"ზამთრის სეზონი 2012-2013" იწყება!

"ზამთრის სეზონი 2012-2013" იწყება!

2 დეკემბერს რუსთავის ავტოდრომზე  სამოყვარულო წყვილთა რბოლა გაიმართება -  ოთხეტაპიანი თასის "ზამთრის სეზონი 2012-2013"-ის ფარგლებში. სეზონი  თებერვალში დასრულდება და სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდება ოთხივე ეტაპის ქულების ჯამით. კლასები დაიყოფა სტანდარტულად: AWD, FWD, RWD, ABSOLUT.

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. არასრულწლოვანი პროფესიონალი მრბოლელები დაიშვებიან მოყვარულთა ჩათვლაში. მოქმედი პროფესიონალური ლიცენზიის მქონე სრულწლოვანი მონაწილეები მოხვდებიან მხოლოდ აბსოლუტ კლასში. არც ერთ კლასში არ დაიშვება სპორტული (სლიკები) და ნახევრადსპორტული (ნახევრადსლიკები) საბურავები. აბსოლუტურ კლასში დაიშვება მხოლოდ ნებისმიერი ძარიანი ავტომობილი განურჩევლად წამყვანი თვლებისა და სიმძლავრისა. ლეგენდები, კარტინგები და სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები დაიშვება როგორც დამოუკიდებელი კლასი მხოლოდ მაშინ, თუ მათი რიცხვი შეადგენს მინიმუმ 8 სატრანსპორტო საშუალებას.

გულშემატკივართა დასწრება უფასოა!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: