ხონში საკრებულოს "ნაციონალი" და "ოცნების" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ხონში საკრებულოს "ნაციონალი" და "ოცნების" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დღეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა ხონის საკრებულოს თავჯდომარის გიორგი გელენიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს სხდომაზე შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

 

ხონის რაიონის "ოცნების" აქტივისტები საკრებულოს თავჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ალეკო ვეკუა აცხადებს: "საკრებულოს თავჯდომარე და რაიონის ხელმძღვანელები შემჩნეულნი არიან სახელმწიფო სახსრების დახარჯვაში. გამომდინარე აქედან, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნაა, გადადგეს საკრებულოს თავჯდომარე, რასაც პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად აჭიანურებს".

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხონის საკრებულოს თავჯდომარის გიორგი გელენიძის წინააღმდეგ. მას ბრალი ედება უფლებამოსილების გადაჭარბებაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: