  დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი (0,021 გრ. -დიდი ოდენობა).


გამოძიებას  შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე  260 მუხლის 2 ნაწილით არის აღძრული. ბრალდებული  გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“, _ წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: