Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
30-11-2012, 19:25
ნანახია: 2311

სისასტიკით გამორჩეული პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი დააკავეს.


“გატარებული  ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 30 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებულია  მამუკა ხვედელიანი.


მამუკა ხვედელიანი წლების მანძილზე მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი.  ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება.


 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა ხვედელიანი იყო წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.