რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ შოთა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ სტურუა დანიშნა.


როგორც "ივერიონს" კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში  განუცხადეს,  რობერტ სტურუას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის განკარგულებაზე მინისტრმა ორი დღის წინ მოაწერა ხელი.


რუსთაველის თეატრიში თეატრი "ეტსეტერა" შოთა რუსთაველის თეატრში სპექტაკლს მართავს. სავარაუდოდ, რობერტ სტურუას წარდგენაც დღეს მოხდება.


ამასთან, დარჩება თუ არა თეატრის მმართველის თანამდებობაზე ზაალ ჩიქობავა უცნობია. მისი გადაყენების ან თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ უნდა მიიღოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: