მაია ფანჯიკიძე ამერიკაში “ქართული ოცნების” გამო თავს იმართლებს?!

მაია ფანჯიკიძე ამერიკაში “ქართული ოცნების” გამო თავს იმართლებს?!

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან (დაჭერებთან) დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს ამერიკაში ვიზიტისას „ქართული ოცნებისადმი“ გაჩენილი კრიტიკის განეიტრალება უწევს.


 ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა გაიმართა.


სახელმწიფო მდივნის განცხადებით,  საქართველოში პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ რაც კეთდება გამოძიებებთან დაკავშირებით, არის გამჭვირვალე”, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ ზესტაფონის გამგებელს კახა გეწაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს თენგიზ გუნავას. გეწაძეს ხულიგნობა ბრალდება, ხოლო გუნავას 3000 ლიტრი საწვავის მითვისება. “ნაციონალური მოძრაობა” ამ დაკავებების ფონზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: