პარტიული დაპირისპირება ხონში და აფორიაქებული საკრებულო

პარტიული დაპირისპირება ხონში და აფორიაქებული საკრებულო

 „ივერიონის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ წუთებში ხონის პოლიციაში დაკითხვაზე  „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბი საკრებულოს გარეთ, ქუჩაშიც გაგრძელდა.


როგორც „ივერიონის“ კორესპონდენტი იტყობინება, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობის, ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბობოხიძე სცემეს. ლევან ბობოხიძე დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმაა.


შეგახსენებთ რომ, დღეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხონის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გელენიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილებოდა. „ნაციონალებმა“ თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: